საახალწლო ტატუ


მოგეხსენებათ ახალი წელი მოდის. ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ მაქამდე ვიცოცხლებთ. ასეა თუ ისე, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს აუცილებლად უნდა აღნიშვნა. ჰოდა მეც ავღნიშნე ახალი, საახალწლო ტატუთი, ამჯერად ჩემს საკუთარ სხეულზე.

ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, მომეწონა სურათი, ამოვბეჭდე, გაგავიტანე ხელზე და შემოვაკონტურე. ახლა ვუყურებ და სიყვარულით ვივსები, ჯერ ამ ნახატისადმი და მერე საკუთარი თავისადმი. მე ხომ სრული საფუძველი მაქვს ეს ტატუ ორმაგად მიყვარდეს – როგორც ჩემი ახალი ტატუ და როგორც ჩემი დახატული ტატუ.

მოკლედ, სიტყვა რომ აღარ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ ამ შედევრს. ისევე როგორც ფეხზე, ალბათ ამასაც გავაფერადებ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ჰო, ცოტა ისეთი ფოტოა, რომ ძნელი გასარჩევია ადგილი, ამიტომ მე გეტყვით – ეს არის მარცხენა ხელი, იდაყვიდან მაჯამდე, ზედა მხრიდან.

related: https://bigcrow.ge/?s=tattoo

ყვავილი მტვერში


ცამეტი წლის ხარ და შენი ტყვეა
ჭაღარა გულის ზმანება ავი, –
ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი!

გალაკტიონ ტაბიძე

დილა სუსხიანი გათენდა. ასეც უნდა ყოფილიყო, ნოემბერია უკვე და ყინვები დაიწყო. აბუზული ბეღურასავით ვიდექი გაჩერებაზე და სამხრეთ ამერიკის უღრანი ტყეების სითბოზე ვფიქრობდი. რაღაცას გამოვყევი მეტრომდე და ტვინ- და გულგაყინული მოვკალათდი პირველივე შემხვედრ სკამზე. წინ სახლი მელოდებოდა…

თვალი გავახილე, უფრო სწორად მატარებლის უშნოდ შეჯანჯღარებამ გამახელინა და გული გამითბა. ჩემს წინ იჯდა ის, პატარა ყვავილი, წითელი პალტოთი. სამედიცინოს მეტრომდე გულაფანცქალებული ვიჯექი და ხანდახან ფარულად გავხედავდი ხოლმე. ზედა ციტატის არ იყოს, ცამეტ წელზე დიდი არც ეს იქნებოდა, მაგრამ რაღაცნაირი გამოხედვა ჰქონდა, სხვანაირი. არ ვიცი რა დამემართა, რამ გადამრია ასე, მაგრამ მაინც მჯერა, რომ გავა წლები და მე მას კიდევ შევხვდები. ან თავად წაიკითხავს ამას და შემეხმიანება…

მანამდე კი ერთ სიმღერას დაგიტოვებთ, ისე რა, განწყობისთვის:

მსგავსი პოსტი: მე მეტროში.

ღორობის არქივი


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე გამეკეთებინა საიტი, სადაც თავს მოვუყრიდი ჩვენს გარშემო არსებულ ღორობებს, ანუ მანკიერებებს, რომელზეც ჩვეულებრივ ყველა თვალს ხუჭავს და მეტიც, ზოგჯერ ნორმადაც კი მიაჩნიათ.

მინდა წარმოგიდგინოთ ეს საიტი:

http://goroba.wordpress.com

აქ თქვენ იხილავთ ყოველდღიური ღორობის ქრონიკებს, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქართული საზოგადოება მასალას არ შემომაკლებს ამისათვის. და მთავარი – მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს დიდი იმედით ვუყურებ, მაინც ვფიქრობ, რომ მარტოს გამიჭირდება ამდენი რაღაცის გაძღოლა. ამიტომაც მჭირდება ავტორები, ანუ ადამიანები რომლებიც ჩემსავით უყურებენ ჩვენს გარშემო გამეფებულ და ჩამყაყებულ ღორობას და უნდათ, რომ ამაზე ხალხსაც მიუთითონ.

ავტორობა კი საკმაოდ ადვილია. დაინახე რამე ღორობა სადმე? გადაუღე სურათი და გაუშვი ღორობის არქივში. უმარტივესია. და რაც მეტი იქნება ასეთი ადამიანი, მით უფრო დიდი და სრული არქივი გამოგვივა. ასე რომ ზა ძელა, ღორებზე მონადირეებო!

header

ყაზბეგი


გუშინ, რუსულმა ინფოწყაროებმა გაავრცელეს ინფა (შეიძლება უტკაც არის შემოგდებული), რომ რუსი და ოსი მთასვლელები აპირებენ ყაზბეგის მთაზე ასვლას და იქ რუსული და ოსური დროშის დარჭობას.

ნუ პირველი რეაქცია ალბათ ბუნებრივად ერთნაირი მოსდის ყველას – შიგ ხომ არ აქვთ? მაგრამ სხვანაირი რეაქცია გაჩნდა ფორუმზე, იუზერი წიწილა გვპირდება, რომ

საჯაროდ, მთელი ფორუმის თვალწინ ვდებ ფიცს რომ უახლოეს 10 დღეში ქართველი მთამსვლელბი ავალთ მყინვარწვერზე და იმ დროშებს თბილისში ჩამოვიტანთ შემდეგ გნებავთ ტრაკში გამოვისვამთ გნებავთ დავწვათ, სანაცვლოდ კი ძალიან დიდ ქართულ დროშას აღვმართავთ მყინვარზე

ვოტ. ძალიან კარგი, იმედია ეს ყველაფერი კარგად დასრულდება და ასევე შეპირებულ ვიდეოებს და სურათებს იხილავთ აქ, რუსულ/ოსური დროშების მოხსნის და შესაბამისად ტრაკში გამოსმის. წარმატებები…

kazbegi

ქართული ბლოგები [vpost]


როგორც იცით (ან არც იცით) დოდკას აქვს ქართული ბლოგოსფეროს მიმოხილვა დაწყებული. მე და პიკოლინა განვავრცობთ თემას და გთავაზობთ ამავე თემაზე ვიდეოპოსტს. როგორც ამ ვიდეოს ორიგინალ აღწერაშია ნახსენები:

თუკი ამ პოსტში შემთხვევით თქვენ თავსაც აღმოაჩენთ, ნუ გაბრაზდებით, ან გაითვალისწინეთ ყველაფერი, ან უბრალოდ გაიღიმეთ…

ასე რომ დატკბით ”გადაცემით”, რომელმაც უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ფორმა მიიღო. ვიდეო თითონ 11 წუთიანია, ამიტომაც რამდენჯერმე ჩავატარეთ ტესტი თუ რამდენად ყურებადია – ფაქტიურად თვალს ვერ მოწყვეტ. მაშ ასე, გენადი, ფონოგრამა:

Permalink: http://vimeo.com/4393022

პ.ს. ეს ვიდეო წესით გუშინვე უნდა დამეგდო, მაგრამ საღამოს გასაქცევი ვიყავი და ვეღარ მოვახერხე. თუმცა რა განსხვავებაა…

ხეპინესი


დღეს სამუშაოზე ოფიციალურად გამაფორმეს, ასე რომ ჩემი დროებითი უმუშევრობა დამთავრდა, რომელსაც აქა-იქ ავსებდა დამამშვიდებელი ტიპის სამუშაოები. და მე ბედნიერი ვარ, ან უნდა ვიყო. მაგრამ ჩავუღრმავდი ჩემს თავს (მოგიტყან სიღრმეები) და აღმოვაჩინე, რომ მძლავრად დიაგონალზე მკიდია ეს ყველაფერი. მაშ რაშია საქმე? ნუთუ დამერხა და აღარ შემიძლია ვიყო რამით კმაყოფილი და ამ კმაყოფილებამ ბედნიერებამდე მიმიყვანოს? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიცი – ერთი კარგი ფსიქოლოგი ალალია ჩემზე.

ეფექტის გასაძლიერებლად უყურეთ ვიდეოსაც. რა არის ბედნიერება, რა სარგებლობა მოაქვს მას და როგორ მივაღწიოთ საერთოდ იმას, რომ ვიყოთ ბედნიერები? მცირედი ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიაღსვლები კამერის წინ. გთხოვთ ჩართოთ ფირი:

Link: http://vimeo.com/3947471

პროლეტარებო ყველა ქვეყნისა…


დილაა… მთელი ღამის უძინარი ვზივარ და ვფიქრობ იმაზე,  რატომ ვარ მთელი ღამის უძინარი და რას მოვითხოვ ამით სამყაროსგან. ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა აღმოჩნდა, რომ უძინარი უსაქმურობის გამო ვარ, თუნდაც იმის გამო, რომ ხვალ დილით არსად ვარ წასასვლელი, არც სამუშაო, არც რამე საგანმანათლებლო დაწესებულება… ერთის მხრივ კარგია ეს, მაგრამ მოსაბეზრებელი. თუმცა რეალური იმედი მაქვს, რომ სიტუაცია მალე შეიცვლება.

ჩემს ღამით ჯდომას ერთი პლიუსი მაინც აქვს, მუზები შემომაწვა და ”ღმერთების დღიურები” განვაახლე პოსტით ”მეორედ მოსვლა”. შეგიძლიათ გადახვიდეთ და დატკბეთ.

მანამდე კი მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი ვლოგი, იგივე ვიდეო პოსტი, სადაც აღწერილია ჩვენი (ვინც ვიდეოში ვართ) ბოლო ვიქენდი, ე.წ. შაფათკვირა. შაფათკვირა პავლიკთან გავატარეთ, რემონტის გაკეთებაში ვეხმარებოდით, ასე თუ ისე, ანუ კიდევ ერთი პროფესიის საწყისები შემიძლია ჩავიწერო აქტივში.

ახლა კი ნახეთ ვიდეო, მე კი დავიძინებ:

link: http://vimeo.com/3834136