პენისების დატოლება ქართულად, ანუ ”დამილაიქე, რა”


თიბისი ბანკის სმარტ კლუბი გეცოდინებათ თუ არა, გაგონილი მაინც გექნებათ. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი წარმონაქმნი, რომელსაც საკუთარი პეიჯი აქვს ფეისბუქზე და ათასგვარ უცნაურ კონკურსს აწყობს. გამოიცანი მუსიკა, გამოიცანი ლექსი, გამოიცანი სურათი, გამოიცანი ის, გამოიცანი ეს… თუმცა მე მინდა მათ ერთ, ბოლო მიგნებაზე მოგიყვეთ, რომლითაც მთელი ქართული ბლოგოსფეროს ნაღები აჟიტირდა.

ორიოდე კვირის წინ ამ კლუბმა, უფრო სწორად მისმა ფანპეიჯმა ფეისბუქზე, დაიწყო ”ბლოგერების კონკურსი” , სადაც მართალი რომ ვთქვათ, შესანიშნავი პრიზია – iPad. დივაისი, რომელიც ყველა თავმოყვარე ტრაკშიპეროს უნდა ედოს მხარიღლივ გადაკიდებულ ჩანთაში. მისი მოგება, ერთი შეხედვით მარტივია – შენი ბლოგიდან, რომელიც იგულისხმება რომ გაქვს, აგზავნი ერთ, შენი აზრით საუკეთესო პოსტს, რომელიც ასევე იგულისხმება, რომ უკვე დაწერილი გაქვს. თუ არ გაქვს, წერ და აქვეყნებ ძველი თარიღით. პოსტები იყრება ქუდში, იზილება და იდება ზემოთხსენებულ ფანპეიჯზე.

და აქ იწყება პენისების, უფრო სწორად კი აქტიური ფრენდების დატოლება. გამარჯვებული არის ის პოსტი და შესაბამისად ავტორი, რომელიც ყველაზე მეტ Like-ს მოიპოვებს. ლაიკების მოპოვება კი, მართლაც ფრენდების ზომების დატოლებაა. ”აუ დამილაიქე, რა” – მსგავს პოსტებს უფრო და უფრო ხშირად შეხვდებით ფეისბუქზე. ფსევდოსამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, კონკურსი ისე მოაწყვეს, რომ ცალკე პოსტის დალინკვა შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, დამილაიქერა-ებისგან დასაცავად. თუმცა, თუკი თიბისის ფანპეიჯს კომპიუტერული გენიოსები აკეთებენ, ბლოგებს უფრო დიდი გენიოსები წერენ. ასე რომ ალბათ აღარავისთვის არაა საიდუმლო ის მეთოდი, რომლითაც ცალკეული პოსტის დალინკვა შეიძლება. ლინკი ასე გამოიყურება:

http://zynga.ge/konkursi/article.php?id=%5Bაქ პოსტის ID]

და წავიდა. ვსვამთ ლინკის ბოლოში ჩვენი პოსტის ID-ს, რომელიც მოგვანიჭა სმარტმა (მაგალითად ჩემი პოსტის ID = 36) და წავიდა ესემესები (თუ როგორც იყო რომელიღაც პაპსა გადაცემაში). ლინკი შეგვიძლია გადავაფრიალოთ ყველგან, სადაც კი ხელი მიგვიწვდება და იმისგან დამოუკიდებლად, რა გვიწერია ამ ლინკზე, არცერთი მეგობარი არ დაგვზარდება ერთი ”ლაიქის”  დაჭერას.

ასე რომ არც გამიკვირდება, თუ ამ კონკურსში ისეთივე ”მაგარი პოსტი” გაიმარჯვებს, როგორი მომღერლებიც და არამარტო მომღერლები იმარჯვებენ ქართულ შოუებში, სადაც სანაცნობო წრის დატოლება მიდის. მარტო ერთი რამ მაინტერესებს – როდემდე უნდა ვატოლოთ ერთმანეთს?

სექსი კვარიათში 2010


მაშ ასე, თბილისო და ჩემო მკითხველებო. მე მივდივარ “ქარტული ბლოგინგის დღეებზე” კვარიათში. გავდივართ ახლა და ჩამოვალთ კვირას. შესაბამისად ეს ოთხი დღე დავისვენებთ (სავარაუდოდ) ერთმანეთისგან. თუ კიდევ ჩავიგდე ხელში ვინმეს ლეპტოპი (ტუკიჯას ლეპტოპს ვღეჭავ ახლა), მაშინ განვაახლებ რამეს, თუ არა და ეგაა.

მიზანი და მისია დიდი მაქვს. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ჩასვლისთანავე (თუ გზაშივე არა) უნდა გავილეშოთ, ასევე სტატია მაქვს ტაბულასთვის გასაკეთებელი. იმედია მექნება გონი შერჩენილი მაგისთვის. მანამდე კი – ზღვააააა!!!

ჯერჯერობიტ სურათი ავანსად:

”ბლოგერები”


პოსტი თავის თავად არ შეიცავს დიდ ინფორმაციას. მისი მთელი მესიჯი არის კითხვა, რომელიც გამიჩნდა ვიდეოს ნახვის მერე. ვიდეოს, რომელსაც ამაყად ქვია ”ბლოგერები”. კითხვა კი ძალიან მარტივია და პირველივე წამიდან გამიჩნდა (ვიდეოს ბოლომდე ყურება ვერ გავქაჩე) – ვინ ჩემი ***ები არიან ესენი?

იხილეთ ვიდეო:

რამდენი ბლოგია მსოფლიოში?


დაახლოებით ერთი კვირაა რაც მაწუხებს ეს საკითხი. განა იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს, ამ საკითხით ჩემი დაინტერესება არ აღემატება საშუალო სტატისტიკური ქართველის ინტერესს – რამდენი კრატერია მთვარეზე. უბრალოდ ეს კვირაა სტატიაზე ვმუშაობ, სადაც ერთ-ერთი მონაცემი უნდა იყოს ბლოგთა რაოდენობის შედარება საქართველოში და სხვა ქვეყნებში. არც ისე მნიშვნელოვანია ეს მონაცემი, მაგრამ საკმაოდ სასურველი. და ამდენი მონაცემის ტყუილად დაკარგვაც არ იქნება კარგი, რაც მოვიპოვე.

თითქოს ყველაფერი მარტივადაა – ვიკიპედია ჩვენი მეგობარია. შედიხარ მანდ, წერ სერჩში სიტყვა ”ბლოგები”-ს, ან მის ინგლისურ/ფრანგულ/კორეულ ანალოგს და შესაბამის ენაზე ეცნობი ყველა მონაცემს. შენც არ მომიკვდე. ბოლო მონაცემი არის 2007 წლის და ისიც საკმაოდ მიახლოებითი, ერთადერთი საიტის – ტექნორატის მონაცემებია, რომლის მიხედვითაც 2007 წელს 112 მილიონი ბლოგი იყო მსოფლიოში. კარგი ბატონო, მაშინ თუ იყო 112 მილიონი, საიდანღაც იგებ, რომ თვეში 100-150 ათასი ბლოგი ემატება ამ ყველაფერს და ყველაფერი კალკულატორის ამბავია. მაგრამ ასე მარტივადაც არ არის. ”the Blog Herald” -ზე ვიპოვე 2008 წლის დასაწყისის სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ამ რაოდენობას ემატება კიდევ 73 მილიონი ჩინური ბლოგი და ხუი ივო ზნაეტ რამდენი სხვა, არაინგლისურენოვანი. ასევე ისინიც, რომლებიც უბრალოდ არცერთ კატალოგში არაა დათვლილი. მოკლედ, დიდი პათოსით და მონდომებით არის მომიხილული მიმდინარე (2008 წლის ანუ) მდგომარეობა და დასკვნა გამოტანილი – არავინ იცის, რამდენი ბლოგია მსოფლიოში და დათვლასაც არ აპირებენ. ამ სტატიის წაკითხვისას ისეთი სურვილი გიჩნდება ადამიანს, რომ საერთოდ აიღო და წაშალო ბლოგი.

ეს ყველაფერი ხდება იქ, გაღმა ნაპირზე, სადაც ყველაფერი კატალოგებადაა დალაგებული და მოწესრიგებული. მაგრამ საიდან მოვიტანო სომხეთის, აზერბაიჯანის და ბალტიისპირეთის მონაცემები, რომელსაც საქართველოსთან შესადარებლად უფრო დიდი მნჳშვნელობა აქვს, ვიდრე თუნდაც ამერიკაში არსებულ 20 მილიონ ბლოგს? ეს ქვეყნები ჩვენნაირები არიან (დაახლოებით) ეკონომიკითაც, ზომითაც და ისტორიული წარსულითაც. კარგი ჩავთვალოთ, რომ  ბლოგკატალოგები, როგორიცაა მაგალითად ჩვენთან blogroll.ge, ასე თუ ისე საორიენტაციო წერტილია და ისინი, ვინც კატალოგში არაა დარეგისტრირებული, არც გადის ბლოგებში. ეს უკვე საკმაოდ უხეში დამრგვალებაა, რადგან თუნდაც საქართველოში, სადაც ამ მომენტისათვის ბლოგროლზე 468 ბლოგია დარეგისტრირებული, არსებობს კიდევ სრულიად გაურკვეველი  რაოდენობის ისეთი ბლოგი, რომელიც უბრალოდ არაა ამ კატალოგში მოხვედრილი.

მოკლედ რომ ვთქვათ, სად ვართ, ჩვენ თითონ არ ვიცით…

რა გვინდა ბლოგ შეხვედრებისგან


უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ბლოგერთა სხოდკები საშუალო სიხშირით იმართება ხოლმე, მაგრამ გუშინდელი სხოდკა იყო პირველი, რომელზეც მე ვიყავი. ჩემი არმისვლის მიზეზები სხვადასხვა იყო ხოლმე, მათ შორის ერთ-ერთი ის, რომ სხოდკები მაკდონალდსში იმართებოდა, მე კი მაკდონალდსში მხოლოდ ტუალეტისთვის დავდოვარ ხოლმე, ისიც როცა ახლოს ვარ.

გუშინდელი სხოდკა იმით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან, რომ ფორმატი იყო არჩეული ”ხინკალი და ბლოგერები”-ს სახის, შესაბამისად კუჭ-თვალს უხაროდა. და მოუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად სამსახურის გადაგდება მომიწია, მაინც მივედი. პირველი, რამაც გამახარა იყო ორი სტუდენტი გოგო – სასიამოვნო სურპრიზი. თუ არ ჩავთვლით ბევრკილოდაკლებულ როკოს, მეტი სურპრიზები არ ყოფილა. სხოდკაზე, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, ღრეობაზე სამიოდე ფოტოაპარატი შევამჩნიე, თუმცა სურათებს ყველა ჟოჟკავს.

თუმცა ეს პოსტი არ ეძღვნება იმას, ვინ რამდენი ხინკალი ჭამა და ვინ რამდენი დალია, ეს არის დამაფიქრებელი პოსტი – ასეთი ფორმის სხოდკები არის თუ არა მარაზმი, როდესაც გრძელ მაგიდას 15-20 კაცი უზის და 3-4 სხვადასხვა თემაზე ლაპარაკობენ, კუტოკ-კუტოკ. საერთოდ, რა გვინდა ბლოგერთა სხოდკებისგან, ისაა ჯერ გასარკვევი. ანუ თუკი მას უნდა ქონდეს უბრალოდ ურთიერთგაცნობის ფორმა და მეტი არაფერი, მაშინ სახინკლეც კარგი ადგილია ამისთვის და იპოდრომიც, სადაც რამდენიმე ლუდდაკლებული ახალგაზრდა წავედით კიდეც სახინკლის მერე და პრინციპში გავტყვერით, მე მაინც ყოველ შემთხვევაში. მაგრამ დოდკას აქვს მეორე იდეა – სხოდკას უნდა მიეცეს რაღაც მინიკემპის ფორმა, ან ვორკშოპი. პრინციპში ეგეც კარგია და ესეც და საერთოდაც, სახინკლეში რომ ამაღლებულ თემებზე არ წავიდოდა ლაპარაკი, ეს ხომ ცხადი იყო?

ასე რომ ველოდოთ მომავალს, დრო გვიჩვენებს რა ფორმა მიეცემა ბლოგერთა ურთიერთობებს. ვორკშოპის იდეა კი მართლაც რომ კარგია.

ფრიკ შოუ


ნათქვამია – ერთი ბლოგერი კაია და ბევრი ბარდაგიო. ვიდეო ამის ცხადი მაგალითია. წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა 4-ის მაგივრად რვანი რომ ვიყოთ, ან მეტი კიდევ.

Link: http://vimeo.com/3689628

არმიის დღე და ბლოგები


გილოცავთ საბჭოთა (და არამარტო) არმიის და არმიელების დიად და განუმეორებელ დღეს, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ყავს და მისი განმეორება და გასიგრძეგანება შეუძლებელია.

პოსტში მოყვანილია ვიდეო (ფაქტიურად ვიდეოპოსტია), რომელშიც მიდის ქართული ბლოგების და მათი ავტორების განხილვა, არც თუ ისე დადებით ასპექტში. არგუმენტი – ”თუ არ მოგწონს, ნუ ნახულობ”, არ განიხილება.

ამ ყველაფრის ბეჭდური (არავერბალური) ვერსია შეგიძლიათ ცოტა ხანში იხილოთ პიკოლინას ბლოგზე. ხოლო ვიდეოვერსია – ამავე პოსტში, ოდნავ ქვემოთ, მას შემდეგ, რაც მოგახსენებთ ვიდეოს კრედიტებს. მას აშე:

  • ჩე გევარა – ყვავა
  • ემილია პლატერი – პიკოლინა
  • ოპერატორი – ლედიქრაუ

ვიდეო:

link: http://vimeo.com/3334457

ზარმაცებისთვის: ემილია პლატერი, ჩე გევარა