BEQA & NUCA – ალტერნატიული დასასრული


მოგეხსენებათ ალბათ, რომ ბროდჟეს ბლოგზე უკვე ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყნდება უგენიალურესი ნაწარმოები ”ბექა და ნუცა” (ლათინური დიდი ასოებით იწერება სათაური ოღონც). დღეს დაიდო მისი კანცოკა, რომელიც იმდენად გულისამრევია, რომ ”ნაწარმოების” მთელს მარილს კარგავს. ასე რომ მე მინდა შემოგთავაზოთ ალტერნატიული კანცოვკა. ვაგრძელებ ფრაზიდან: (ორიგინალი)
NUCAM DABNEULI TVALEBIT IKAS GAXEDA ROMELIC IGIMODA. NUCAMAC GAUGIMA MAS XOLO IKAM NUCAS ISETI RAM UTXRA RASAC TVITON AR ELODA
-ნუცა, შენ ალბათ ფიქრობ, რომ მე ყველაფერი დამავიწყდა? მამენტ მე ისეთი ყლე ვარ, გამორიცხულიც არაა, მაგრამ ბექა ჩემზე ყლეა, ასე რომ ის ახალწელს ამსიშორეზე მარტო შენს სანახავად არ ამოეხეტებოდა, ეჭვი მაქვს (არაბოზური) რომ ის მარტოც არ არის. ასე რომ შენ ჩადი და დრო გაიყვანე, ჩვენ კი მანამდე აქ მივხედავთ ყველაფერს – და ნა უდაჩუ ჩაზასა. საიდანღაც გაისმა ბაევიკურ კინოებში რომ რომანტიულ ადგილებზე მუსიკა ადევს, ისეთი. და ნუცა ჩავიდა…
იკამ იცოდა, რომ ბექასთან ხუმრობა შეიძლება ძვირად დაჯდომოდათ ყველას, მითუმეტეს ბექას მიზეზიც ჰქონდა იკაც და მთელი მათი სასტავიც წიწილებივით ამოეწყვიტა. ამიტომაც, დაიხურა თუ არა ნუცას ზურგს უკან კარი, მაშინვე განკარგულებების გაცემას შეუდგა.
-აბა ახლა, ბიჭებო და გოგოებო, ყველას დახმარება დამჭირდება. ეს მაგიდა ააყირავეთ და შუა ოთახში დადეთ. ყველანაირი ადვილადაალებადი ნივთი მოაშორეთ ფანჯრებს, შუშები ჩალეწეთ, თორემ შეიძლება ასკოლკებით დაიჭრათ, იარაღი პადვალშია, ორი კაცი ჩავიდა და ამოიტანა, ყველას დაურიგეთ ორ-ორი გრანატა, დროზე, დროზე, გაანძრიეთ ტრაკები, სამი წუთი გვაქვს ახალ წლამდე…

-შიგ ხომ არ აქვთ ამათ? – ჰკითხა გაოცებულმა ბექამ ნუცას, როდესაც მეორე სართულის ფანჯრებიდან შუშები ზრიალით წამოვიდა ქვემოთ და მას ”ადვილადაალებადი” ნივთიერებებიც გადმოყვა – რამდენიმე ბოთლი არაყი, შტრო და სამი ჭიქა ლამაზად მორთული კოქტეილი – რას აკეთებენ?
-არაფერს სიხარულო, არაფერს. შენი მეგობრები სად არიან, დაუძახე და ერთად შევხვდეთ ახალ წელს აქ, თოვლში – მზაკვრულად გაიღიმა ეშმაკმა ნუცამ და ბექას ზურგს უკნიდან იკას თვალი უყო (ჩემ თავს როგორ დავაჯვა ახლა :D ).
-მარტო ვარ ამოსული ნუციკო, მეგობრები თბილისში არიან. აი, 10 წამიც და… -ბექამ საათს დახედა.

-რას აკეთებს ამდენი ხანი? გაიგე სად არიან მაგის ყლე დრუჟკები და ამოდი ზემოთ – ნერვიულობდა ამასობაში იკა. დრო არ ითმენდა, ახალ წელს, როდესაც გარშემო სროლა ატყდებოდა, იყო ერთადერთი შანსი, რომ დაწყებული დაემთავრებინა.
-სერ (თუ სირ, კარგად არ მესმოდა და…), 12 ხდება, რა ვქნათ? – კითხა ფანჯარასთან გიგანტური სანტა კლაუსის უკან ჩასაფრებულმა ლიზიკომ იკას. და იკამ გადაწყვეტილება მიიღო (ფონი – გეროიჩესკი კინოებში რომ მუსიკაა, ისეთი).
-ცეცხლი – და თვალებზე ხელი აიფარა. მაგრამ არა იმიტომ, რომ მას არ უნდოდა დაენახა როგორ გაასხავდა ნუციკოს თავიდან ტვინი და როგორ აიზილებოდა მისი და ბექას ნაწლავები ერთმანეთში, აქედან ნასროლი RPG -ს სნარიადით, უბრალოდ მას არ უნდოდა თვალებში მტვერი შეყროდა, მერე ორი დღე დაწითლებული თვალებით უნდა ევლო და ხალხი რას იფიქრებდა?

გუდაური ახალ წელს ზეიმობდა…
ზი ენდ.

ბროდჟე-ამაოების ფესტივალი


რა არის ბროდჟე? ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება, როგორც კი პოსტის სათაურს შეხედავ. მართლაც, არც ერთ ნაცნობ სიტყვას და მითუმეტეს აზრიანს არ გავს. მაგრამ შემდგომ მიწერილი დამატება ”ამაოების ფესტივალი” ყველაფერს გვეუბნება… დიახ, დიახ, ეს არის ბლოგი, რამოდენიმე ხიჭვიანი და თავგასიებული პიროვნების, რომლებიც ჩავარდნენ რა მარაზმში, მას უკვე სახალხოდაც ქადაგებენ.

ბლოგის მისამართი რა თქმა უნდა ლოგიკურია http://brodge.wordpress.com . საკმაოდ სახალისო რაღაცეები იდება ზედ, სერიოზული სტილით დაწერილი. მაგალითისთვის მოვიყვან პატარა ციტატას:

მიუხედავად ჩვენ ჩრდილო მეზობელთან არც ისე დადებითი ურთიერთობისა (მაგათი დედაც მოვსტყან) , ჩვენს ყოველდღიურობაში ფართოდ გამოიყენება სიტყვა “იდინახუი” , ზოგიერთმა მორფოლოგმა შეიძლება გამაკრიტიკოს კიდეც სამი სიტყვის ერთ სიტყვაში მოქცევისთვის , მარა არამც და არამც იდინახუი ქართულად იყო და იქნება იდინახუი :yes:
ყოველდღიურობა ვახსენე და ვალდებული ვარ მაგალითებიც მოვიყვანო … მარტივია :

პოლიტიკური იდინახუი: გაერო , ნატო , მაყვალა… მსოფლიოს ქვეყნები გულზე ხელებს იბაგუნებდნენ საქართველოს გვერდში დავუდგებითო, საქმე საქმეზე მიდგა და…. იდინახუი  ;)

რუსული იდინახუი : მედვედევს სადაც პწიჩკა დაუსვეს ყველგან ხელი მოაწერა და ვალდებულება აიღო რო ჯარები გავიდოდნენ საქართველოდან , რეალურად …. იდინახუი ;)

ასე რომ მოინახულეთ ეს ბლოგი, ჩაამატეთ გამოწერებში ( გამოიწერე ბროდჟი ) და იხალისეთ. მანდვე შეგიძლიათ გაიგოთ რას ნიშნავს სინამდვილეში ეს იდუმალი სიტყვა ”ბროდჟე”, რა არის ამაოება და ასევე ბევრი სხვა ფენომენი. და ბოლოს, შეხსენების ჩახუტებაში, კიდევ ერთხელ მისამართი – http://brodge.wordpress.com