Facebook


გადავყევი ამ ფეისბუკს. გადავყევი რა, არც ტაძარი ამიგია მისთვის და არც ფანკლუბი შემიქმნია, მაგრამ ფაქტია, რომ გადავყევი. მან ჩაანაცვლა ჩემთვის ბლოგიც, მესენჯერებიც და ნაწილობრივ ფორუმიც. ამაზე ვიღაც წერდა უკვე, რომ მალე ასე მოხდებაო და ბლოგები ჩაიძირებაო და ა.შ., მაგრამ ახლა ჩემს თავზე ვიგრძენი ყველაფერი.

საქმე იმაშია, რომ ფეისბუკზე რამდენიმესიტყვიან სტატუსებში შენი ყოველსაათობრივი გრძნობის გამოხატვა უფრო ადვილია, ვიდრე ამ ყველაფრის დაგროვება და მერე დღის ბოლოს ერთ დიდ პოსტში დაწერა, რაც ახასიათებს ბლოგზე წერას. ხოლო ის ვარიანტი, რომ იგივე ყოფელსაათობრივი ე.წ. სტატუსები ბლოგზე პოსტო, იმდენად აფსურდულია, რომ განხილვასაც არ ექვემდებარება.

იგივე ეხება სხვადასხვა ლინკების თუ ვიდეოების დაშეარებას. მამენტ აქ მთლად მართალიც არ ვარ, თავისუფლად შეიძლება ფავორიტი ვიდეოების გადმობლოგვა, ისევე როგორც სხვა რამეებისა, მაგრამ რაღაცნაირად უსიამოვნო გრძნობა მიჩნდება ხოლმე, როდესაც რაღაც არასაკუთარ ვიდეოს ვდებ ბლოგზე, თითქოს რაღაც ვარეზნიკად ვგრძნობ ხოლმე თავს, რაღაც ხლამს რომ პოსტავს ხოლმე დღეში 900 ცალს.

ესეც შენი მორიგი დილემა – კარგად ვწეროთ და იშვიათად, თუ ხლამი და ხშირად? Решать вам.

08.08.08


გახსოვთ ალბათ, რომ ვამბობდი ამას წინათ, ან თუ არ გახსოვთ გაგახსენებთ – ამ რამდენიმე ხნის წინ შემხვდა ჩემი თანამებრძოლი (შეიძლება ასეც ითქვას) რომელმაც მომცა შარშანდელი 8 აგვისტოს სურათები. ძალიან გამეხარდა, რადგან მაგ დროის არც ერთი სურათი არ მაქვს. მართალია მე არცერთში არ ვარ, მაგრამ მაინც მინდა გაჩვენოთ, მცირედი კომენტარებით:

ვაზიანის ბაზა, 7 აგვისტო
ვაზიანის ბაზა, 7 აგვისტო

განაგრძეთ კითხვა: Continue reading “08.08.08”

კვლავ დაღმართისკენ მივდივართ


დაიწყო ისევ და ისევ კლოუნადა, ”მილიონამდე აღშფოთებულის” შეკრება რუსთაველზე, ”წადი, წადი”-ს სკანდირება და სუკისგან მიღებული ფულების მიზნობრივი ხარჯვა. არის ხალხი, ვისაც ამ კლოუნების სჯერა, არის ვისაც არ სჯერა, მაგრამ მაინც მხარს უჭერს, იმიტომ რომ ”სხვა გზა არ არის”. ასეა თუ ისე, ქვეყნის სიმძიმის ცენტრმა გადაიწია გვერდზე და დაქანდა. მე იმის მეშინია დაქანებამ იმხელა სახე არ მიიღოს, რომ გადავყირავდეთ.

მართლაც, გადაყირავების საშიშროების წინაშე დგას საქართველოს რესპუბლიკა და მიზეზი ისეთივეა, როგორიც იყო მთელი ჩვენი გრძელი ისტორიის მანძილზე – გარე მტრის მიერ გადაბირებული ვაი ქართველების ღალატი. ეს ყველაფერი, რაც რუსთაველზე ხდება ბოლო ორი წელია, არის ღალატი და მტრის წისქვილზე წყლის დასხმა. ნუ მტერი რომ დედამოტყნული რუსეთია, ამას მგონი შეხსენება არ ჭირდება, ისევე როგორც არ ჭირდება შეხსენება ყველასთვის ცნობილი ლიდერების მტერთან ურთიერთობის ფაქტებს. თუმცა როგორც ვატყობ იმდენად მცირე მეხსიერება აქვს ქართველობას, რომ არ ახსოვს თუნდაც შარშანდელი ამბები, თუნდაც 91-92 წლის ამბები და იგივე შეცდომას იმეორებს და თან უფრო მეტი მონდომებით, რაზეც უკვე ხუი ივო ზნაეტ რამდენჯერ წაიმტვრია ცხვირი. ვირი რომ ვირია, ისიც კი იმახსოვრებს გზას, სადაც ერთხელ ტალახში ჩაყო ფეხი და მეორედ იქ არ დადის და ჩვენ რა ჭირი გვჭირს ასეთი.

მოკლედ, როგორც ვატყობ ჩვენი საშველი არ არის,  ამას ვამბობდი მე ჯერ კიდევ ეროვნულ ჩმორიზმში და ალბათ კიდევ ბევრჯერ მომიწევს გამეორება. თუმცა გამეორება რომ საქმეს შველოდეს ამდენი ხალხი არ იდგებოდა ახლა რუსთაველზე ნათელაშვილის და წვერებიანის მხარდასაჭერად.

ეროვნული ჩმორიზმი


ვგონებ ამ იდეამ ახლა გაცილებით მეტი აქტუალობა შეიძინა, ვიდრე თავის დროზე. მაშინ ამდენი გამყიდველი მაინც არ ჩანდა ასე ცხადად. Warning: ტექსტი შეიცავს დიდი ოდენობით უცენზურო ლექსიკას.

აქვე ბმული თემაზე: ”მე ომში”

Continue reading “ეროვნული ჩმორიზმი”

მიდიან ბოზები!


წუხელი მძიმე ღამე მქონდა, დილით საკმაოდ მწვავე პახმელიაზე გამეღვიძა, რაღა თქმა უნდა ტანსაცმლიანად მეძინა, როგორც ასეთ შემთხვევებში ძირითადად ხდება ხოლმე. წამოვდექი, გავიზმორე და ზანტი კატის მოძრაობით ტელევიზორის წინ გადავწექი. გამომდინარე იქედან, რომ მძიმე არამარტო ღამე მქონდა, გუშინაც მთელი დღე არაფერი გამიგია ნიუსები. ჩავრთე ტელიკი, ცოტა ხანი გონკებს ვუყურე, ვატრიალე არხები, ვატრიალე და თან ყოველ დაჭერაზე უფრო და უფრო აღტაცებული ვიყავი იმ ადამიანით, რომელმაც პულტიანი ტელევიზორი გამოიგონა და საშუალება მომცა წამოგორებულს მეღლაბუცა არხიდან არხზე.

და აი დაიწყო კურიერი… პირველივე ნიუსი ზედ მეჯახა – რუსები გადიანო. ვახ… ზნაჩიტ რაღაცა არსებობს… მაგრამ ეგენი ყველაფერს რომ დაჯმულს და დანაღმულს დატოვებენ, ამას ალბათ ყველა ხვდება. ასეა თუ ისეა, მიდის ომი ნელ-ნელა ბოლოსკენ, აი გეს.

ცხინვალი თუ სახლი? (მეხუთე ნაწილი)


ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მესამე] [მეოთხე]

საღამოვდება. ექვსი საათიდან, მაღვიძარის სიზუსტით ბაყაბუყი ისმის გორის მხრიდან. ჩვენებიც ისვრიან, თანაბარ ზალპებზე ეტყობა. ალბათ დადუღებულია იქაურობა, ძალიანაც კარგი. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ თითო პატარა ავტობუსი გამოდის ჩვენთან და რამდენიც ეტევა და რამდენიც არ ეტევა, ყველა მიყავს, როგორც ამბობენ აგარაში. რა ხდება აგარაში ხუი ივო ზნაეტ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენც უნდა წავიდეთ. რაღაც თეთრი მარშუტკა აჩერებს და ვიღაც კაცი შეწუხებული სახით კითხულობს ”ჩემი ბიჭი ხომ არ გინახავთო”, რა უნდა უთხრა? საბოლოოდ ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩვენ ამ მარშუტკაში ვართ ჩაწყობილები ორ სართულად და აგარაში მივდივართ.

რაღაც ბენზოკალონკის გარშემოა ხალხი შეკრებული, ცოტა მოშორებით ავტობუსებიც ჩანს და რაც მთავარია, გადასახვევის პირას ავბედითი და სულისშემძვრელი წარწერა ”ცხინვალი 50”. ნამდვილად ვერაა კარგი ამბავი ახლა თუ ჩვენ ცხინვალში წაგვიყვანეს, თან ისეთი პონტიცაა, აქამდე მოვედით და ახლა ბოლო მომენტიდან სახლში წასვლაც… ჩვენი წარგზავნილი წარმომადგენელი ფრიად დამწუხრებული სახით დაბრუნდა უკან და გვამცნო – ვისაც უნდა ცხინვალში წავა და ვისაც არა და ჩააბარებს იარაღს და სახლისკენო. აი მანდ დამენძრა…

ბავშვობიდან მეშინოდა სიკვდილის, უფრო სწორად ასე მეგონა, რომ მეშინოდა, მერე ცოტა რომ გავიზარდე და დაფიქრების უნარი შევიძინე, აღმოვაჩინე, რომ სინამდვილეში ის, რისიც ადრე მეშინოდა, სხვა არაფერი იყო თუ არა გაქრობის შიში, უკვალოდ გაქრობის. და იქ, აგარის გადასახვევთან კიდევ ერთხელ ძალიან მწვავედ ვიგრძენი ეს შიში, არ მინდოდა უკვალოდ გაქრობა. დაახლოებით ნახევარი საათი ვიჯექი ამოყრილ ტანსაცმელთან და დავყურებდი ზემოდან. ჩავიცვა ეს და წავიდე სახლში ასე მშვიდად და აუღელვებლად და დაველოდო, როდის მომაკითხავენ თუ გავაკეთო კიდევ ერთი სისულელე, დავიკიდო ყველა და ყველაფერი და წავიდე გაურკვევლობაში? ბიჭებს ავხედე, რომლებიც იდგნენ ასევე შუაში გაჩხერილები და უხერხულად იღიმებოდნენ, მერე შარვალი გაუბედავად ავიღე და ჩანთაში ჩავტენე…

ღამე ვიღაცის ეზოში გავატარეთ, კბილების კაწკაწში და შორიდან მომავალი გრუხუნის ფონზე. მთელი ღამის განმავლობაში გვიბერავდა გამყინავი ქარი, რომელიც ყველაფერში ატანდა და ჩვენც, რომ არ გავყინულიყავით, ტელეფონის და გვერდზე ჩავლილ-ამოვლილი კამაზების შუქზე ვთბებოდით. კამაზები და პიკაპები კი ბევრი დადიოდა, ზოგი ზევით, ზოგი ქვევით, მოგვაშუქებდნენ პროჟექტორებს, ძლივს ჩაძინებულებს გამოგვაფხიზლებდნენ და იკარგებოდნენ. შესანიშნავი სვეტამუზიკაა, შორიდან გრუხუნი და აქვე პროჟექტორები. ქარი მაინც არ იყოს… დაახლოებით 4 საათისთვის ვიღაცეების ყვირილმა წამოგვყარა. გზაზე აშკარად რაღაც ხდებოდა. უფრო და უფრო მეტი ავტობუსები, მსუბუქი და სატვირთო მანქანები მოძრაობდნენ და რაც ყველაზე უცნაური იყო, უკვე მხოლოდ ერთი მიმართულებით – ქვემოთ. მთელი გადმოსახვევი უცნაურ ქაოსს მოეცვა, ხალხი მორბოდა, მირბოდა, იარაღებს აქნევდა და რაც მთავარია სხვადასხვა ცნობებს ავრცელებდა, რომელთა აზრიც საბოლოოდ ერთი გამოდიოდა – უკან ვიხევთ, ჩვენები გამოდიან, ჩავიჯვით და ა.შ. ერთი ცრუ განგაშის მერე ლეიტენანტმა რემბომ ისევ ეზოში შეგვყარა და დაგვაიმედა, დაწყნარდება აქაურობა და ჩვენც წავალთო. ჩვენც მეტი რა დაგვრჩენოდა, უფრო თბილად მოვეწყვეთ დასაძინებლად, მაგრამ არ დაგვცალდა. ამჯერად უკვე ნამდვილი განგაში იყო, ყველაფერი მოვხიკეთ რაც გვქონდა, ტყვიების სავსე და ნახევრადცარიელი ცინკები, ”ცხინვალში ლაშქრობის” წინ პიკაპებიდან ახვეტილი რაჟოკები, რომელსაც ხალხი ისევე უპრაგონოდ ყრიდა, როგორც მოუხვდებოდა და პაპუტკებს აჩერებდა თბილისისკენ მიმავალს, ჯერ კიდევ შეღამებამდე, რამდენიმე ზედმეტი კასკა და ავტომატი, რომელსაც პატრონი არ გამოუჩნდა და ყველაზე მძიმე ამ ტვირთში – საკუთარი ტრაკები. არცერთი გაღუნღულებული ლოგინიდან არ გამჭირვებია ტრაკის აწევა და სადმე წასვლა, როგორც აქედან. უზარმაზარი ტვირთის ქვეშ ორად მოხრილი ვიდექი შუა ტრასაზე, მწყობრში და გაურკვევლობას ველოდებოდი…

გაურკვევლობამაც არ დააყოვნა და ჩვენი 121-ე ბატალიონი, უფრო სწორად მისი მოქმედი ნაწილი საიდანღაც გაჩენილ ყვითელ ავტობუსში ჩასხდა, მოგვაძახა ქარელში შევხვდებითო და სიბნელეში გაქრა. გასაოცრად მიმზიდველ პოზიციაში აღმოვჩნდით – შუაღამისას, ტრასაზე, კბილებამდე შეიარაღებულები და მეთაურის გარეშე. დაახლოებით ნახევარი საათი გამაგრებული გვქონდა ადგილი ავტობუსებთან, ფორმაგახდილი და გრაჟდანებში გამოწყობილი აწ უკვე ყოფილი რეზერვისტებისგან ვიცავდით და ისე ვივაჟკაცეთ, რომ გამთენიისას ჩვენს ძველ ადგილებზე ვიყავით წამოწოლილი ბუჩქის ძირას, ქარელის გადასახვევში. მთელი 102-ე ბატალიონი ესღა ვიყავით დარჩენილი, ერთი ბუჩქის ქვეშ შეწოლილი ათი კაცი.

თვალი რომ გავახილე, უკვე გათენებული იყო, ჩვენს გარშემო კიდევ სხვა ბატალიონის ნარჩენებიც იწვნენ და სუხოი პაიოკების პაკეტებს აფრიალებდნენ. იმდენი საჭმელი და ისე ცოტა ხალხი ვიყავით, რომ პაიოკები ჩვენც შეგვხვდა. ცოტა კუჭები გავიხსენით და ისევ ავტობუსებში ჩაგვსხეს, ამჯერად, წინა დღეებისგან განსხვავებით, ცოტა შეშინებული სახე ქონდა ოფიცერს, უკან ვიხევთ, ქარელისკენო…

”მესამე დღეა იარაღი მაქვს ასხმული და აღმა-დაღმა დავდივართ. ახლა ქარელის ახლოს ტყეში ვართ ”გამაგრებული” ორმოცდაათიოდე კაცი და ველოდებით. ორმოცდაათივე რეზერვისტია, ერთი პოლკოვნიკი გვყავს და ერთი კაპიტანი, მაგარი როჟაა ეს კაპიტანი, თემური გაბისონია, რომ შეხედავ, რემბოს გავს ქცევითაც და ვიდზეც, დიდ ლიფჩიკში ათასი ხარახურა აქვს ჩალაგებული, თან ყველა აუცილებლად საჭირო. სამი დღის განმავლობაში პირველად გავიხადე ხებე, ბატინკებზეც შნუროკები მოვიშვი და ჩემს ჭუჭყიან წინდებს დღის სინათლე ვაჩვენე. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს კვირაზე მეტია აქ ვართ…”

– აქ წყდება ჩემი პირველი და ბოლო ჩანაწერი. ამის მერე ბევრიც აღარ გაგვიტრაკებია, საღამოსკენ გავიგეთ, რომ პიზდეც რეზერვისტამ, დავსხედით რაღაც პიკაპზე და კოჯრისკენ დავაწექით რიხინ-რიხინით, იქვე ჩავაბარეთ ჩვენი ბედკრული და ტყვიაგაუსროლელი იარაღები, რომლებიც სამი დღე ჯართად გვაწვა ბეჭებზე და ათ აგვისტოს, საღამოს სახლში ვიყავი. ასე დამთავრდა ჩვენი ამბავი, ამბავი უდიდესი სისულელისა და უთავობისა.

ომი ჩემში (მეოთხე ნაწილი)


ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მესამე] [მეხუთე]

ასეთი დილის მერე სხვისი ფეხებით ავდექი, სხვისი ყურებით გაგონილი ბრძანება შევასრულე – ”მანქანებშიო” და ვიღაც ასევე სხვებთან ერთად ჩამოვედი იქვე, ახლოში რაღაც თეატრის შენობასთან. ამ შენობაში გაგვანაწილეს, ავტობუსები ამჯერად მიმალ – მომალეს ეზოებში, ჩვენ კი ერთ დიდ დარბაზში შეგვიყვანეს, დიდ შუშებიანში. იქ რა გაგვაჩერებდა, მაშინვე გარეთ გამოვედით და სააქტო დარბაზი გავახსნევინეთ, 800 კაციანი დარბაზი. კაცი ასე თავის ფეხით მიძვრებოდეს საფლავში ჯერ არ მინახავს, ერთი ჭურვი და მთელი ეს ხალხი, ორასამდე ვინც შეყრილები ვიყავით აქ, ასხმული ვიყავით კედლებზე. დაახლოებით ერთი საათი დაგვცალდა დასვენება და მობილურების დატენვის მერე სცენაზე ვთვლემდი, როდესაც ისეთი გრგვინვა შემოიჭრა სიზმარში, მეგონა იატაკი მექცეოდა და მივყვებოდი. პირველი რასაც შევხედე, ჭერი იყო, რომელიც ვაჟკაცურად იდგა თავის ადგილზე, რასაც ვერ ვიტყვი დანარჩენებზე, პირველივე რაც ხელში მომხვდა, მოვხიკე, სავარაუდოდ ავტომატი ჩემი, რაჟოკები სად მეყარა იმაზე არც მიფიქრია და დერეფნისკენ მოვძუძგე, დაბალი ჭერის იმედად. როცა პანიკა ცოტა ჩაცხრა და გარეთ გაცვენილი ხალხის კარებთან შეგროვდა, თუ გარეთ მოხდება რამე, შიგნით შემოვვარდებით და თუ შიგნით, გარეთო, მეორეთაც ძუძგა, ამჯერად პირველზე ძლიერი იყო, ჭერში დაკიდებული ნათურები და შუშები შესამჩნევად აქანავდნენ…

…სამიოდე აფეთქებას გავუძელით ასე თაგვებივით გამოკეტილებმა დარბაზში და ბოლოს მივხვდით, რომ გარეთ, დერეფანში უნდა გავსულიყავით და ნელ-ნელა, ციოდე კაცი გავლაგდით კიდეც მაქეთ, ძირითადად ჩვენი ასეული ვიყავით, 102-ეს მესამე და  121-ე ბატალიონის რამდენიმე ბიჭი, მათ შორის ზემოთხსენებული რემბოც, თემურა. სტარში ლეიტენანტი იყო თუ კაპიტანი არ დამამახსოვრდა, ზატო დამამხსოვრდა მისი მოცემული რჩევები, რომელთა გამოც მთელი ამ ბაყაბუყის დროს, რომელიც, სიმართლე რომ ვთქვა არც ისე ინტენსიურად გაგრძელებულა, დერეფანში ვიჯექით და გავცქეროდით გარეთ, მოედანზე მორბენალ ჯარისკაცებს, რომლებიც დამატებით სამიზნეების შექმნით ცდილობდნენ მტრის ავიაციის დაბნევას. აქვე ვამჩნევდით, რომ ხალხი თანდათან ცოტავდებოდა, ავტობუსები მოდიოდა და მიეზიდებოდა ხალხს სადღაც. თემური, რომელიც ჩვენს და ქვემოთ შეკრებილ სამხედროებს შორის დადიოდა, ამოვიდა და გვითხრა ბრძანება – ვისაც გინდათ, შეგიძლიათ სახლში წახვიდეთო. გავოცდით ფრიად, ასეთი სახის ბრძანება… -ვისაც გეშინიათ, შეგიძლიათ გააჯვათო – გადმოთარგმა რემბომ ბრძანება და ლიფჩიკის გასწორებას შეუდგა. მე არსად არ მივდივარ და არც იარაღს ვაბარებ, შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ ვინც დარჩებით, ჩემი ბატალიონი (121-ე) მოედნის იქეთა მხარეს არისო.

ბევრი ჭოჭმანისა და ღლიცინის მერე გადავედით მოედნის იქეთა მხარეს, სადაც მთელი ბატალიონი – ასეოდე კაცი იყო შეკრებილი, იქვე შეგვხვდა ამათი ხელმძღვანელი, პოდპოლკოვნიკი, რომელმაც გაგვიღიმა და საკმაოდ დაეჭვებული ხმით დაგვპირდა ავტობუსსი ჩასმას და დისლოკაციის ადგილზე გადაყვანას. მისი ხმის საეჭვოობა რაციაში გადაცემულ ინფოშიც კარგად ჩანდა – ვიღაცა, ვიღაცა ვარ, ორი ავტობუსი გამოაგზავნეთ, თუ შეგიძლიათო. ამ თუ შეგიძლიამ წამართვა ფეხები და ჩანთაში ჩამჯდარი ხეს მივეყუდე. თხუთმეტიოდე წუთის უაზრო ლაყბობის შემდეგ საიდანღაც მოდენილმა იდუმალმა ხმამ ზეზე წამოგვყარა. ჩვენი (სავარაუდოდ, ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გვინდოდა რომ ყოფილიყო) გრადები ისროდნენ გაურკვეველი მიმართულებით და სანამ ჩვემ მათით ვტკბებოდით, ავტობუსიც მოვიდა და ავეტენეთ შიგნით. გზაში კიდევ ავკრიფეთ ბევრი ხალხი და გაურკვეველი მიმართულებით გავეშურეთ. პოლკოვნიკი მთელი გზის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა დაკავშირებოდა ვინმეს რაციაზე, რაცია დუმდა სამარისებულად. ბოლო ბრძანების პრინციპით გავაღწიეთ გორიდან გარეთ და იგოეთისკენ გავეშურეთ. მართალი რომ ვთქვა, გამეხარდა, იმდენად მქონდა დუხი დაკარგული ამდენი წოწიალით, სანამ ჩვენებს ვეძებდით ერთი სამი უაზრო წრე დავარტყით მთელ გორს და მთელი გზა გაბრაზებული, შეშინებული, გაოცებული და უბრალოდ დაღლილი რეზერვისტები გვხვდებოდნენ.

იგოეთამდე ნახევარი მანძილი გავლილი გვქონდა უკვე და სულით სახლში ვიყავით როცა კავშირი აღსდგა და ჩვენი დანიშნულებაც შეიცვალა – ქარელი, მეორე მხარე გორიდან, ვიდრე იგოეთი. მოვატრიალეთ ავტობუსი, ჩავუარეთ გორს და გავემართეთ ქარელისკენ. ზემოდან კარგად ჩანდა რამდენიმე დამწვარი კორპუსი გორის შესასვლელში. საფრთხისკენ მიახლოებამ ეტყობა კარგად იმოქმედა, საბრძოლო სულმა ისევ მაღლა დაიწყო აწევა და პიკს მიაღწია, როცა სადღაც საღამოს 4 საათისთვის ქარელის გადასახვევში ჩავუხვიეთ და იქვე გავჩერდით, მთელი რეზერვისტობა აქ იყო გაშლილი ტყეში და იმალებოდა, რასაც აქტიურად უწყობდა ხელს მთელი გზის გასწვრივ ჩალაგებული ყვითელი ავტობუსები. ამჯერად უცებვე გააქრეს ავტობუსები და ყველა და ყველაფრისგან მოწყვეტილები დავრჩით ტყეში. საიდანღაც ხმა მოვიდა, რუსეთს ულტიმატუმი დაუყენებია, 6 საათამდე ტრაკს თუ არ მოგვცემთ, გორს დავბომბავთო და ჯარი გამოგვარიდეს. ახლა კონსპირაციულად ვართ ტყეში წამოწოლილი და ველოდებით 6 საათს, რა მოხდება. ჯერჯერობით სიჩუმეა…