როჟა პროსიტ კირპიჩა


ზუსტად ამ ახალ დიზაინზეა ნათქვამი ეს გამოთქმა. ისეთი ლამაზი და ათასგვარი ფინტიკლუშკებით გამოტენილი ადმინკა აქვს ვორდპრესს, რაც 2.7 დააყენეს, რომ ხელები მექავება აგერ უკვე მეორე თუ მესამე დღეა, რაღაცის დაწერა მინდა, მაგრამ არ ვიცი რა დავწერო. მართლაც, რა უნდა დავწერო ბლოგზე, არა მარტო ახლა, არამედ ზოგადად? რამე ახალი პროექტის პრეზენტაცია მოვახდინო? არა, ყველა პროექტს თავისი ბლოგი აქვს… რამე პიზდეცინტელექტუალური პოსტი გამოვაცხო ზოგადსაკაცობრიო თემებზე? ფიქრი მეზარება საამისოდ და ისედაც პიზდეცინტელექტუალიზმი, დიდი ხნის დაკვირვებებიდან გამომდინარე, ნაკლებად იკითხება/კომენტდება.

აბა რა ვქნა? არადა რომ არ დავწერო, ეგეც არ გამოდის, ხელების ფხანა მომკლავს, ბოლო-ბოლო დიზაინის ცოდვა მომკლავს. რამე მიმდინარე თემას რომ შევეხო? მაგალითად იმას, რომ გარეთ ნისლია და მთელი ფორუმი წინასააპოკალიფსო განწყობაშია – ”ვაიმე ნისლი, ჩვენ ყველანი დავიღუპებით, ჩვენ ყველას შეგვჭამენ”. ეგ ხომ ისედაც ცხადია, მამენტ, რომ ყველანი დავიღუპებით, აგერ დღეს თუ არა, ხვალ მაინც დაიწყება ბირთვული ომი და ჩვენ ყველანი მოვხვდებით სად? მართალია, ბირთვულ ზამთარში. დედამიწა დაიფარება ათასობით ბირთვული აფეთქების შედეგად გაჩენილი რადიოაქტიური ღრუბლებით, ნახევარი მოსახლეობა რადიაციით დაიხოცება და მეორე ნახევარი სიცივით და შიმშილით – ვინაიდან და რადგან ეს ღრუბლები გამოიწვევს დიდ გამყინვარებას. ასე რომ ამაზე დაწერასაც არ აქვს აზრი. იქნებ რამე პირადი პოსტი დავწერო, თუნდაც იმაზე, როგორი იყო დღეს, როგორი იყო გუშინ ან როგორი იქნება ხვალ? ეგეც არ გამოდის. ვის რაში აინტერესებს თუნდაც ის, რომ დღეს 35 კანიბალის გაძლება მომიწია სამუშაოზე, ან ხვალ მომიწევს იმდენივეს თავიდან გაძლება? მამენტ ესეც დადის იქამდე, რომ არ არსებობს კარგი სამუშაო, ყველა სამუშაო საკზ და, რაღათქმაუნდა, არსად არ იხდიან იმდენს, რამდენსაც ვმუშაობთ. ეგ ყოველთვის და ყველგან ეგრეა.

ასე რომ, გადავხედე რა ყველა ამ თემას, რომელზე დაწერაც შეიძლებოდა და ვერაფერი ამოვარჩიე, ამიტომ არაფერსაც არ დავწერ. ხოლო ხელების ფხანა რომ დავიოკო, უბრალოდ ავიღებ და დავაჭერ ღილაკს ”Publish“.

ახალი დიზაინი


თუ პირველად არ ხარ ჩემს ბუდეზე შეამჩნევდი, რომ დიზაინი შევცვალე. საერთოდ ძალიან არ მიყვარს ცვლილებები, საკითხს ვუდგები პროგრამისტის ლოგიკით – რაც მუშაობს, ხელი არ ახლო. მაგრამ საქმეც მაგაში იყო, რომ ეს დიზაინი არ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. გვერდითა პანელი რომ მხოლოდ მთავარ გვერდზე ჩანდა, საქმეა ახლა მაგი? თავისი ყველა კონტენტითურთ, რაც მოუხერხებლობას რომ თავი დავანებოთ, ტექნიკურადაც ცუდი იყო, აღარცერთი მთვლელი არ მუშაობდა ნორმალურად (გარდა WP-ს შიდა მთვლელისა). ასეა თუ ისე, მოვაბი როგორც იქნა თავი იმას, რომ შემეცვალა ბლოგის ვიდი.

მაგრამ ახლა რა გამოვიდა? დიზაინი შევცვალე და ჰედერი აღარ მოუხდა, მომიხდა მისი შეცვლაც რამაც, თავის მხრივ გამოიწვია სათაურის და მთლიანად ბლოგის ხასიათის შეცვლა. ასეთ ცივ და საშიშ სურათს ”ყველაზე მყუდრო ბუდე” რაღაც ნამეტანი არ უხდებოდა. რაც შეეხება ბირთვულ ზამთარს… მგონი შორს აღარაა ის დრო, როდესაც დედამიწას დედა ეტირება და აქედანვე რომ შევემზადოთ ამისთვის, მგონი ჯობია, თორემ ჰორიზონტზე რომ სოკოს დავინახავთ, მერე გინდა ასე ვიხტუნავოთ, გინდა ისე, მაინც აღარ გვეშველება არაფერი.

საბოლოო სიტყვაში მინდა მივულოცო ჩემს თავს, ბუდეს და მკითხველს ახალი დიზაინი. მართალია ამბობენ მთავარი კონტენტიაო, მაგრამ კარგი შეფუთვაც უნდა ამ ყველაფერს…

ბირთვული ზამთარი

We all gonna die…