Youtube Subscriptions


საიტი Youtube რომ პოპულარულია და ყველამ იცის, ამაზე უკვე ის ფაქტიც მიანიშნებს, რომ დედაჩემიც კი იქედან ამოღებული ვიდეოებით მელაპარაკება უკვე. თუმცა მან არ იცის იმ პატარა საიდუმლო ღილაკის დანიშნულება, რომელიც ძალიან საჭიროა ამ საიტზე – Subscribe ანუ არხის გამოწერა.

მინდა წარმოგიდგინოთ ის არხები, რომლებიც გამოწერილი მაქვს და თქვენც ამისკენ მოგიწოდოთ (წარმოდგენისკენ ანუ, გამოწერა ნებაყოფლობითია):

  • youtube-subscriptions თბილისი- ბრჭყალებში იმიტომაა, რომ ეს არხი არაა, ეს არის ტეგი, ამ ტეგით მომდის ის ვიდეოები, რომლებიც თბილისთანაა დაკავშირებული. მართალი რომ ვთქვა, ბევრი სულაც არ არის.
  • ანაკონდა – ეს არის ერთი ქართველი ვლოგერი, რომელიც იმყოფება გერმანიაში და საერთოდ, ჩემი მუზაა ვლოგინგის ამბავში.
  • ბივი88 – ჩემი ფარული საყვარელი, რომელსაც აგერ უკვე მეორე წელია უშედეგოდ შევტრფი, მაგრამ ის ნორვეგიაშია და მე აქ. არც ნორვეგიული ვიცი, სამაგიეროდ სასაცილო პაროდიული ვიდეოები აქვს სხვადასხვა სიმღერებზე.
  • კოლეჯიუმორი – ჩემი ფავორიტი. უძლიერესი და უსასტიკესი იუმორია, ეს არ არის ერთი ადამიანი, ეს არის ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომელიც აკეთებს კარგ ამერიკულ იუმორს.
  • დვორსკი, ენდოფზივორლდი და ფელერფანტასტიკა – ამათგან საუკუნეა არ მომსვლია არცერთი ვიდეო, ასე რომ არ ვიცი რას აკეთებენ და რას მოითხოვენ :)
  • ინდიმოგული – ინდი ფილმმეიკერის სამაგიდო წიგნი, უფრო სწორად არხი. სტუდია, რომელიც აწარმოებს უბიუჯეტო ფილმებს და რაც მთავარია გვასწავლის, როგორ უნდა ვქნათ ეს. ძირითადად ორიენტირებულია რეალურ და იაფ ეფექტებზე. მასტ სი.
  • ჯოუი და დევიდი – კოლეჯხუმორის ჯგუფის წევრები. შესაბამისად ზემოთხსენებული იუმორის მოყვარულებს არ გაწყენდათ ეს არხი.
  • მონდომედია – ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სადისტური მულტფილმის ”Happy tree friends”-ის მწარმოებელი სტუდია. თუკი ერთი სერია მაინც გაქვთ ნანახი ამ მულტფილმის, ამ არხის არგამოწერა არის დანაშაული და ისჯება უსასტიკესად. მეთოდები შეგიძლიათ მულტფილმის სერიებში იხილოთ.
  • როკეტბუმი – ინტერნეტმემეების, რანდომ ინტერნეტ ამბების და მსგავსი რაღაცეების საბადო. დაახლოებით ისეთივე ვიდეოების საწარმო კანტორა, როგორ პოსტსაც ახლა კითხულობთ.
  • სეტკომედი – ეს ახალი გამოწერილი მაქვს, მაგრამ კარგი რაღაც ჩანს, ”Family guy”-ს მსგავსი მინიანიმაციური შოუებია, მგონი იგივე ადამიანია, ვინც ზემოთხსენებულ ფემილი გაის აწარმოებს.
  • დანარჩენები (ლიშტოტა და სხვები) – არააქტიური მწარმოებლები, რომლებიც ძირითადად პირადი სახის და ”ნახეთ ეს ბიჭი რა მაგრად წაიქცა” ტიპის ვიდეოებს დებენ, თუმცა თავისი დაბალი სიხშირის გამო ხელს არ მიშლიან და არ ვშლი გამოწერებიდან.

ესეც ასე. კარგი იქნება, თუკი თქვენც დააშეარებთ საკუთარ გამოწერებს, იქნებ რამე კარგი იპოვოს ვინმემ.

Advertisements

Crow Pictures – Blog


როდესაც კოლუმბია პიქჩერზი დაარსდა, მაშინ არ არსებობდა ინტერნეტი და შესაბამისად არ იყო საშუალება ბლოგის წარმოებისა. გავიდა დრო და ახლა ჩვენ გვაქვს მრავალი ლამაზი და მოსახერხებელი ინსტრუმენტი, რათა შევქმნათ ონლაინ ბლოგები, თანაც არაერთი, არამედ… არამედ ბევრი, იმდენი რამდენიც გულს გაეხარდება.

ასეა თუ ისეა, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი ბლოგი, რიგით მეათე ჩემს მიერ წარმოებული ბლოგების სიაში (მაინც წამომცდა  ). ეს არის სამოყვარულო სტუდიის ”Crow Pictures” -ის ონლაინ დღიური. არაფერი ისეთი, განსაკუთრებული, ჯასთ ენაზერ ვორდპრეს ბლოგ, როგორც იტყოდა თავად ვორდპრესი, ქართულად კი უბრალოდ ნიუსები იქნება, ახალი ფილმები, ან უბრალოდ გაერთობა კაცი რა. და რაოდენ გასაოცარია, რომ მისი მისამართი ასე ემთხვევა მისსავე სახელს, პირდაპირ გაოცებას ვარ მიცემული. და ეს მისამართია CrowPictures.Wordpress.com .

ძალიან კარგი, გადასარევი, პრეზენტაცია შედგა, ველქამ თუ აურ ბლოგ, ასე ვთქვათ, შემოიარეთ ხოლმე და დატკბით, ან თუ შემოვლა დაგეზარებათ, უბრალოდ გამოიწერეთ ბლოგი და ნიუსები ავტომატურად მოგივათ RSS  რიდერზე. გამოსაწერი ლინკი აგერაა: http://crowpictures.wordpress.com/feed უბრალოდ დააჭირეთ და ეგაა.

მოკლედ, გელით რა )