scanner art


სკანერით გადაღებული სურათი… ხელისგულზე სტიგმა მაქვს :)

Advertisements

დიდთავა სემი (ნოველა)


-მამა, სკოლაში დიდთავას მეძახიან და რა ვქნა?
-არაფერი არ ქნა, ცოტა ხანი დაიცადე და ყველაფერი კარგად იქნება…

ეს ჩემი შვილია, სემი, ჩემი დიდთავა სემი, ნუ დიდთავა რა, უბრალოდ სხვა მისი ასაკის ბავშვებთან შედარებით ცოტა მოზრდილი თავი აქვს და ამის გამო ბავშვები, როგორც ხშირად  ხდება მათ ასაკში, დიდთავას ეძახიან, რაც სემს წყინს, მე კი ძალიან არ მიყვარს, როდესაც ჩემს ერთადერთ მემკვიდრეს რაღაც წყინს, მე ხომ ჯერ კიდევ მაშინ შევპირდი ცხონებულ დედამისს, რომ ყველანაირად ვიზრუნებდი ჩვენს შვილზე და ისე ვიზამდი, რომ არავის ეწყენინებინა მისთვის, როცა სემი ჯერ კიდევ ნაჭრებში გახვეული გაჰკიოდა პატარა საწოლიდან. ახლა კი იძულებული ვარ ეს დანაპირები ავასრულო, რაღაც ძალა მაიძულებს ამას.

აი თუნდაც ჩემი სამსახური. სემი სკოლაში სწავლობს, მესამე კლასშია და მისი სკოლა, საერთო სარგებლობიდან გამომდინარე, ჩემი სამსახურის გვერდზეა, ამიტომ სემი სკოლის მერე ყოველთვის ჩემთან მოდის ხოლმე და საღამომდე ჩემს ან უფროსის კომპიუტერზე კარტს თამაშობს, ან ინტერნეტში დაძრომიალობს იმ საიტებზე, რომლებიც არაა დაბლოკილი. ჩემი თანამშრომლები, როდესაც საქმე არ აქვთ, სემზე კაიფით ირთობენ ხოლმე თავს, თან ყოველთვის ცდილობენ ეს ყველაფერი ისე ქნან, რომ მე არ ვიყო იმ დროს სადმე ახლოში. აი ამასწინათაც, უფროსთან ვიყავი თათბირზე ჩასული და ოთახში რომ ჩამოვედი, სემი ფანჯარასთან იდგა გაბუსხული სახით და გარეთ იყურებოდა. Continue reading “დიდთავა სემი (ნოველა)”

ექსპერიმენტული ეროტიკა


ეს არის ექსპერიმენტული ნაწარმოები, დავწერეთ სკაიპში, მე და ინკოგნიტომ, კოდური სახელწოდებით Eve, რიგრიგობით ვაგზავნიდით თითო-თითო აბზაცს და შემდეგ ვაგრძელებდით ერთმანეთის მონაყოლს, რაც მთავარია ლაპარაკი მიდიოდა პირველ პირში. საინტერესო სიუჟეტი განვითარდა, მამენტ… მაშ ასე, გაეცანით შედევრს:

ყვავა: საღამოს ძალიან მძღნერ ხასიათზე ავდექი და საწოლზე ჩამოვჯექი. გასიიებულ თავში საქსაფონის ხმა მესმოდა და მახსენებდა, რომ წინა ღამით საკმარისზე მეტად გავიჯვი… ჩავალ ქვემოთ, ბუნგალოში, ბარმენი რამე ჯოჯოხეთის მაშხალას დამალევინებს და თანაც… იქნებ ის გოგოც ვნახო, გუშინდელი.
ტუალეტში შევდივარ, ერთ დაროჟკას აკანკალებული ხელებით ვისრუტავ და კიბეზე ბარბაცით ჩავდივარ. ბარი აქვეა და მეც ზურგით შემაქვს მისი სიფრიფანა კარი..

Eve: საშინელი პახმელია,მქონდა და ახლაც არ ვიტყოდი დალევაზე უარს,თან ცეკვა ძალიან მინდა..რამეს ჩავყლაპავ და შევუბერავ.გუშინდელის მერე ძლივს ამოვისუნთქე,ეს შვებულება ხომ უნდა ჩავაძაღლო და ბოლომდე გავაჯაზო..ბლია გაშრა ყელი.აქ რა ხმაურია და უფრო მეტი ხალხი ვიდრე გუშინ..

ყვავა: ვიღაცას დავეჯახე, არ მიგრძვნია, ზურგსუკნიდან ამომავალ გინებისწინა ტონებზე მივხვდი, მაგრამ ძალიან მეკიდა, მთავადია ახლა ბარამდე მივაღწიო, დავემხო ზედ და ორი თითი ავწიო. ცხვირიც მოქმედებას იწყებს, უკვე სასიამოვნო ღუტუნს ვგრძნობ გულის მიდამოში. ბარმენი მიღიმის და უხმოდ მისხამს ჭიქას, არც მაინტერესებს რა არის, მესამე ჭიქაზე ყველანარ მოძრაობას კიდევ არყის ბლარებიც ემატება და მე ტავს ხმაურუთ ვარტყამ სტოიკას, ჩამესმის მარტო მუსიკა და გვერდზე ჩავლილი ქალების სურნელება. და აი… ის აქ არის, სადღაც აქ იქნება, შენსი არაა, რომ არ ვიპოვო. ნეტა თითონ არ უნდა ჩემი ნახვა? საბოლოოდ ვნებდები და ამღვრეული თვალებით კიდევ ვითხოვ…ბარმენი დანანებით აქნევს თავს და მისხავს.

Eve: ერ გადავწყვიტე ბართან მივსულიყავი თუ სადმე დავდებულიყავი,რომელიმე პუფზე..ბოლოს ისევ ბართან მისვლა გადავწყვიტე.სრული ქაოსად მომეჩვენა იქაურობა რაღც მომენტში..და მესიამოვნა.კონიაკის ჩაძაღლების ხასიათზე ვიყავი და ბარისკენ გავემართე..ზურგით ვიცანი..ისევ გაპროჭილია გავიფიქრე,გამიხარდა? რავი ჯასთ გამიხარდა ალბათ მაგრამ საერთო ჯამში მეკიდე..არ შემოუხედავს,დავცალე ჭიქა,კიდევ დამისხა… ბარმენი არ მევასება,საერთოდ არ მევასება გოგო როა ბარმენი,მაგრამ ახლა მკიდია ლიშბი დამარტყას. Continue reading “ექსპერიმენტული ეროტიკა”