”რეალითი” ბლოგები


კაცობრიობა რომ შოუთი და შოუსთვის ცხოვრობს, ეს ჯერ კიდევ რომაელებმა იცოდნენ, ”პური და სანახაობაო” რომ თქვეს, მაგ რომაელებმა ზუსტად. მაგრამ დღეს სულ უფრო და უფრო მეტი რაღაც იღებს შოუს სახეს. შოუს ერთ-ერთი სახეა ე.წ. ”რეალითი”, სადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანის ცხოვრების რაღაც ეპიზოდია აღწერილი. როგორც აღმოჩნდა, რეალითები ყველაზე მეტად ყურებადია შოუებში, ქალების ტალახში ჩხუბის შემდეგ, ხოლო რეალითი ქალების ჩხუბით – ეს არის იდეალური შოუ.

ეს რაც შეეხება ყურებას, ტელევიზორს და ასე თუ ისე ნაკლებად ინტერაქტიულ მედიაფორმებს. დღესდღეობით რეალითის ფორმა ინტერნეტშიც კარგად არის გამჯდარი და სხვადასხვა ”რეალითი ბლოგებში” იჩენს თავს. იყო ეგეთი შემთხვევა, როდესაც ათასობით მკითხველი ყოველდღე ელოდებოდა გოგონას წერილს, რომელიც სუიციდამდე დღეებს ითვლიდა. და აი ისიც, რეალითი ბლოგები საქართველოშიც გამოჩნდნენ და  მკითხველების სიმცირით ვერც დაიჩივლებენ.

ჯინეტის თვალიერებისას ხშირად მხვდება ხოლმე ბლოგები, საკმაოდ პირადული სათაურებით, სადაც პირველ პლანზე ფიგურირებს სიტყვები ”დღიური”, ”საიდუმლო” და ა.შ.. ერთი მხრიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, გაგიკვირდება კაცს, რატომ უნდა დამაინტერესოს სიტყვაზე მე ვიღაცის დღიურმა, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი როგორ გაატარა ავტორმა მთელი დღე, დილით კბილების გახეხვიდან, საღამოს ტამპონის გამოცვლამდე. მაგრამ რატომაც არა? გასაღების ჭუჭრუტანა ხომ კაცობრიობის ერთ-ერთი მოწინავე გამოგონებაა, ის რომ არ ყოფილიყო ხომ არ გვექნებოდა საშუალება სხვისი ცხოვრებით ტკბობისა და საერთოდაც, თუკი ტელევიზიაში ასეთი პოპულარულია საცვლების დემონსტრირება, რატომაც არა ბლოგებში?

მოკლედ, ეს ყველაფერი მაინც ბოლომდე აუხსნელი მოვლენაა, მაგრამ ამავე დროს გამოსაყენებელი, ახლა ვფიქრობ ხომ არ გამეკეთებინა რამე მსგავსი ბლოგი, რომელსაც იმენნო რეალითი შოუს სახე ექნებოდა, რამდენიმე არსებული თუ არარსებული პერსონაჟით, ინტერნეტისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არც უნდა ქონდეს, პრინციპში და გამეშვა, დაე იფრინოს… ვნახოთ, ვნახოთ…

არტ-იდეა


გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, როგორც იტყოდა ვიღაც ცაბაძე, ან უბრალოდ გამარჯობა ხალხო, როგორც იტყოდა ცხონებული ბაბუაჩემი, რომელსაც მე ვერ მოვესწარი.

რატომ გაწუხებთ ახლა, ალბათ უცნაურია და არც თემასთანაა დაკავშირებული ჩემი ოფლის დენა, მამენტ არც არაფერთან, უბრალოდ ღამეა, ვზივარ მონიტორთან, არ მეძინება, ან სულაც მეძინება, მაგრამ არ მინდა რომ დავიძინო, ხატოვნად რომ ვთქვათ გატრაკების ხასიათზე ვარ და ვატრაკებ… შეგიძლიათ ეს პოსტი უბრალოდ დააიგნოროთ და გადახვიდეთ შემდეგზე…

როგორც მოგეხსენებათ,არტ იდეის ბლოგი არც ისე დიდი ხნის წინ დაიქოქა, მაგრამ უკვე საკაიფოდ გაიქაჩა და დანავაროტკდა, რაც ალბათ ავტორების სიმრავლის ბრალიცაა, იდეის უჩვეულობისაც და სხვა მრავალი რამის, მოკლედ ფაქტია, რომ ბლოგი გაიქაჩა. მე კი მხოლოდ ამ დილით გავიგე საერთოდ რა ხდებოდა, ”… და მუნ მესმა ხმა იგი ჭურსა შიგან…” ჰოდა შევიჭყიტე და დავიშოკე. დავიშოკე არა მარტო იმიტომ, რომ ყველაფერი ასეთი კარგია და ა.შ. და ა.შ., როგორც ვინცხა იტყოდა ”გაწეპილი ბაზარი…”

…დამშოკა თემებმა, უფრო სწორად ნაწერებმა. შეიძლება ვინმემ მითხრას, ზედმეტად კრიტიკული ხარო, მაგრამ მე ეს მძლავრად მახატია გენიტალიებზე, ასე რომ ვიტყვი რამაც დამშოკა. სკოლაში ყველანი ვწერდით ალბათ თემებს, რომელთა სათაურებიც და შესაბამისად შინაარსებიც წლიდან წლამდე კი არა და თაობიდან თაობამდე არ იცვლებოდა, მე მქონდა კიდევაც, სანათესაოში წვალებით ნაშოვნი, ასეთი თემების კრებული, რომელმაც ჩემამდე რამდენიმე თაობის მომარაგება მოასწრო დაშტამპული ფრაზებით, რომელთაგან ოდნავი გადახვევაც კი მინუსად ითვლებოდა.

და აი ახლა, როდესაც გადავხედე ნაწერებს, ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ერთ-ერთი ასეთი რვეული მქონდა გადაშლილი და ვკითხულობდი გულისამაჩუყებელ ენაზე დაწერილ სტრიქონებს, რომლებიც ისე ჩაიფიქრა წლების წინ შემქმნელმა, რომ საკმარისია მხოლოდ რამდენიმე სიტყვის შეცვლა, ერთგან ცრემლის ჩამატება, მეორეგან განუხორციელებელი ოცნების, საერთო ფონად ნისლის დადება და შესანიშნავი სკუჩნი ნაწარმოები მზადაა, როგორებიც შეგვიძლია ვიხილოთ მეცხრე კლასელი გოგოს მეგობრობის დღიურში…

ასე რომ მოდით, ნუ ვიქნებით ზომბები…

ბეთანიის ქრონიკები-დაკარგულის დღიურები


ლაშქრობა ბეთანიაში
დაკარგულის დღიურები
10 ივლისი 2005 წელი

07:25, სახლი
–გაიღვიძე!
–…
–გაიღვიძე კაცო, დაგაგვიანდება, რვის ნახევარია…
მე ფეხზე წამოვხტი და უხალისოდ დავფაცურდი, საჩქარო მეთოდით ვჭმე, ცარიელი ჩანთა ზურგზე მოვიგდე და ჰაიდა!

08:07, ვაგზლის მოედანი
მივედი…დამხვდა საეჭვოდ ცოტა ხალხი…მდამ, აშკარად რვა საათი იყო ნათქვამი… მე ეგრევე ესკაესას პივას დავეწაფე და როცა დავრწმუნდი რომ არ მოდიოდა მაინც არავინ ერთიც ჩემი მივაყოლე.

08:25, იქვე
თითქოს შევიკრიბეთსავით…13 თუ 15 ვართ…კარგია, შევკრიბეთ ფული და მცოდნე ხალხი გავუშვით “ზა ბაეპრიპასამი” ჩვენ კი, როგორც დაგვაბარეს, მარშუტკის რიგში ჩავდექით. ასე 5 თუ 6 მარშუტკის და ამდენივე პივის შემდეგ ჩვენებიც გამოჩნდნენ, იმდენი პროდუქტებით, რამდენის ყიდვაც ამის მეხუთედ დროშიც კი შეიძლებოდა… მოკლედ, ბატონ ინტელიგენტს რათქმაუნდა არ გავაგებინეთ რომ სანამ ის საყიდლებზე იყო წასული, ჩემს ჩანთაში სამმა საეჭვო ბოთლმა ამოყო თავი და მარშუტკაში ჩავსხედით, სადაც ვიღაც გოგოები მიდიოდნენ ასევე ექსკურსიაზე დაახლოებით იქვე, ასე რომ მთელი გზა ერთმანეთის ყურების გარდა სხვა საქმეც გვქონდა. გზაში ესკაესამ იპოვა ლარიანი, რომელსაც ერთბაშად სამიოდე პატრონი გამოუჩნდა, მაგრამ ყველაზე დამაჯერებლად ინტელიგენტმა დაასაბუთა თავისი საკუთრების უფლება ამ ლარიანზე–”მე რომ დამივარდა მოწმეებიც მყავსო”, ჩვენც პრაპუსწიწე ინვალიდაო და მარშუტკა დავცალეთ.

09:57, მგონი წყნეთი
გადმოვედით მარშუტკიდან და სამიოდე კაცი ეგრევე გავექანეთ ადგილობრივი ბუჩქების გამოსაკვლევად პივისადმი მდგრადობაზე, უკან დაბრუნებულებს კი კაციშვილი აღარ დაგვხვდა ადგილზე… ჰმმ… ჩვენ ეს მართალი რომ ვთქვა დიდად არც გვიდარდია Continue reading “ბეთანიის ქრონიკები-დაკარგულის დღიურები”