Advertisements
Feeds:
ჩანაწერები

Posts Tagged ‘ბლოგროლი’


ალბათ ღლაპობაში ბევრს უწერია დღიური, განსაკუთრებით გოგოებს. ჟურნალიდან ამოჭრილი რიკი მარტინის თავები, ქუჩაში ნაპოვნი ”უსაყვარლესი” გამხმარი ფოთლები, ცრემლები და ყვავილები…

მივესალმები ამ მოვლენას. სხვა თუ არაფერი ემოციისგან იცლები და გარშემომყოფებს ნერვებს არ უშლი. მაგრამ მე ის მაინტერესებს, ინტერნეტში ამის გავრცელებას რა მუღამი აქვს? უფრო სწორად, ამ ყველაფრის კითხვას რა მუღამი აქვს…

ბლოგროლ.ჯი-ზე რანდომის ღილაკზე წკაპუნისას ნაპოვნი ერთი გულიკებიან-ყვავილიკებიანი და საყვარელ-ვარდისფერი ბლოგის სკრინი მინდა შემოგთავაზოთ და ზედა კითხვა გავიმეორო – რა მუღამს უჭერთ ასეთი რაღაცეების კითხვას?

(სურათი გრძელია, ამიტომ იხილეთ პოსტის შიგნით) (more…)

Advertisements

Read Full Post »


დაახლოებით ერთი კვირაა რაც მაწუხებს ეს საკითხი. განა იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს, ამ საკითხით ჩემი დაინტერესება არ აღემატება საშუალო სტატისტიკური ქართველის ინტერესს – რამდენი კრატერია მთვარეზე. უბრალოდ ეს კვირაა სტატიაზე ვმუშაობ, სადაც ერთ-ერთი მონაცემი უნდა იყოს ბლოგთა რაოდენობის შედარება საქართველოში და სხვა ქვეყნებში. არც ისე მნიშვნელოვანია ეს მონაცემი, მაგრამ საკმაოდ სასურველი. და ამდენი მონაცემის ტყუილად დაკარგვაც არ იქნება კარგი, რაც მოვიპოვე.

თითქოს ყველაფერი მარტივადაა – ვიკიპედია ჩვენი მეგობარია. შედიხარ მანდ, წერ სერჩში სიტყვა ”ბლოგები”-ს, ან მის ინგლისურ/ფრანგულ/კორეულ ანალოგს და შესაბამის ენაზე ეცნობი ყველა მონაცემს. შენც არ მომიკვდე. ბოლო მონაცემი არის 2007 წლის და ისიც საკმაოდ მიახლოებითი, ერთადერთი საიტის – ტექნორატის მონაცემებია, რომლის მიხედვითაც 2007 წელს 112 მილიონი ბლოგი იყო მსოფლიოში. კარგი ბატონო, მაშინ თუ იყო 112 მილიონი, საიდანღაც იგებ, რომ თვეში 100-150 ათასი ბლოგი ემატება ამ ყველაფერს და ყველაფერი კალკულატორის ამბავია. მაგრამ ასე მარტივადაც არ არის. ”the Blog Herald” -ზე ვიპოვე 2008 წლის დასაწყისის სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ამ რაოდენობას ემატება კიდევ 73 მილიონი ჩინური ბლოგი და ხუი ივო ზნაეტ რამდენი სხვა, არაინგლისურენოვანი. ასევე ისინიც, რომლებიც უბრალოდ არცერთ კატალოგში არაა დათვლილი. მოკლედ, დიდი პათოსით და მონდომებით არის მომიხილული მიმდინარე (2008 წლის ანუ) მდგომარეობა და დასკვნა გამოტანილი – არავინ იცის, რამდენი ბლოგია მსოფლიოში და დათვლასაც არ აპირებენ. ამ სტატიის წაკითხვისას ისეთი სურვილი გიჩნდება ადამიანს, რომ საერთოდ აიღო და წაშალო ბლოგი.

ეს ყველაფერი ხდება იქ, გაღმა ნაპირზე, სადაც ყველაფერი კატალოგებადაა დალაგებული და მოწესრიგებული. მაგრამ საიდან მოვიტანო სომხეთის, აზერბაიჯანის და ბალტიისპირეთის მონაცემები, რომელსაც საქართველოსთან შესადარებლად უფრო დიდი მნჳშვნელობა აქვს, ვიდრე თუნდაც ამერიკაში არსებულ 20 მილიონ ბლოგს? ეს ქვეყნები ჩვენნაირები არიან (დაახლოებით) ეკონომიკითაც, ზომითაც და ისტორიული წარსულითაც. კარგი ჩავთვალოთ, რომ  ბლოგკატალოგები, როგორიცაა მაგალითად ჩვენთან blogroll.ge, ასე თუ ისე საორიენტაციო წერტილია და ისინი, ვინც კატალოგში არაა დარეგისტრირებული, არც გადის ბლოგებში. ეს უკვე საკმაოდ უხეში დამრგვალებაა, რადგან თუნდაც საქართველოში, სადაც ამ მომენტისათვის ბლოგროლზე 468 ბლოგია დარეგისტრირებული, არსებობს კიდევ სრულიად გაურკვეველი  რაოდენობის ისეთი ბლოგი, რომელიც უბრალოდ არაა ამ კატალოგში მოხვედრილი.

მოკლედ რომ ვთქვათ, სად ვართ, ჩვენ თითონ არ ვიცით…

Read Full Post »

%d bloggers like this: