ენერგია

დრაივი და რედბული


დღეს ენერგიული დღე მქონდა. კუს ტბაზე ვიყავი. ცხადია ეს არაა ენერგიის გამომწვევი, მაგრამ მიზეზი კი არის. მოკლედ დოდიჩკამ ამაგდო და კუს ტბაზე გავიჩითე, ”ფეხბურთის საყურებლად”. დაახლოებით ნახევარი საათი გაბრაზებული დავხეტიალობდი აქეთ-იქეთ და ყველა ცნობილ ენაზე ვიგინებოდი, თუმცა მერე ნაცნობი გავჩითე და პივა ჩავცეცხლე. შემდეგ კი დაიწყო უკვე ნაცნობი სახეების დინება. იმის შემდეგ, რაც ოზნერას და სიფოს პინგპონგის ყურებით აღვიგზენით და გავისეირნეთ და შემოგვაღამდა, იქვე დავსხედით, მანამდე არგენტინა-გერმანიის პენალტებზე ნერვიულობაც მოვასწარით და ბოლოს შავუკვეთეთ როგორც იქნა რაღაცეები. ნუ ნემიროვის პატარა ფლიაჟკას აღვნიშნავ, რათქმაუნდა, ამ შეკვეთილებში, რომელმაც კარგ ხასიათზე დაგვაყენა. იმდენად კარგზე, რომ მე საჭიროდ ჩავთვალე ჭიქა ამეცოცებინა, სიმაპტიური ჭიქაა ისე, წიწაკა ახატია :) ხოდა, იმას ვამბობდი, რომ მერე გიჟივით ვცეკვავდი ნიტო საქსესში ნიტო სადღაც, თანაც არყიან რედბულს (ან პირიქით) ვწრუპამდი. მანდვე გამომადგა ჩემი ჩვევა – არასოდეს დავტოვო სუფრაზე სასმელი. ხოდა ასე ცეკვაცეკვით მოვედი სახლში, მაგრამ ეტყობა არ მეყო, იმიტომ რომ ასე ბუსავით ვზივარ აგერ უკვე მთელი ღამეა და რომ არა წარბის გაუთავებელი ქავილი, რაც მანიშნებს რომ ძილის დროა, კაი ხანს ვიჯდებოდი კიდევ ასე…