Immortal Drunkards-ცანგალა და გოგონა (კლიპი)


პატივცემულო საზოგადოებავ!

მოგეხსენებათ ალბათ, რომ აგერ უკვე ორიოდე კვირაა, რაც ჩემი აპარტამენტებიდან არ მაქვს ინტერნეტ რესურსებზე წვდომა, რასაც მართალი რომ ვთქვა ძალიან განვიცდიდი საწყის პერიოდში, მაგრამ ახლა ნელ–ნელა ვიკიდებ. აქვე აღმოვაჩინე, რომ ამ მოვლენას თავისი პლიუსებიც გააჩნია, რომელთანან ერთ–ერთიც მინდა წარმოგიდგინოთ.

აგერ უკვე სამიოდე წელია, რაც ჯგუფი “იმორტალ დრანკარდსი” ეწევა შემოქმედებას. თავიდან ეს ვიყავით მე და გეგა, შემდეგ კი ყველაფერს მიეცა ერთი მსახიობის თეატრის სახე – მე და სხვები, ანუ თითო სიმღერაში თითო მოწვეული ადამიანი. ერთი საერთო იდეური ხაზი, რაც შეიძლება ასე თუ ისე ჩანდეს არის ის, რომ გეგა და მროველი მაინც შეიძლება ჯგუფის ბირთვის ნაწილად ჩაითვალოს.

ჩვენი შემოქმედების ადრეულ პერიოდში, შორეულ 2007 წელს ჩვენ შევქმენით ჩვენი ერთ–ერთი პირველი ნაწარმოები – “ცანგალა და გოგონა”, რომელიც მართალი რომ ვთქვა, დიდად არაა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ასევე არ გეცოდინებათ თქვენ ისიც, რომ ამ ორიოდე წლის წინ ამ სიმღერის კლიპის გადაღებაც დავიწყეთ, მაგრამ უთავობისა და გამო ვეღარ მოვაბით თავი მის დამთავრებას.

და აი ახლა, როდესაც ინტერნეტის გარეშე დავრჩი ხანგრძლივი დროით, მოვაბი როგორც იქნა თავი ამ ყველაფერს, სიმღერის ე.წ. რემასტერიც გავაკეთე, ანუ ახალი ჟღერადობა შევძინე და კლიპიც დავამთავრე. ალბათ უკვე მიხვდებოდით, რომ ზუსტად ამ კლიპის წარმოდგენა მინდა ახლა თქვენთვის. იგი გადაღებულია სამოყვარულო კამერით, მასში მონაწილე მსახიობები არ არიან პროფესიონალები, თუმცა ყველაფერი გულით არის გაკეთებული, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დამეხმარა ამაში: მროველს და აპოკალიფსს იმისთვის, რომ კამერები მათხოვეს, მსახიობებს, რომელთა გარეშეც არაფერი გამოვიდოდა და ბოლოს საკუთარ თავს, რომელმაც ჩაწერა, გადაიღო და დაამონტაჟა კლიპი.

ახლა კი ვიდეო:

Advertisements

Facebook


გადავყევი ამ ფეისბუკს. გადავყევი რა, არც ტაძარი ამიგია მისთვის და არც ფანკლუბი შემიქმნია, მაგრამ ფაქტია, რომ გადავყევი. მან ჩაანაცვლა ჩემთვის ბლოგიც, მესენჯერებიც და ნაწილობრივ ფორუმიც. ამაზე ვიღაც წერდა უკვე, რომ მალე ასე მოხდებაო და ბლოგები ჩაიძირებაო და ა.შ., მაგრამ ახლა ჩემს თავზე ვიგრძენი ყველაფერი.

საქმე იმაშია, რომ ფეისბუკზე რამდენიმესიტყვიან სტატუსებში შენი ყოველსაათობრივი გრძნობის გამოხატვა უფრო ადვილია, ვიდრე ამ ყველაფრის დაგროვება და მერე დღის ბოლოს ერთ დიდ პოსტში დაწერა, რაც ახასიათებს ბლოგზე წერას. ხოლო ის ვარიანტი, რომ იგივე ყოფელსაათობრივი ე.წ. სტატუსები ბლოგზე პოსტო, იმდენად აფსურდულია, რომ განხილვასაც არ ექვემდებარება.

იგივე ეხება სხვადასხვა ლინკების თუ ვიდეოების დაშეარებას. მამენტ აქ მთლად მართალიც არ ვარ, თავისუფლად შეიძლება ფავორიტი ვიდეოების გადმობლოგვა, ისევე როგორც სხვა რამეებისა, მაგრამ რაღაცნაირად უსიამოვნო გრძნობა მიჩნდება ხოლმე, როდესაც რაღაც არასაკუთარ ვიდეოს ვდებ ბლოგზე, თითქოს რაღაც ვარეზნიკად ვგრძნობ ხოლმე თავს, რაღაც ხლამს რომ პოსტავს ხოლმე დღეში 900 ცალს.

ესეც შენი მორიგი დილემა – კარგად ვწეროთ და იშვიათად, თუ ხლამი და ხშირად? Решать вам.

ქართული ჟურნალისტიკა


აქა პაროდია ქართულ პოლიტიკასა და ქართულ ჟურნალიზმზე. არცერთი არ უქნია ღმერთს, მაგრამ პოლიტიკა ვგონებ მაინც უჯოკრავს. ბევრი რომ არ გავაჯანჯლოთ, ჩავრთოთ ფირი:

YouTube:

Link: http://www.youtube.com/watch?v=M4p_A1_GhNM

პროლეტარებო ყველა ქვეყნისა…


დილაა… მთელი ღამის უძინარი ვზივარ და ვფიქრობ იმაზე,  რატომ ვარ მთელი ღამის უძინარი და რას მოვითხოვ ამით სამყაროსგან. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა აღმოჩნდა, რომ უძინარი უსაქმურობის გამო ვარ, თუნდაც იმის გამო, რომ ხვალ დილით არსად ვარ წასასვლელი, არც სამუშაო, არც რამე საგანმანათლებლო დაწესებულება… ერთის მხრივ კარგია ეს, მაგრამ მოსაბეზრებელი. თუმცა რეალური იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება.

ჩემს ღამით ჯდომას ერთი პლიუსი მაინც აქვს, მუზები შემომაწვა და ”ღმერთების დღიურები” განვაახლე პოსტით ”მეორედ მოსვლა”. შეგიძლიათ გადახვიდეთ და დატკბეთ.

მანამდე კი მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი ვლოგი, იგივე ვიდეო პოსტი, სადაც აღწერილია ჩვენი (ვინც ვიდეოში ვართ) ბოლო ვიქენდი, ე.წ. შაფათკვირა. შაფათკვირა პავლიკთან გავატარეთ, რემონტის გაკეთებაში ვეხმარებოდით, ასე თუ ისე, ანუ კიდევ ერთი პროფესიის საწყისები შემიძლია ჩავიწერო აქტივში.

ახლა კი ნახეთ ვიდეო, მე კი დავიძინებ:

link: http://vimeo.com/3834136

ბერიას ახალი წელი


მინდა შემოგთავაზოთ ჩვენი ახალი ნაშრომი, რომელიც ეძღვნება ახალ წელს. სიმღერას ქვია ზუსტად ისე, როგრც ამ პოსტს – ”ბერიას ახალი წელი”. ფონოგრამა ჩვენია (იმორტალ დრანკარდსის), ყველა საავტორო უფლება დაცულია და დარღვევების თავზეც გავიარე.

Warning!!! სიმღერაში გამოყენებულია უცენზურო ლირიკა და მოსმენა არაა რეკომენდებული 18 წლამდე.

ახლა კი საქმე…ანუ ტექსტი:

ბერიას ახალი წელი

[ აქ გეგას ტექსტი ]

საჩუქრები მოგიტანეთ მეც თქვენ სუყველას
დაჭყლეტილი პინოქიო, მკვდარი ჯორცხენა
სანტაკლაუსის თვალები, ელფის ყურები
და ნახმარი სნეგუროჩკა, დატკბით ყურებით

მის:
მე ვარ ლავრენტი, მე ვარ ბერია,
მე ვარ რისხვა და არ მყავს ბებია,
მე ვარ სიზმარი, ჩუმი და ბნელი
დაგესიზმრები, მომეცი ხელი

[ აქაც ]

სნეგუროჩკა მთვრალია და შენთან მოვიდა,
მკვდარი ბავშვების სიმღერა მესმის შორიდან
ახალი წელი მოვიდა, იწვის ნაძვის ხე
ფეჩზე დამრჩა, გადმოვიდა, მგონი ჩიტის რძე

და ა.შ.

გავითვალისწინეთ ის ფაქტი, რომ სიმღერის გადმოწერა საერთოდ ყველას ეზარება, ამიტომ გთავაზობთ პირდაპირ ლინკს, YouTube-დან. უბრალოდ, დააჭირეთ და მოუსმინეთ:

რაღა თქმა უნდა ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=1Gd5Nadh2-Q

”იცით თუ არა რომ” – კონგოსთან ერთად


“იცით თუ არა რომ, კონგოსთან ერთად” არის შოუ, კომედი შოუ… არა, კომედი შოუ იმდენად არ არის, რამდენადაც ეს არის Thrash შოუ! სრული ქაოსი, ანარქია და არაფრისმომცემი ნიუსები.. მაგრამ ამ ნიუსებს მიღმა რაღაც არის, კარგად დააკვირდით მას და იქნებ თქვენც ეზიაროთ ჭეშმარიტებას.

ეს არის ამ შოუს რიგით მე-6 ეპიზოდი, სახელად ”კონგო ჩამოვიდა გერმანიიდან”. დანარჩენი ეპიზოდები ნელ-ნელა, პუბლიკის მოთხოვნის მიხედვით დაემატება. დაემატება რა, თავისით კი არ დაემატება, დავამატებ :D

მონაწილეები – გეგა, ანტონა პაპა, ლავმენა, მე, ირინა და კონგო. მონტაჟი ჩემი, მუსიკა მოცარტის.

Crow Pictures © 2007
ყველა საავტორო უფლება დაცულია

ღრიალი


დღეს ჩემთან ვიღრიალეთ… უბრალოდ ფოტოები, გადაღების დროის მიხედვით დალაგებული:

თავიდან ვიყავით ჩვენ ორნი…

ისევ…

დააჭირე ”მორე”-ს და სხვა სურათებიც არის… თან ბეევრი, ბეევრი…

Continue reading “ღრიალი”