დომენის ტრანსფერი


მოგესალმები პუბლიკავ

თუკი ამ პოსტს ხედავ, ესე იგი დომენის, bigcrow.ge-ს ტრანსფერმა წარმატებით ჩაიარა და შეგიძლია მომილოცო. თუ ვერ ხედავ, მაშინ… მაშინ რა ეწერება აქ,  არანაირი აზრი არ აქვს შენთვის.

მე დავბრუნდი!

ჩემთვის ეს მარტივი ოპერაციაა
ჩემთვის ეს მარტივი ოპერაციაა

2014 წელი – Resurection


ბოლო ორი წლის განმავლობაში ბლოგზე დავწერე სულ 20 პოსტი. 20 პოსტი – 24 თვის განმავლობაში. სირცხვილი და თავის მოჭრა. იყო დრო, როდესაც 24 პოსტს თვეში ვწერდი, ახლა კი საშუალო რაოდენობა რომ გადავთვალოთ, თვეში თითო პოსტია და სამი თვე უბრალოდ შესვენება. ეს უხეშად.

მიზეზი, ცხადია იმაში არ არის, რომ საწერი არაფერია, ან საპოსტი ან მეზარება. საწერის მეტი რა არის, აიღე ყველაფერი, რაც თავში მოგივა და გაუშვი ბლოგზე. ყოველ შემთხვევაში, ასეთი ფორმულა მუშაობდა ადრე აქ და საკმაოდ წარმატებულადაც მუშაობდა. ახლა კი დავიწყებ წერას რაღაცაზე, გადავხედავ, “ეე, ამას ვინ წაიკითხავს” და ან ვშლი, ან უკეთეს შემთხვევაში დრაფტში ვაგდებ. აღარც ლამაზ სურათებს ვდებ, უბრალოდ გულს რომ უხარია ხოლმე მათი თვალიერება, არც არაფერს. მოკლედ, საკუთარი ცენზურის მსხვერპლი გახდა ყვავის ბუდე.

Нихуя собачего! ასეთი რამე აქ აღარ მოხდება. ასეთი რამის გაკეთება საკუთარი ბლოგისთვის ჩემი მხრიდან არის უსაშინლესი უმადურობა. სხვა თუ არაფერი, ბევრ რამეს, რასაც მივაღწიე ან ცოტა დამაკლდა მიღწევამდე, აქაურობას უნდა ვუმადლოდე. ასე რომ, 2013-ო წელო, პაშოლ კ ჩორტუ, მივესალმოთ ახალ, 2014 წელს და დაწეულ სტანდარტებს, ასე ვთქვათ შესუსტებულ ფილტრს. ავე!

ფილტრი შესუსტდა თუ არა, მაშინვე გამოჩნდა პირველივე ფოტო, რომელიც ამ პოსტის ბოლოს დაამშვენებს.

pirveli foto

2012 წელი ვორდპრესის თვალით


წეღან მეილი მივიღე. საერთოდ მეილებს ხშირად ვიღებ ხოლმე, ასე რომ დიდი განსაკუთრებულიც არაფერია ამაში. მაგრამ ეს მეილი ვორდპრესისგან იყო, რომელმაც 2012 წლის აქტივობები წარმომიდგინა, საკმაოდ ლამაზი, ფლეშ ანიმაციის სახით.

გადავხედე ამ რეპორტს და შემრცხვა. მაშინ, როდესაც ადრე თვეში 10-15 პოსტს ვწერდი საშუალოდ, მთელი 2012 წლის განმავლობაში ჩემმა ნაღვაწმა შეადგინა 14 პოსტი. ანუ თვეში თითო და ორიც რიგგარეშე. საოცარია, რატომღაც მეტი მახსოვდა. სიზარმაცევ, ძალსა შენსა.

რეპორტი კი იმდენად ლამაზი და მონდომებით გაკეთებულია, რომ მისი არგაზიარება ცოდვაა. ასე რომ ინებეთ. იმდენად მესიამოვნა, რომ ამ ყველაფრის დაწერაც კი არ დამეზარა.

ამ ლინკზე დაჭერით შეგიძლიათ იხილოთ რეპორტის სრული მშვენება. ანუ 2012 წელი ყვავის ბუდეში.

შესადარებლად – 2011 წლის რეპორტი.

Jagdpanzer IV – ფოტოგალერეა


მინდა შემოგთავაზოთ ფოტოგალერეა ჩემი პატარა მოდელის აწყობისა. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ წინა პოსტში.

2011 Fucking year…


NOT inspired by 2008 fucking years…

-რას შვები ახალ წელს?
-ალბათ არაფერს. შენ?
-არც მე.

Random სურათი, თვალს რომ გაეხარდეს :))

ახალი წელი, როგორც ასეთი, ძალიან მწვავე დღესასწაულია. ის ყველაში მწვავე გრძნობას იწვევს – ის ან ძალიან უყვართ, ან ძალიან ეზიზღებათ და ”მკიდია”-ს საფარქვეშ ნიღბავენ. მე მივეკუთვნები მათ რიგებს, ვისაც უყვარს ახალი წელი (ახლა გავაცნობიერე ეს) და მინდა, რომ რაც შეიძლება დასამახსოვრებელი ყლეობა გავაკეთო, ანუ როგორც ეს სახალხოდაა მიღებული – ”კარგად შევხვდე ახალ წელს”.

თუმცა ყოველ წელს ერთი და იმავე პრობლემის წინაშე მიხდება დადგომა – სად და ვისთან ერთად? ინტროში მოყვანილი დიალოგი უკვე შაბლონად იქცა წინასაახალწლო მოლაპარაკებებისა. შედეგად წინასაახალწლო გაურკვევლობაში აღმოვჩნდი და არ ვიცი ხვალ და იმის იქეთ ”დასამახსოვრებელ” დღეებში რა მოხდება.

მანამ კი მოდი გადავხედოთ ამ წელს. რაღა თქმა უნდა ჩემი გადასახედიდან, თქვენ 2010 წლებს თავად გადაავლეთ თვალი, უჩემოდ.

მაშასადამე, იანვარი დადგა და მეც დეკემბერში დაწყებული საქმე გავაგრძელე და ჯერ კიდევ არ ამუშავებულ ჟურნალ ”ტაბულა”-ს მოვერგე. ამავე დროს დავიწყე პარალელურად კაზინო ”აჭარაში” ჩემი საოცნებო სამუშაო – კვირაში ორჯერ მისვლა და ლამაზი ხელფასი. ეს ორმაგი ფინანსური ბედნიერება იანვრიდან მაისამდე გაგრძელდა. მაისში აჭარიდან წამოვედი და ცალკე საცხოვრებლადაც გადავედი. ცალკე ამ სიტყვის სრული და ყველაზე მტკივნეული გაგებით, ანუ no woman, no cry. თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი პლიუსი, მრავალფეროვანი ურთიერთობების და ღრიანცელების გამო.

ნოემბრამდე გასტანა ამ ამბავმა, შუალედში საბაც შემოვიკედლე, დაახლოებით თვენახევრით და ამით გადავჭერი უკვე საკმაოდ მომწიფებული ფინანსური კრიზისი, რაც ცალკე ცხოვრებას უკავშირდებოდა. თუმცა ის მალევე წავიდა და მეც მომიწია დროებით (როგორც თავს ვიმშვიდებ) უარის თქმა ცალკე ცხოვრებაზე. ამ ბოლო ხანებისკენ ნელ-ნელა ისევ მწიფდება თავში აზრი ცალკე ბუდის აშენებაზე, თუმცა მზე არ ყოფნის და ცოტა წაუმჟავებს.

ამ წელში გარდა ამ ბიტავოი საკითხებისა, იყო შემოქმედებითი მხარეც. ჩემი მუსიკალური შემოქმედების ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ საუნდკლაუდზე, ამ ლინკით. ტექსტუალური შემოქმედება ამასთან შედარებით უფრო გაფანტულად მაქვს. ზოგი ამავე ბლოგზეა, ზოგი ნი2-ზე, დანარჩენი კი, რაშიც ფულსაც მიხდიან – ”ტაბულა”-ს ყოველ ორშაბათის ნომერში, საზოგადოების განყოფილებაში. ვიდეოშემოქმედება შეგიძლიათ იხილოთ ქრაუ პიქჩერზის ბლოგზე.

ეს არის 2010 წლის არასრული და უმოკლესი მიმოხილვა, თუმცა აქედანაც ჩანს, რომ ის საშუალოზე ოდნავ უკეთესი წელი გამოდგა. რა მოხდება 2011-ში, არავინ უწყის, მოვა და ვნახავთ. მანამდე მძიმე პერიოდი გველის ყველას, რამდენიმე დღიანი, ახალი წლის შეხვედრა რასაც ქვია.

თქვენ კი მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ 2010 წლის სრულ პოსტოგრაფიას, ქვემოთ მოცემული არქივის დახმარებით:

მონათა იმპოტენტი თაობა


დღეს სამსახურში მარშუტკით მოვედი. არაფერი გასაოცარი ამაში არაა, რადგან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ვჯდები ერთსა და იმავე მარშუტკაში და სამსახურისკენ მოვემართები. ის, რაც იქ ხდება, არც ეგაა უჩვეულო. პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და სისწრაფეს უმატებს.

აი ახლაც, შეუხვია ნუცუბიძის ქუჩაზე, აკრიფა სისწრაფე და მკვეთრად დაამუხრუჭა. დედა და შვილი ამოვიდა. კარი დახურული არ იყო, რომ პირველი ბრძანებაც გაისმა – ”მანდ არ დაჯდე!”. დედამ ნახევრადცარიელი მარშუტკის წინა სკამზე მოიკალათა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. მანქანა მზის გულზე მისეირნობდა და იმ ერთადერთი ფანჯრიანი ადგილის გარდა, სადაც მე ვიჯექი, სკამებს ბოლი ასდიოდა. ”საწყალი ბავშვი” გავიფიქრე და ძრავის მონოტონური ღუღუნი შეკივლებამ გაფატრა – ”ნუ იდებ პირში თითს!”. მოულოდნელობისგან შევხტი. შეხტა მძღოლიც, მაგრამ საბედნიეროდ ამ დროს გზის მოპირდაპირე მხრიდან არავინ მოდიოდა, ასე რომ გადავრჩით. ბავშვმა პროტესტის გამოხატვა სცადა, მცხელაო, მაგრამ მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა… მოკლედ, როგორცაა რა.

ცოტა ხანში მეორე წყვილი გამოჩნდა, ბებია და პატარა გოგო. მართალია ბებიას თავის საყვარელი და ფუმფულა შვილიშვილი კალთაში არ ჩაუსვამს, მაგრამ მთელი გზა მკლავზეხელშემოჭერილი ეჯდა გვერდზე, ემანდ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, არ გაიოფლოს და არ გაცივდესო.

მეგობრებო, რა არის ეს? რას გავს აღზრდის ეს მეთოდი? ვინ გაიზრდება ასე? მართალია, სწორედაც რომ ადამიანები, რომლებსაც არც დამოუკიდებლობა გააჩნიათ და არც გარემოს ადეკვატური აღქმა. მშობლებზე და ბებიებზე მიბმული ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ”დამოუკიდებელ ასაკს”, ანუ ასაკს, როდესაც კანონის თანახმად მათ შეიძლება დამოუკიდებელი ადამიანები ეწოდოთ, არც მზად არიან და საერთოდ ვერც ხვდებიან, რატომ უნდა გააკეთონ ის, რასაც ყველა ცხოველი თუ ფრინველი აკეთებს – აფრინდნენ ბუდიდან. მეტიც, ვინც ხვდება ამას, ანუ ვიზეც ამხელა გავლენა არ მოუხდენია მუდამ ბებიის, დედის, მამის, ბიძის და 86454 სხვა ნათესავის კალთაზე გამობმულად გაზრდას, მასაც არ გამოსდის აფრენა. ან გამბედაობა არ ყოფნის, ან ”დედა ეცოდება” – უჩემოდ როგორ გაძლებს, საწყალი. მათგან იზრდებიან გოგოები, რომლებიც სახლში 9-ზე გვიან არ უნდა მივიდნენ, ბიჭები, რომლებსაც მამის ფულით ნაყიდი ჯიპი ბუნებრივი მოვლენა ჰგონიათ და ხალხი, რომელიც სულიერად არის იმპოტენტი.

იმის იმედი კი, რომ შემდეგი თაობა სხვანაირ პირობებში გაიზრდება და იმის შემდეგ თაობას კიდევ უფრო დამოუკიდებელს გაზრდის, დიდად არც მაქვს. როგორ შეიძლება, რომ მონად გაზრდილმა თავისუფალი ადამიანი გაზარდოს? ერთადერთი გაუცნობიერებელი გამოვლენა იმისა, რომ შვილს მიაჩვიო დამოუკიდებლობა, არის ”მიდი, მამიკო, ლუდი ამომირბენინე და ხურდა შენთვის დაიტოვე”  – იმუშავე და ფული გექნებას საწყისი, ჩანასახოვანი სტადია. თუმცა ესეც გაუაზრებელი, არაფრისმქმნელი და სხვა, მონური მეთოდებით დათრგუნული. საწყალი ჩვენი და ჩვენს შემდეგი თაობა.

პ.ს. ეს ბოლო ხანებია ვამუშავებ ერთ პატარა თეორიას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის. საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.

კომენტარი # 5000


გუშინ ჩემთან დაიწერა კომენტარი, რომლიც არით რიგით მე-5000. კომენტარის ავტორია სიყვარულოვნა (ping) და პოსტი, რომელზეც ის დაიწერა – ”ტვიტ.ჯი – ფლუდერების ახალი გასართობი”. დიდი მადლობა, რომ აქტიურობთ და არ გეზარებათ კომენტარების წერა, Keep Going!

ეს კი ამ კომენტარის Proudly სკრინშოტი. სამგზის ვაშა, მეგობრებო!

აქვე მცირე სტატისტიკა – პირველი კომენტარი, რომელიც დაფიქსირებულია, ყვავის ბუდეზე დაიწერა 2006 წლის 14 აპრილს, პოსტზე ”მკვდარი”. მას შემდეგ გავიდა 1,550 დღე, რაც ნიშნავს რომ საშუალოდ დღეში იწერება 3.23 კომენტარი. ამჟამად ყვავის ბუდეში არის 405 პოსტი, რაც ნიშნავს, რომ საშუალოდ თითო პოსტზე მოდის 12.35 კომენტარი. ამ ყველაფერს, ვორდპრესზე რეგისტრაციის დღიდან მიღებული აქვს 245,448 ჰიტი, რაც საშუალოდ 158 ჰიტს უდრის დღეში. თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ საშუალო მონაცემებზე გავლენას ახდენს ასევე ე.წ. ”მკვდარი პერიოდები”, ეს არ უნდა იყოს ცუდი მონაცემი.

აქვე მოვახდენ საბოლოო ქამინგ აუთს და დავდებ ჩემი ბლოგის სრულ სტატისტიკას. პირველად.

და აქვე დღეში მიღებული საშუალო ჰიტების რაოდენობა.

დაე ეს ყველაფერი იყოს თვენთვის სტიმული, როგორც კომენტარების, ასევე თავად ბლოგის წერის.

პ.ს. როგორც ხედავთ, ქართულ დომეინზე გადასვლის შემდეგ ჰიტებმა მკვეთრად მოიმატა.

ბლოგის სტატისტიკა და საფონდო ბირჟა


აგერ უკვე რამდენი ხანია ვტკბები ყვავის ბუდის სტატისტიკით და დღემდე ვერ ამიხსნია ამ ზემოთ-ქვემოთ ფართხალის მიზეზი. სადაც კი მინახავს სხვისი ბლოგების სტატები, ყველა თანაბრად მიდის, ჩემი კი ნავთობის ფასივით ცვალებადია.

ორიოდე წლის წინ მეგონა, რომ ამაში კანონზომიერება დავიჭირე და ამაზე დიდი სამეცნიერო ნაშრომის ხელა პოსტიც მქონდა გამზადებული, თუმცა ის დღემდე დრაფტებში ინახება. არც პოსტის წერის ინტენსივობა და არც სხვა რამ არ ახდენს გავლენას არაფერზე. ერთადერთი მოსაზრება ის მაქვს, რომ ვიზიტორების რაოდენობა იცვლება იმის მიხედვით, როდის რას ეძებენ მომხმარებლები ინტერნეტში და შესაბამისად რა ტეგს უგდებს ჩემთან. თუმცა ესეც მხოლოდ გამოუცნობი პარალელური სამყაროდან მოტანილი აზრია.

ცოტა უფრო სერიოზულად და დალაგებულად რომ ვთქვათ, ცხადია რომ ახალი პოსტი მოქმედებს ვიზიტორების რაოდენობის ზრდაზე, მაგრამ როდესაც პოსტები მატულობს, მერე უკვე დაგროვილი კონტენტიც ერთვება ალ’ბათ საქმეში. ამაზე მეტყველებს სხვა, ნაკლებკონტენტიანი ბლოგების სტატისტიკის გადახედვა – ქრაუ პიქჩერზი იქნება თუ ღმერთების დღიურები. იქ ყველაფერი მარტივადაა – დაწერ, ავარდება, ცოტა ხანში ისევ მოიკლებს.

მოკლედ, პროფესორებო, სპეციალისტებო, მენეჯერებო, გურუებო, ინტერნეტ ელჩებო და მათთან გათანაბრებულო პირებო – გისმენთ, გადმოალაგეთ თქვენი ზეკომპეტენტური აზრები. Наглядной маретиал-ი იხილეთ ქვემოთ.

მსოფლიოს ყველაზე საშიში აეროპორტები


გადასარევი ფოტოგალერეა ვიპოვე, რომელიც მინდა დაგიშეაროთ. ეს არის მსოფლიოს ყველაზე საშიში აეროპორტები, უფრო სწორად მხოლოდ მათი დასაჯდომი ბილიკები. პილოტის ერთი არასწორი მოძრაობა და ან წყალში ჩავარდები, ან მთას მიერჭობი ან რამდენიმე უბედურება ერთად დაგემართება.  ნუ წახვალთ აქ:

დანარჩენი სურათები —>>> Continue reading “მსოფლიოს ყველაზე საშიში აეროპორტები”

ფართი ვეძისში და ვპოსტი


მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეოპოსტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩავწერე, მაგრამ იმდენად ვიყავით გართულები კედელზე ხატვით, რომ ბლოგზე გადმოდება დამავიწყდა. ფართი, რომელზეც ლაპარაკია ვიდეოში, ჩატარდა. დავლიეთ, ტრაკები ვიქნიეთ და მსგავსი სისულელეები ვაკეთეთ, რასაც საერთოდ ვაკეთებთ ხოლმე ფართებზე. ვიდეომდე ერთ სურათს დავდებ, ფართის ამონაგლეჯს ანუ. ვიდეოკამერა მქონდა წაღებული, მაგრამ ცხადია არაფერი გადამიღია.

ფართი საშკასთან, ვეძისში

და რაღა თქმა უნდა დაპირებული ვიდეოპოსტიც. 19 ივნისი, 2010:

ბლოგერული წარმატების საიდუმლო


ბლოგერული წარმატების საიდუმლო – ვარდისფერი.

ვარდისფერი, საიდუმლო, დემოტივატორი
ბლოგერული წარმატების საიდუმლო

გულიკები და ყვავილიკები


ალბათ ღლაპობაში ბევრს უწერია დღიური, განსაკუთრებით გოგოებს. ჟურნალიდან ამოჭრილი რიკი მარტინის თავები, ქუჩაში ნაპოვნი ”უსაყვარლესი” გამხმარი ფოთლები, ცრემლები და ყვავილები…

მივესალმები ამ მოვლენას. სხვა თუ არაფერი ემოციისგან იცლები და გარშემომყოფებს ნერვებს არ უშლი. მაგრამ მე ის მაინტერესებს, ინტერნეტში ამის გავრცელებას რა მუღამი აქვს? უფრო სწორად, ამ ყველაფრის კითხვას რა მუღამი აქვს…

ბლოგროლ.ჯი-ზე რანდომის ღილაკზე წკაპუნისას ნაპოვნი ერთი გულიკებიან-ყვავილიკებიანი და საყვარელ-ვარდისფერი ბლოგის სკრინი მინდა შემოგთავაზოთ და ზედა კითხვა გავიმეორო – რა მუღამს უჭერთ ასეთი რაღაცეების კითხვას?

(სურათი გრძელია, ამიტომ იხილეთ პოსტის შიგნით) Continue reading “გულიკები და ყვავილიკები”

Google Buzz


სტატია, რომელიც არ მოხვდა ჟურნალ „ტაბულა“-ში.

2010 წლის 9 თებერვალს „გუგლმა“ წარმოგვიდგინა ახალი სოციალური ქსელი, „Google Buzz“. ეს არის „Gmail“-ის გაფართოება, რომლითაც „ჯიმეილი“ ინტეგრირდება როგორც გუგლის სერვისებთან, ასევე არა-გუგლის საიტებთან და აგროვებს მათ კონტენტს ერთად.

Google Buzz (click to Enlarge)

„ბაზში“ შეიძლება როგორც ბმულების, ასევე სტატუსების გაზიარება. ამით იგი ძალიან ჰგავს პოპულარულ სოციალურ ქსელებს „ტვიტერსა“ და „ფეისბუკს“, თუმცა მათგან განსხვავებით „ბაზი“ ავტომატურად ამატებს ყველას, ვისთანაც კი ოდესმე მიმოწერა გვქონია. სწორედ ამის გამო იყო, რომ პირველივე კვირას „გუგლს“ უამრავი მომხმარებლის რისხვა დაატყდა თავს.

„ბაზს“ გააჩნია რამოდენიმე უპირატესობა, მოდი ჩამოვთვალოთ მათგან ხუთი მთავარი:

1. „ბაზი“ შესანიშნავი აგრეგატორია. მისი უდიდესი უპირატესობაა, რომ იგი აგროვებს სხვადასხვა სოციალური ქსელიდან  კონტენტს ერთ ადგილზე – ელფოსტის ინტერფეისში.
2. კონტენტთან „ბაზი“ უკეთესად მუშაობს. განსხვავებით „ტვიტერისა“ და „ფეისბუკისგან“, იგი ინფორმაციას მთლიანად იღებს, სრული სახით აწვდის მას მომხმარებელს და ამით ხსნის ბმულზე გადასვლის საჭიროებას.
3. შესაძლებელია ხმით განახლება. ეს არის ფუნქცია, რომელიც იგეგმება, რომ მალევე დაემატება „ბაზს“. მართალია ეს სიახლე მხოლოდ ტელეფონებზე იმუშავებს, რომლებსაც ხმის ამოცნობა შეუძლიათ, მაგრამ ცხადია, რომ სოციალური ქსელების სფეროში ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.
4. სტატუსებში ადგილიც ფიგურირებს. სტატუსებში თუ ლინკებში ჩაიწერება ის ადგილი, საიდანაც მისი განახლება მოხდა, ასე რომ შესაძლებელი გახდება იმის რეალურ დროში გაგება, სად იმყოფება ესა თუ ის ადამიანი.
5. ხმაურის დონე ნაკლებია. „გუგლის“ საკმაოდ ჭკვიანურად დაწერილი ალგორითმით გაიფილტრება იმ უზარმაზარი რაოდენობის არასაჭირო შეტყობინებები, რომელიც ასე შემაწუხებელია „ტვიტერში“.

ამის საპირისპიროდ ჩამოვთვალოთ ის ხუთი მთავარი უხერხულობა, რაც აქვს „ბაზს“:

1. აუცილებელია „Gmail“-ის ექაუნთი. მის გარეშე შეუძლებელია „ბაზის“ მოხმარება. ამ მხრივ გუგლს აქვს ერთგვარი ფორა, მისი 176 მილიონი მომხმარებლის სახით.
2. შეუძლებელია ტვიტერის სტატუსის განახლება „ბაზიდან“. მართალია აქ შესაძლებელია სხვისი განახლებების მიღება, მაგრამ საკუთარის დასაწერად საჭიროა ტვიტერზე შესვლა, რაც „ბაზს“ საკმაოდ მოუხერხებელ ინსტრუმენტად აქცევს.
3. ძნელია მეგობრებთან დაკავშირება. „ბაზი“ ავტომატურად უკავშირდება ყველას კონტაქტებიდან, თუმცა ეს კონტაქტები ხშირად არ ემთხვევა მეგობრების სიას. არავის ჭირდება იმ უამრავ ვებ-მაღაზიასთან თუ სხვა სერვისთან მეგობრობა, რომელთანაც შესაძლოა ოდესმე ჰქონოდა საქმიანი მიმოწერა.
4. ისევ ხმაური. საკითხავია, რამდენად შეიძლება „გუგლის“ ფილტრის ნდობა, რომელიც არასაჭირო შეტყობინებებს ფილტრავს? იქნებ იგი საჭირო შეტყობინებებსაც აყოლებს? საკმარისია რამოდენიმე ასეთი ფაქტის დაფიქსირება და ნდობა ავტომატურად დაიკარგება.
5. სიმარტივე უფრო სწორად სირთულე. განსხვავებით „ტვიტერისგან“ სადაც იცი, რომ შენს სტატუსს ყველა ნახავს, „ბაზში“ არის უსაფრთხოების რამდენიმე დონე, რომელთა შორის გარკვევაც არც ისე ადვილია.

გუგლის პროდუქტების მენეჯერი ტოდ ჯეკსონი ამბობს, რომ „ბაზი არ არის საბოლოო სახის და კომპანია მუშაობს მის გაუმჯობესებასა და სრულყოფაზე. ჩვენ გვაქვს ამ გაუმჯობესებების დიდი სია, რომელთაგან ზოგიერთი ფრივეისსაც ეხება. ეს გახდის ბაზს უკეთესს“. თუმცა ძნელი წარმოსადგენია, რომ მან ჩაანაცვლოს „ფეისბუქი“, რომელიც არსებობის მეექვსე წელს ითვლის და 400 მილიონზე მეტი მომხმარებელი ყავს.

”ბლოგერები”


პოსტი თავის თავად არ შეიცავს დიდ ინფორმაციას. მისი მთელი მესიჯი არის კითხვა, რომელიც გამიჩნდა ვიდეოს ნახვის მერე. ვიდეოს, რომელსაც ამაყად ქვია ”ბლოგერები”. კითხვა კი ძალიან მარტივია და პირველივე წამიდან გამიჩნდა (ვიდეოს ბოლომდე ყურება ვერ გავქაჩე) – ვინ ჩემი ***ები არიან ესენი?

იხილეთ ვიდეო:

ოდისეა კახეთში – მესამე ნაწილი


[ პირველი ნაწილი ], [ მეორე ნაწილი ]

ეს პოსტი დაიწერა დიდი ხნის წინ, შორეულ 2006 წელს, ოღონდაც ის არ დაწერილა ბლოგზე, დაიწერა ბლოგისთვის ჩვენს (მონაწილე პირების) მიერ ბლოკნოტში, თუმცა ბოლომდე აკრეფა არა და არ ეღირსა. ეს ბლოკნოტი ახლა ვიპოვე და გადავწყვიტე დავასრულო მისი გადმოკრეფა აქეთ და გამოვამზეურო. მაშ ასე, ვიწყებთ. ნაწერში გამოყენებულია უწმაწური ლექსიკა.

პ.ს. ვინაიდან და რადგან ამ ბლოკნოტში სამივე მონაწილე პირი ვჯღაბნიდით (მე, მროველა და მოგვიანებით შო), ამიტომ თითოეულ ნაწერს წინ ავტორსაც ვუწერ.

დღე მეორე, შაფათი, 15 ივლისი, 2006

მროველი: მე და შომ ფეხბურთი ვითამაშეთ, 5-5 ანგარიში, აუ რა დავიღალე. შო გაიტრუპა.

ყვავა: სულ გამოყლევდნენ ეს ჩემისები პახმელიის ნიადაგზე… ფეხბურთს თამაშობენ… მროველი ჩემ გოგოს ემესიჯება ჩათლახურად. მშია…

შო: ბაზრიდან [თელავის] მოვედით. შევიძინეთ 11 კილოიანი საზამთრო და სამი კილო სამწვადე. ხოდა რავი რა… საზამთრო გავრეცხე, ყვავა ხორცს რეცხავს და თან იაზვურად იჯმევინება – რას ვაკეთებ და ვცეკვავო. ხოდა ვიზამთ რამეს. ხვალ მე მივდივარ, ტაკ ჩტო გამოვა ეს საღამო… მშია, ხო…

მროველი: ჩემგან კაი დიასახლისი გამოვა. ნატყნაურევი სახლი მივალაგ-მოვალაგე, რაღცას დავამსგავსე რა. ჭურჭლის დარეცხვა საკაიფოდ გამომივიდა. შო ახლა მაღაზიაშია გასული, ყვავა კიბეებზე ზის და ხორცხ ჭრის.

დენი დილიდან არ არის. ყვავას სიბრძნე – ხელი თუ ქონიანი გაქვს და არ გაქვს საპონი, ხახვის წვენით შორდება… პრინციპში კაია, დენი რომ არ არის, მობილი დამჯდარია და ყვოვეს ქალთან მესიჯობის სურვილი დაკარგული მაქვს. სიმართლე რომ ვთქვა და ძალიან გულახდილი ვიყო, ჩათლახურად ვიქცევი – არ შეიძლება ასე რა.

შო იგვიანებს, ყვოვე ანერვიულდა, 5 საათი დაიწყო.

შო: ვიმწვადავეთ, ვიწითელღვინავეთ და ვიძინეთ კიდეც. ხვალ თბილისში უნდა ჩავიდე, არადა როგორ მეზარება 2 საათი გზაში [მარტოს]. ახლა ვემზადებით სერია ნუმერო დუოსთვის, რომელშიც შედის თეთრი ღვინო (რომელსაც დღეს ალბათ აღარ დავლევ, ორ ჭიქას ონლი), მწვადი + კარტოშკა + კოფევარკა. აუ, ეს რა ისწავლეს :( :) .

[ 22:05 ] ყვავა: მგონი ეს დროა. არ ვიცი. გარეთ წვიმს. გარეთ მთელი დღე ან წვიმს, ან… ან მეორე. ჩვენთანაც წვიმს, შიგნით, ოღჴნდ აქ ღვინო წვიმს, ისევე როგორც გარეთ – შესვენებებით, მაგრამ კოკისპირულად. შაფათი საღამოა, საწოლზე ვარ წამოგორებული და…

…ტფუი ბლიად, მინდოდა რამეწერა, რამშტაინის რაღაცეებს ვუსმენთქო და ამ დროს შუქი ჩაქვრა, შუქი ყლეზეც, სანთლის შუქზეც გადასარევად დავლევთ. ახლა შო ტვინს ტყნამს და იმ ასანთის კოლოფს, რომელზე თითების ტყაპუნითაც ტყნამს ტვინს, გავთხრი ტრაკში. ბრტყლად.

კარგია მამენტ შუქი რომ ჩაქვრა. ვყრივართ საწოლებზე, წვიმის ხმას, შოს ტვინის ტყვნას და მროველის ბაზარს ვუსმენთ, ძირითადად გალაქტიონზე.

…იმასე კარგი გრძნობა არ არსებობს, ძალიან მაძღარი რომ გდიხარ ბალახში და ცით ტკბები, როგორც წეღან მე და შო… ან… ბოლი მინდა… ახლა შევწვავთ ხორცის ნარჩენებს და წავალთ შემდეგ წრეზე. აე :)

[ ღამე ] ყვავა: ყლე რომ ვარ, ეგ კი, მაგრამ ამხელა ხო? რა კარგია მამენტ :) ამ გამოყლევებ… რა შუაშია მამენტ… თუთუნთან ერთად რაღაც მოვწიე? კი. ყლევები, სხედან და იღრიჯებიან. ჩვენ ვტვირთავთ. აღარ ვსვამთ. მამენტ სამკურნალოა ეს. გული მერევა.

დღე მესამე, კუირა, 16 ივლისი, 2006

[ დილა ] ყვავა: გათენდა. მამენტ კაი ხანია სამყაროსთვის გათენდა, მაგრამ ჩვენ ახლა ავდექით. კარგად ვყრივართ, როგორც შო იტყოდა ”ხარაშო სიძიმ, დევოჩკი”.

შო დილიდან ტვინს ტყნამს, მე კი დილიდან ძარღვები მტკივა. ეგრეა, ყველაფრის შეხვევა და მოწევა არ შეიძლება. ზატო მეძინა ბულკივით წუხელი… დღეს შეიძლება უკვე თბილისში წავიდეთ. რაღაც არ მინდასავით, ის კასრი ჯერ კიდევ სავსეა…

მროველი: ოჯახური გარემოა, შო ჭურჭელს რეცხავს, მე ლოგინები ავალაგე, ყვოვე დაყლეპროჭაობს.

[ აქ ჩანაწერი წყდება, სავარაუდოდ წამოვედით ]

ოდისეა კახეთში – ნაწილი მეორე


[ პირველი ნაწილი ]

ეს პოსტი დაიწერა დიდი ხნის წინ, შორეულ 2006 წელს, ოღონდაც ის არ დაწერილა ბლოგზე, დაიწერა ბლოგისთვის ჩვენს (მონაწილე პირების) მიერ ბლოკნოტში, თუმცა ბოლომდე აკრეფა არა და არ ეღირსა. ეს ბლოკნოტი ახლა ვიპოვე და გადავწყვიტე დავასრულო მისი გადმოკრეფა აქეთ და გამოვამზეურო. მაშ ასე, ვიწყებთ. ნაწერში გამოყენებულია უწმაწური ლექსიკა.

პ.ს. ვინაიდან და რადგან ამ ბლოკნოტში სამივე მონაწილე პირი ვჯღაბნიდით (მე, მროველა და მოგვიანებით შო), ამიტომ თითოეულ ნაწერს წინ ავტორსაც ვუწერ.

14.07.2006. [ 16:10], ყვავა: ჩემი ძუძუ მოვტყან. ახლახანს, ეს წუთებია ამოვედით მდინარიდან. ნუ დოზა წაღებული გვქონდა თან, იქვე მდინარეშივე ჩავყარეთ ქვები – მაგიდად და სკამებად და ფეხები – გასაგრილებლად… ნუ ვსვით. ახლა ორ საწოლზე განივად ვწევარ და კაიფის უმაღლეს სტადიაში ვარ. შომაც დარეკა, გზაშია უკვე, საათნახევარში აქაა, მანამდე წავუძინებ ცოტას…

[22:57],  ყვავა: დაგვენძრა საბოლოოდ. კოფევარკით ვსვამთ. გავზომეთ და სულ რაღაც 5 ჭიქა ჩადის. თითო უკვე დავლიეთ. შომ ფონად დიმუ ბორგირი მოითხოვა, ე.ი. პიზდეცი ჭირს.

შო: ვეთანხმები წინა ორატორს, კოფევარკით სმა – ეს პიზდეცია. ახლა ცოტას დავიცდით და კიდევ ერთს ვაჯახებთ, გვისურვეთ [წარმატება]…
…ყვავა ლაპარაკობს… იმ გრძნობას გაუმარჯოს, რასაც ჩვენ განვიცდით ერთმანეთის…რომლის გამოს კოფევარკიდან ვსვამთ…და დიმუს ვუსმენთ…

ბლეკი ყლეობაა (ც) ყვავა… და დალია…

ყვავა: მეორეც დავლიე., ჩემი კარგიც მოვტყან… რამდენზე ავედი? კარგია მგონი.. საუკეთესო ხალხს ვკარგავთ, შო დაეცა, მაგრამ როგორც ნამდვილ მებრძოლებს შეშვენით, ჩვენ მის გვამზე გადავაბიჯეთ და ახლა მესამეს გავიკეთებთ ვენაში… ან ტრაკში…

[აქ მოდის მროველას რაღაც გაურკვეველი ნაწერი, რომლის გაშიფრვაც ჩემს ძალებს აღემატება, ამიტომ სურათად დავდებ]

მროველას მანუსკრიპტები

[ გაგრძელება მესამე ნაწილში ]

ოდისეა კახეთში – ნაწილი პირველი


ეს პოსტი დაიწერა დიდი ხნის წინ, შორეულ 2006 წელს, ოღონდაც ის არ დაწერილა ბლოგზე, დაიწერა ბლოგისთვის ჩვენს (მონაწილე პირების) მიერ ბლოკნოტში, თუმცა ბოლომდე აკრეფა არა და არ ეღირსა. ეს ბლოკნოტი ახლა ვიპოვე და გადავწყვიტე დავასრულო მისი გადმოკრეფა აქეთ და გამოვამზეურო. მაშ ასე, ვიწყებთ. ნაწერში გამოყენებულია უწმაწური ლექსიკა.

პ.ს. ვინაიდან და რადგან ამ ბლოკნოტში სამივე მონაწილე პირი ვჯღაბნიდით (მე, მროველა და მოგვიანებით შო), ამიტომ თითოეულ ნაწერს წინ ავტორსაც ვუწერ.

დღე პირველი, პარასკები, 14 ივლისი 2006 წელი

მროველი: ვხერხავთ, ხერხავენ, ვლოთობთ და ალბათ ლოთობენ. პადიეზდ წაქცეულებზე და რამშტაინზეა საუბარი. ყვავა მეოჯახე ყლესავით კიბეებზეა მიყრდნობილი, ჩუსტებში წაყრილ ფეხებს ათამაშებს და შიშველ ”ღიპს” იფხანს, თეონა(ლა)-ს ელოდება ჩათლახი. უუუუხ…

წუხელის ჩამოვედით და სიმბოლურ პონტში გავიღუნეთ. ერთი სამლიტრიანი შტოფი ექშენ ვარიანტში ჩავცალეთ ანუ სადღეგრძელო – დალევა – ბორგირებზე თავის ქნევა, ამ სოფელს წელიწადში ერთხელ მაინც ხომ უნდა ეღირსოს ხარისხიანი მუსიკა. ჩემი მეტალისტი მაგნიტაფონი ამდენს თუ გაქაჩავდა, არ მეგონა.

ყვავამ ახალ მეთოდს მიაგნო – ფეხებგაშლილი ზის და ტელეფონი ყლეყვერისკენ აქვს მიშვერილი, ”ამბობენ გამოსხივება ზრდისო”. რა გამოყვერცხებულია, მამენტ…

თეონა იგვიანებს, მეოჯახე კაცი ღელავს. სად არის თეო?

კუსტბაზე არ აირს კუ
შავი ზღვა არის ლურჯი
ჩვენთან არ არის თეო
ორი ყლე მოწყენილია

(ლექსი ბაი მროველი, კომენტარი ”მოგიტყან რიტმის გრძნობა” – ბაი ყვავა)

მაგრამ უკვე აღარ ვართ მოწყენილები, შომ დარეკა, მოვდივარო. აეე, გადაგვიჯვია აბა! ყვავა ღვინის გადმოსაღებად არის შესული – კამპოტის პონტში ვწრუპოთო, ამის ჩათლახი… იმდენი მაინც დავლიოთ, რომ ტრასაზე ჩასვლა და იმ ხალხის ცნობა მოვახერხოთ.

ყვავა: დეგვენძრა ოფიციალურად. მესიჯი მოვიდა. ვაენნი ქალი გადაიდო. ბატ. და შესაბამისად პატ. მროველსაც რაღაც მესიჯი მოუვიდა ახლა, მგონი წუხელის ვიღაცას აგინა და ახლა :spy:  სმაილიკი მოვიდა მცირედი ტექსტუალური განმარტებით: ”მეტრეველი, შენ ხარ?”. ვერაფერს იტყვი, გადასარევია.

სამაგიეროდ დაიდება შო. ეგ ”ყლევი” ეგა. ხელწერაზე ვიცანით, ”სასისკის მოსახარში ტოჩკა იდება?”. ჩამოეთრიოს ერთი, მაგას მაინც ვუზამთ რამეს…

მოკლედ გავაჯვი მე, ღვინო ამოვიღე, ამან წეროს აქ…

მროველი: მარი-ვაკემ დამიმესიჯა. საუკუნეა არ მინახავს და ნეტა რა ეწყინა? ყველას რავა მე უნდა ვეფერო…

რამშტაინი არტ-სატანისტმა მერლინ მენსონმა შეცვალა. სატანიკოსები ვართ რა ბლიად :)

ხოდა წეღან იმას ვამბობდი, რომ ქალი ან ძალიან გაგახარებს, ან ძალიან გაგაბრაზებს. აგერ, თეომ როგორ გაგვახარა და მერე შეომვე მოგვიწამლა ხასიათი. ქალებს მართლა ვერ გაუგებ, არადა ქალის გარეშე ძნელია ბლიად, ძალიან ძნელი.

ყვავა: ტფუი, ბლიად, ძალიან ღრმად ჩავყავი შლანგი და ღვინოს ნალექი ამოყვა, მარა ისმევა მაინც. მაგარი ”შათლახი” ღვინოა ისე, კამპოტივით ისმევა და ბოლოში გირტყამს მარტო. მროველი გავიდა ახლა მომსახურების ზონიდან, დავრჩით მე და ძაღლი, მე კიბეზე ვზივარ ”მეოჯახე ყლესავით” და ძაღლი მერლინ მენსონს უსმენს.

შო რომ ჩამოეთრევა, დღეს არა და ხვალ სამწვადეს ვიყიდით და წყლის პირას ვიზამთ ”რამეს”. აქვე ეზოში თხილები შევამჩნიე, კაკრაზ საშამფურე მასალაა, იქვე ერთ შეკვრა წალამსაც მოვიპარავთ ეზოდან და… (მრავლისმთქმელი სამი წერტილი).

მროველი დამეკარგა მგონი. დაჟე მესიჯის დაწერა მოვასწარი ამდენ ხანში. არადა მე და მესიჯი… ბრრ… ხო კიდე, ბოლი მინდა, გადავრეკეთ დილით და ახლა ველოდებით. მინდა…

[ გაგრძელება იხილეთ მეორე ნაწილში ]

ვინ ვართ ჩვენ?


მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი სამუშაოს ამბავში და ჩახუტებაში გაკეთებული პირველი საცდელი სტატია. ცხადია ზეიმია.

ვინ ვართ ჩვენ?

”მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი”. გეცნობათ არა ეს ფრაზა? ის საკმაო ხნის წინ ითქვა, თუმცა აქტუალობას დღესაც არ კარგავს. იგი გვხვდება ყველგან, მას ცხვირში გვატენიან ყველა შესაძლებლობისთანავე, ის არის ჩვენი ცხოვრების და სახელმწიფოებრივი კურსის განმსაზღვრელი, ჩვენი ანი და ჰოე. მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე, ისიც მხოლოდ იმ ფურცელზე, რომელზეც ევროპის რუკა ხატია და მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში თავს იწონებს საქართველოს მთაგორიანი ნამცეცი. მაგრამ ვართ კი სინამდვილეში ევროპა? ან აზია? იქნებ სულაც აფრიკა ვართ? მთავარი ხომ გეოგრაფიული მდებარეობა არაა, მთავარია რას ფიქრობს ამაზე საზოგადოება.

საზოგადოების ფიქრის თუ არფიქრის საკითხი ფრიად საჩოთირო და საეჭვოა, რადგან ზოგჯერ ისეთ ფაქტებს გადააწყდება ადამიანი, რომ გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდება, როგორ შეიძლება მოაზროვნე და თავმოყვარე საზოგადოებამ ასეთი რამე დაუშვას. საკუთარი თავით არ აზროვნება და გაბატონებული რელიგიური კლასის ნაკარნახევი მსოფლმხედველობის გაზიარება ჩვენთვის არახალია, ასე რომ ამით ვერავის გაგაოცებთ.

სწორედ ასეთი ფონის გამოა ალბათ, რომ სულ მცირე გადახრაც კი სტანდარტული სტრიმიდან მაშინათვე ყურადღების ცენტრში ექცევა და კვირის, ზოგჯერ კი თვის ნიუსადაც კი იქცევა. ეს ეტყობა კარგად მოეხსენებათ ქართული ტელევიზიის პიარისტებსაც და აქართულებენ და აქართულებენ სხვადასხვა ევროპულ შოუებს იმის იმედად, რომ მისით გამოწვეული აჟიოტაჟი მათ საუკეთესო პიარად იმუშავებს და გადაცემებიც რეიტინგს აკრებს. რეიტინგი კი, მოგეხსენებათ, მამოძრავებელი ძალაა ყველანაირი მედიისა. ამ მხრივ გამონაკლისს არც ”ტელეიმედი” და მისი ახალი საეთერო ბადე წარმოადგენს, სადაც ამაყად იწონებენ თავს სხვადასხვა ფემინურ საწყისებზე დაფუძნებული შოუები, ”ნანუკას შოუთი” დაწყებული, სხვადასხვა დონის სიმართლეების გავლით და ”ღამე შორენასთან”-ით დამთავრებული. ეს უკანასკნელი, ჯერჯერობით, ყველაზე სკანდალური და პროვოკაციული შინაარსის შემცველია, რომლის ანკესსაც ადვილად უნდა წამოეგოს ნებისმიერი სქესის, ასაკის და მენტალობის ადამიანი – ის ხომ იმას ეხება, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში არ ქონია ერს, თუკი ერთ ძველ და ცნობილ გამონათქვამს დავუჯერებთ, რომელიც სექსის არარსებობას ამცნობდა მთელს მსოფლიოს ჩვენს სამშობლოში.

მაშასადამე, რა გამოდის? ვართ თუ არა ევროპა, თუნდაც იმიტომ, რომ რიგ თემებს როგორც იქნა აეხსნა ტაბუ, რიგი თემები ჩრდილიდან გამოვიდა და ჩვენც ნელ-ნელა ფეხს ვუწყობთ მსოფლიოს? მერე რა, რომ რელიგიური ექსტრემიზმი კვლავ ძლიერია, ჰომოფობია ყვავის და საზოგადოების უმეტესობაში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ორი მესამედი ითვლება სრულუფლებიან ქართველად? ეს ხომ ყველგან ხდება, თითქოს. მაშ მოდით, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ – ვინ ვართ და რა გვინდა?

მე – ჟურნალისტი


როგორ ამაყად ჟღერს არა? და ამავე დროს უცნაურად. ასეა თუ ისე, დღეიდან (ნუ მთლად დღეიდან არა) მეც გავყავი თავი ჟურნალიზმში, ანუ ფულზე გავიყიდე. ახლა წავა შეკვეთილი სტატიები და რაღაცეები :))) მოკლედ, ფასზე შევთანხმდებით როგორმე.

რა ჟურნალია და რაზე, ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. მანამდე კი მინდა გაჩვენოთ ჩემი ბლოგის პრომო სურათი. გადიდებისთვის დააჭირეთ.

vLog – Hello world


დღეს როგორც იქნა ნი2-ის გადაღებები, რომელიც აგერ უკვე კვირაზე მეტია რაც იგეგმება. იგეგმება რა, თავისით არაფერი არ ხდება, ვგეგმავთ ანუ. ნუ მოკლედ ამავე თემაზე მიდის ვლოგპოსტიც, რომელიც აგერ უკვე რამდენი ხანია არ ჩამიწერია.

წვერი რომ არ მიხდება, ვიცი…

p.s. ფონზე მუსიკა – Сурганова Светлана-Апрельская. კარგი სიმღერაა, მამენტ :)