ქალთა დღე და სხვანი


ახლოვდება 8 მარტი, რომელიც ისტორიაში სხვადასხვა ღირსშესანიშნავ მოვლენებთან ერთად ქალთა დღის გამოც არის შესული. მაგრამ საიდან მოდის ეს საერთოდ? ვინ და როდის მოიფიქრა (და რაც მთავარია რატომ) ამ დღის დაწესება და საერთოდ, რა გვეძგერა? ამ ყველაფრის ნახვა შეგიძლიათ მე და პიკოს ახალ ვიდეოში ”ქალთა დღე და სხვანი”.

ვიდეო:

link: http://vimeo.com/3500436

29 თებერვალი


მაშ ასე, ახლოვდება 29 თებერვალი, ფრიად ღირსშესანიშნავი დღე, რომელსაც ისევე, როგორც სხვა მრავალ ჭეშმარიტად ღირსშესანიშნავ მოვლენას, არ აქვს შესაბამისი დაფასება და პატივისცემა.

არადა 29 თებერვალი რომ მართლაც ღირსშესანიშნავი თარიღია, ამაზე თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ ის მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ დგება. ბევრია ისეთი მოვლენები, რომელსაც მთელი ოთხი წელი უნდა ელოდო? მგონი არა, ოლიმპიადა, მსოფლიო ჩემპიონატი… ყოველ შემთხვევაში დღესასწაული, მსგავსი ტიპის, არ მახსენდება.

მაშ რა უშლის კაცობრიობას ხელს იმაში, რომ 29 თებერვალს დააწესოს რამე დღესასწაული, თუნდაც ”29 თებერვალობა” და ის აღინიშნოს ოთხმაგი ძალით? მაგრამ არა, კაცობრიობა შტერია… არაფრით გამორჩეულ 14 თებერვალს ”სიყვარულის დღეა” და ასეთი ლამაზი და უნიკალური თარიღი ტყუილად იკარგება.

შემომაქვს ასეთი წინადადება – დრო გვაქვს, მთელი ორი კვირა, მოვიფიქროთ რამე და 29 თებერვალს დავაწესოთ ჩვენი საკუთარი დღსასწაული…