მე ომში (პირველი ნაწილი)


ნაწილები: [მეორე] [მესამე] [მეოთხე] [მეხუთე]

რვა აგვისტოს წავედი კომისარიატის გაწვევით და ათ აგვისტოს დავბრუნდი სახლში, სამი დღე და ორი ღამე დავდიოდი აღმა-დაღმა და ჩორტ ზნაეტ რას ვაკეთებდი. ბლოკნოტი კი მქონდა თან წაღებული, მაგრამ საწერად არ მეცალა, მხოლოდ მესამე დღის ბოლოს მოვახერხე რაღაცეების ჩაჯღაბნა შიგნით, ახლა წინ მიდევს და ვცდილობ დეტალურად გავიხსენო რა და როგორ მოხდა.

”მესამე დღეა იარაღი მაქვს ასხმული და აღმა-დაღმა დავდივართ. ახლა ქარელის ახლოს ტყეში ვართ ”გამაგრებული” ორმოცდაათიოდე კაცი და ველოდებით. ორმოცდაათივე რეზერვისტია, ერთი პოლკოვნიკი გვყავს და ერთი კაპიტანი, მაგარი როჟაა ეს კაპიტანი, თემური გაბისონია, რომ შეხედავ, რემბოს გავს ქცევითაც და ვიდზეც, დიდ ლიფჩიკში ათასი ხარახურა აქვს ჩალაგებული, თან ყველა აუცილებლად საჭირო. სამი დღის განმავლობაში პირველად გავიხადე ხებე, ბატინკებზეც შნუროკები მოვიშვი და ჩემს ჭუჭყიან წინდებს დღის სინათლე ვაჩვენე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს კვირაზე მეტია აქ ვართ…”

ეს არის ბოლო, რასაც ჩვენ წამოსვლის წინ ვაკეთებდით, მერე მოგვცეს კამანდა უკანდახევის შესახებ (რაც იქ ვიყავით სხვა კამანდა არც გამიგია, სულ უკან ვიხევდით) და გამოვემართეთ მარშირებული სვლით თბილისისკენ.

ყველაფერი რვა აგვისტოს დაიწყო, გამთენიისას, როცა ტელევიზორს ვიყავი მიმჯდარი და ყოველი სნარიადის ფრენას თვალს ვადევნებდი, ტელეფონმა დარეკა. უცნაური ხმის მქონე ქალმა მაუწყა კომისარიატში გამოცხადდიო და ტელეფონით ხელში გაღიმებული დამტოვა.

…დღის  ორი საათია, კომისარიატის წინ ვდგავარ, რიგია უზარმაზარი, ეწერება ხალხი. ვიღაც ბიჭი იხვეწებოდა წეღან, მოხალისედ ჩამწერეთ, აფხაზეთში ვარ ნაომარიო, ჩაწერეს და ასე უთხრეს – საჭირო რომ იქნები, გეტყვითო. მოიშორეს თავიდან და ისიც კმაყოფილი წავიდა. ბევრი იყო მოხალისე და უფრო მეტი რეზერვისტი. საყევარა და პირველი ვნახე, შევაღწიეთ როგორც იქნა შიგნით, ჩავეწერეთ და ახლა ქალაქში დარჩენილ ლუდის მარაგს ვითვისებთ. ვინ იცის, მოგვიწევს კიდევ დალევა? რამდენიმე ავტობუსი დგას, ამბობენ ვაზიანში მივყავართო. ერთმა უკვე გაგვასწრო და ახლა მეორეს გავსებას ველოდებით. იწყება…

ვაზიანის ბაზა. გამოტენილია აქაურობა ხალხით. სანამ ჩვენ ჩამოვიდოდით ერთი ბომბი ჩამოუგდიათ თვითმფრინავიდან რუსებს ცოტა მოშორებით და ნახევარი ხალხი თაგვის ცუილივით გამქრალა. მივაგენით როგორც იქნა ჩვენი ბატალიონის საწყობს, ცოტა ვიჩხრიკეთ ჩანთების გროვებში და ბოლოს ვიღაცეების ზმანებში გავიჩითეთ. სამაგიეროდ იარაღი ჩემი მაქვს, ბოლო გაწვევისას დიდი მონდომებით გაწმენდილი და დაზეთილი. ამის იმედი უნდა მქონდეს ალბათ…

ხვალ რეზერვში მივდივარ – სერია 2


დავიწყოთ იმით, რომ ამათი უთავბოლო და უპასუხისმგებლო კარგიც მოვტყან, ამათი ანუ რეზერვის საქმეებს რომ აგვარებს მექანიზმი, მაგათი. ჯერ პირველ გაწვევაზე რამდენი მაწვალეს, ლამის დეზერტირობა ამკიდეს იმის გამო, რომ მე თვითონ არ მივედი და არ ვიკითხე – შემთხვევით ჩემი წაყვანა ხომ არ გინდათ რეზერვშიო. ახლაც ასე მოხდა, დღეს დავრეკე კომისარიატში და აღმოჩნდა, რომ 26-ში, ანუ ფაქტიურად უკვე ხვალ, დილის 9 საათზე უნდა გამოვცხადდე ლოკომოტივის სტადიონთან, არასრული საბრძოლო აღჭურვილობით და ჰაიდა, რეზერვში…

ბლიად რა :-) მოკლედ, ხვალ რეზერვში მივდივარ, 8 დღით, შო ვნახე დღეს და ასე მითხრა ყვერობა იყოო, ვნახოთ აბა რა იქნება…

აბა ჰე, ვემსახურები საქართველოს.

ეს წინა პახოდიდან…