ომის ორი წლისთავზე და ჩემი ჩანაწერები


ორი წლის წინ ომი იყო. არც პირველი და არც ბოლო საქართველოს ისტორიაში, მაგრამ პირველი და იმედია ბოლო, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა. მას შემდეგ 2 წელი გავიდა, მაგრამ დიდად არაფერი შეცვლილა. თუმცა საინტერესო იქნება ალბათ იმის გახსენება, რაც მაშინ ხდებოდა. გთავაზობთ ჩემს ძველ ჩანაწერებს, რომლებიც ამ ომის დროს ჩავიჯღაბნე და მის შემდეგ დღეებში, სანამ ცხელი იყო, აღვადგინე და დავწერე. მაშ ასე:

და აქვე ამ ყველაფრის ფონზე დაწერილი გაბრაზებული პოსტი:

ასე იყო ეს ამბები. დღეს კიდევ გოშკას დაბადების დღეა, რომელსაც უკვე მეორე წელია მის გარეშე ვხვდებით. ეჰ…

პ.ს. ბონუსად – შარშანდელი 7 აგვისტო.

Advertisements

გვბომბავენ


კვლავაც მეორდება ის, რაც არაერთხელ მომხდარა უკვე – მარსიანელების ვერტმფრენები შემოდიან ჩვენთან, რუსულ ჭურვებს გვიყრიან და მიფრინავენ უკანვე, მარსზე. დიახაც, ზუსტად რომ მარსზე, აბა როგორ იფიქრეთ რომელიმემ, რომ ეს ყველაფერი რუსების ნაჩალიჩარია? თუმცა ამ ჯერზე მარტო ჭურვების ჩამოყრა არ გვაკმარეს, ერთი ჩვენი ვერტმფრენიც მიაყოლეს ზედ. ნუ, ცხადია, ეგეც თავისით ჩამოვარდა, გარე ჩარევის გარეშე, მფრინავს ჩაეძინა ან რამე მსგავსი…

ჩვენი რეაქცია… რეაქცია, როგორც ეგეთი, არ გვაქვს, მიჩვეულები ვართ მგონი უკვე, ერთია რომ ყაზარმულზე გადავედით და აეროპორტებს ვამზადებთ. საინტერესოა ისე, გონიათ თუ არა ამათ, რომ ხვალ კიდევ მოფრინდებიან მარსელები და ზუსტად მაგ დროს დავიჭერთ. ასეა თუ ისე ფაქტი ფაქტად რჩება, დაზარალებულები ჩვენ ვართ. იქნიე ახლა მუშტები და იყავი, იმ სამ დაღუპულ ოფიცერს არაფერი ეშველება.