სუპერ ხრამი


ამ ბოლო დროს ქართულ ინტერნეტში დამკვიდრდა ფრაზა – ”წადი, ხრამში გადახტი”, რასაც თან სდევს ხოლმე ხრამში ხტომის ცნობილი გიფი. ეს ფრაზა ძირითადად გავრცელებულია ქართულ ფორუმებზე და შინაარსით იგივე დატვირთვას ატარებს, რასაც რუსული Аффтар, убей себя. ეს მხატვრული მოწოდება არის პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ ამა თუ იმ კომენტარის ავტორი სრულ სისულელეს ამბობს.

თავად ეს მოვლენა, რომ ჩვენს ინტერნეტშიც მკვიდრდება რაღაც-რაღაც ვაირალ გამოთქმები, კარგია, თუმცა ამაზე დიდხანს შეჩერებას არ ვაპირებ. მე მინდა წარმოგიდგინოთ კიდევ ერთი სურათი, რომელიც შეიძლება გამოიყენო როგორც ”წადი ხრამში გადახტი”-ს დასურათება.

მეგა ხრამი

და აქვე ლინკი იმისა, რა ხდება ამ სურათზე სინამდვილეში.

Advertisements

ძუძუთაშორისი სექსი


მართალი თუ გინდათ, არაფერ შუაშია სათაური და ის, რისი დაწერაც ამ პოსტში მინდა. საქმეც იმაშია, რომ ამ პოსტში არაფრის დაწერაც არ მინდა, თავი მაქვს აბსოლუტურად გამოცარიელებული, მხოლოდ უდაბნოს ქარის ნელი ზუზუნი ისმის ნახევრად დაწყვეტილ მავთულებს შორის, სათაური კი პირველივე  ფრაზაა, რომელიც თავში მომივიდა.

ზუსტად ისეა საქმე, როგორც მიხვდით, როგორც ხშირად ვარ ხოლმე და როგორ ყოფნაც სასტიკად არ მიყვარს. ორმოში ვარ ჩავარდნილი, უსაქმურობის და ბეზპონტობის ორმოში, არანაირი ახალი იდეა არ მომდის, ან თუ მომდის, იმუნიტეტის უქონლობის გამო სიზარმაცის ვირუსი კლავს და ჩანასახშივე სასაფლაოსკენ მიემგზავრება. სასაფლაოზე კი უკვე უამრავი კარგი, არაკარგი და ცუდი იდეა მარხია, ბევრი პერსპექტიული, ბევრიც ისეთი, რომ ცდა ღირდა, მაგრამ რა ვქნა, იმდენად ღრმა ორმოში ვარ, რომ ზემოთ ამოხედვას ვერ ვახერხებ, სადაც ეს იდეები შლიგინებენ.

არის საშველი საერთოდ? რამე გამოვა, თუ სამუდამოდ შემოქმედებითი კრიზისის ორმოში დავრჩები? აი მთავარი კითხვა, თუმცა ამაზე ფიქრითაც დიდად არ ვიცხელებ ტვინს – უბრალოდ მეზარება. იქნებ საერთოდ მოვკვდი?