20/29


ზარი დილით, პავლიკას ხმა, დაუჯერებელი და საშინელი ცნობა, დაბნეული სახეები, ხალხი… კიდევ ხალხი, პანაშვიდების პირველი დღე, მეორე დღე, დასაფლავება და კუბოს თავზე ახმაურებული მიწა. ყველაფერი დამთავრდა, მანქანაში ვზივართ და სასაფლაოდან მდუმარედ ვეშვებით.

-20-29
-რა?
-ეს იქნება დღეიდან გოშას ნომერი ჩემს ტელეფონში, ოცი-ოცდაცხრა, ნომერიც და მისამართიც…
-…

დიახ, ადამიანი რომელიც ასე ახლოს იყო ჩემთან, დღეიდან მუხათგვერდზე განისვენებს და მის გვერდით დარჭობილი განათების ბოძი, წარწერით ”20/29” გვახსენებს, რომ ყველას ბოლო ეგ არის.

R.I.P.

rip

Земляне-Трава у дома


…ანუ ნათელი მაგალითი იმისა, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ალკოჰოლმა, უფრო სწორად უალკოჰოლობამ. კექსისთან ვსვამდით და ბოლოს, როდესაც ყველაფერი გაგვითავდა, რაც ისმეოდა, იწეოდა, ისუნთქებოდა, ილოკებოდა და მიღების სხვადასხვა ფორმები გააჩნდა, გიტარები ვიპოვეთ საძინებელში და კლიპი გადავიღეთ.

სიმღერა თავის მხრივ კი კარგია, ლეგენდაა და ა.შ., მაგრამ მისი ასეთი ფორმით ჩვენება ჯერ არავის უცდია… იმედია… ასე რომ დატკბით და იცოდეთ – პიწ ნადა!

ჰო, როლებში: ესტეტიკსი – გიტარა, მე – ბასი.
ეპიზოდურ როლებში: მწვანეზედიანი გოგო, კომპიუტერთან რომ მიდის – ლუკა, ბიჭი ბალეტიდან ”გედების ტბა” – ჰასანი.

ცხადია პირდაპირი ლინკიც: http://www.youtube.com/watch?v=ZYNeb_VokLc