გადაღების ერთი დღე


წინა პოსტში და დოდკას ბლოგზე უკვე იხილავდით, რომ გამწარებული გადაღებები მიმდინარეობს ნი2-ის საცდელი ვიდეოების, რომლებსაც დიადი მომავალი ეჯღანებათ, იმედში თუ არა ნი2-ის ეთერში მაინც. ბოლო გადაღება გვქონდა 22-ში, როდესაც ვიღებდით… ასე ვთქვათ, მორიგ ყალბ სიუჟეტს, ჟურნალისტური გამოძიების სტილში. თავად ვიდეო არ მაქვს ბოლომდე დამონტაჟებული, მაგრამ წუთშესვენებების დროს დავამონტაჟე სცენის მიღმა კადრები, სახალისო და საყვარელ ვიდეოდ.

ასე რომ შეგიძლიათ იხილოთ მაესტროები და აზრის გიგანტები, მუშაობის პროცესში. ლაპარაკი არ არის, შეგიძლიათ ტრანსლეიტორები გამორთოთ. გენადი, ფონოგრამა:

Vimeo-ზე:

Link: http://vimeo.com/6239151

YouTube-ზე:

ენჯოი :)

Advertisements

ტიესტო და იმედი


ტიესტოთი იწყება პოსტი იგი, ვინაიდან ახლა ვიმყოფები სამსახურში და ტიესტოს ყლევროტრანსი ტვინს მიტყნავს.

hope-1ალბათ დოდკას ბლოგზე წაიკითხავდით უკვე (ან შეგიძლიათ ახლა წაიკითხოთ), რომ ტელეიმედზე დავეთრევით ეს რამდენიმე დღეა, უფრო სწორედ კი ტელეიმედისთვის დავეთრევით ღამის შოუს სტუდიაში. დღეს უკვე მესამე დღეა, რაც კასტინგები დაიწყო, პირველი ორი დღე ღამის შოუსთვის ვიწვოდით და ვიდაგებოდით, ხოლო დღეს კი “შუა ქალაქის” სცენარზე გვასრესინეს ტვინები, რაც ხვალაც მოგვიწევს. დღეს რამოდენიმე ახალი რეკრუტიც იყო ამ კასტინგზე, მროველა, შეიდი და ანტონაპაპა, გუშინ ვუთხარი ამ კასტინგზე და გაეხარდათ, ჩვენც გვინდაო. ასე თუ ისე, ეგენიც მოხვდნენ იქ. დღევანდელ დღეზე კარგს ვერაფერს ვიტყვი, გარდა ერთი სასაცილო მომენტისა, რომელზეც რატომღაც მარტო მე, დოდკას და საბას გაგვეცინა, პრინციპში საკმაოდ ირონიულად :უსერ: – მროველამ იუმნიკა ერთ მომენტში და რაღაც კომენტარი გააკეთა, კონკურენტების მოშორებაზე თუ რაღაცაზე, რაზეც მიეჯვა კიდეც, მაგაზე რომ ვფიქრობდეთ, აქ არც იქნებოდით თავიდანვეთქო. სულ უფრო და უფრო მაოცებს მროველა ამ ბოლო დროს, თითქოს ხუმრობით და ღლაბუცით, მაგრამ აშკარად ცდილობს ყველა და ყველაფერი ჩამოიშოროს გზიდან. არ ვიცი, შეიძლება ეს მართლა ასეა და შეიძლება სულაც ჩემი პარანოიის შედეგია o.O

ასე იყო თუ ისე, დღევანდელი დღე ჩავიყვანეთ ბოლოში, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს იყო უდიდესი ფეილი ჩემთვის, ეპიკური ფეილი, ფაქტიურად. აი გუშინდელი დღე კი ერთხმად ვაღიარეთ, რომ კარგი იყო, ხუმრობებიც უფრო გამოგვდიოდა და საერთო ატმოსფეროც უფრო თავისუფალი და შემოქმედებითი იყო. რაც მთავარია – ჩვენი ვიდეოები მოეწონათ, რასაც პრინციპში არც ველოდით არცერთი. ასე რომ სათაურში ნახსენები იმედი მხოლოდ ტელეკომპანიის სახელი არაა, ზოგადად გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას მომავლისადმი.

რაც შეეხება აწმყოს, არ ვიცი რატომ, მაგრამ გამომრჩა ბლოგზე მეთქვა, რომ სამუშაო დავიწყე. სადღაც ორიოდე კვირა იქნება, ქიაჩელზე ვმუშაობ კლუბ “სინემაში”,  ასევე ყოველ სამ დღეში ერთხელ მათივე ფილიალში ვარ, ნიკოლაძეზე, სადაც ძირითადად არაფერია საკეთებელი, ზაფხულია და კაციშვილი არ შემოდის შიგნით. პრინციპში ვიცი, რატომაც არ დამიწერია ეს ბლოგზე, ფეისბუკის სტატუსი რომ განვიახლე ჩავთვალე, რომ ყველას ვუთხარი უკვე.

რაც შეეხება ამ რამდენიმე დღის წინანდელ დეპრესიას, ახლა დავაკვირდი, რომ სამუშაოს დაწყების და უმუშევრად დარჩენის პირველ დღეებში მჭირს ხოლმე ასეთი რამე, სამუშაოს რომ ვიწყებ, მივტირი იმ თავისუფალ დროს, რომელიც მქონდა ხოლმე, როცა უმუშევრად ვიყავი და როდესაც უმუშევარი ვხდები, მაშინ იმას მივტირი, რომ ჰაერში ვარ გამოკიდებული. ასე რომ ჩემთვის არსებობს ერთადერთი გამოსავალი, სადმე საზღვარგარეთ მდიდარი ბიძა უნდა მომიკვდეს და მთელი თავისი ქონება მე დამიტოვოს.

ბლოგი და სიზარმაცე


მე და ჩემი ბლოგი, ჩემი ბლოგი და მე… უკვე რამდენი წელია ერთად ვართ და ჩემს კლავიატურას უძლებს… 2005-დან რომ გადმოვთვალო, როდესაც პირველი ბლოგური ტიპის ჩანაწერი გავაკეთე, მესამე წელი გამოდის. თავიდან საერთოდ სხვაგან მქონდა ბუდე, მერე გადმოვცხოვრდი ვორდპრესზე, ასე თუ ისე დამევასა და წავიდა მერე ჯღაბნა. სულაც არ მქონდა ჩაფიქრებული ბლოგი დღიურად, უბრალოდ მინდოდა ადგილი, სადაც ჩემს ლიტერატურული წვალების შედეგებს გამოვფენდი, მეტი არაფერი. ცოტა მოგვიანებით დავიწყე ცოტა პირადი ჩანაწერების კეთებაც, ვინაიდან და რადგანაც ნაჯღაბნები (ასე ვეძახი ჩემს ლიტ. მცდელობებს) ისედაც და ასედაც შეიცავდა თავის თავში პირად შტრიხებს. ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ ბლოგმა მაინც მიიღო ბლოგის, ასე ვთქვათ დღიურის სახე, სტილობრივად არც თუ ისე გამართულის, მაგრამ მაინც…

მაგრამ ასეთი დღიური, მე რომ მაქვს, არის იმის ცხადი მაგალითი, როგორი ბლოგი არ უნდა ქონდეს ადამიანს. ამდენი ხნის განმავლობაში ორ ასეულამდე პოსტი და აქედან ნახევარი საკმაოზე მეტად უაზრო. არა, უაზრო რაღაცეების წერა შეიძლება, მაგრამ არც ამდენად. მეზარება… ძალიან მეზარება ხოლმე წერა, ყოფილა შემთხვევა, გადამიწყვეტია რამის დაწერა, გამიხსნია ”write”-ს ფანჯარა, მიყურებია, მიყურებია და გადავსულვარ სხვა გვერდზე, ერთი კვირა არის ჩემი რეკორდი, როდესაც გახსნილი მქონდა საწერი ფანჯარა და შიგნით ერთი სიტყვაც არ მქონდა ჩაწერილი, თან არც ვხურავდი, რადგანაც დახურვა რაღაც იარაღის დაყრასავით გამოდის, ანუ აღარ აპირებ დაწერას. არა, გახსნილი მქონდა, გამზადევული და ისიც ოპერას ყოველ ჩართვაზე სინდისის ხმასავით დამყურებდა ზედ და მახსენებდა რამდენად ზარმაცი, უსაქმური და სირი ვარ.

ასე არ შეიძლება, ასე ნამდვილად არ შეიძლება. თუმდაც ჩემი ბოლო პოსტი ავიღოთ, ”ექსპერიმენტული ეროტიკა”. მაგის აქ, ამ ფანჯარაში დამწერი ნამდვილად არ ვიყავი, რომ არა სკაიპი და მისი იუზერ ფრენდლი ფანჯარა, აქაურობისთვის ემოციური გაქანება არ მეყოფოდა. მოკლედ, რამე უნდა მოვიფიქრო, თორემ ჩემი სიზარმაცე საბოლოოდ დამახრჩობს და ჩამძირავს. დოდკას უნდა ვკითხო ერთი, როგორ მოახერხა სიზარმაცის დაძლევა… ან იქნებ არც არის ზარმაცი…