ტვინის სიმსივნე


არსებობს ხალხის გარკვეული ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა წრეებში მოიხსენიებიან, როგორც ”პანკები”, ”გოთები”, ”ემოები” და ა.შ. ეს ჯგუფები ძირითადად გვხვდებიან თბილისის ცენტრალურ უბნებში (რუსთაველი, ვაკე, ვერა, ფილარმონია). ისინი თავის თავს უწოდებენ განსხვავებულ ხალხს, ასოციალურად იქცევიან და ცხოვრობენ. მათი ასოციალურობა რომ საღამოს 10 საათზე მთავრდება, როცა სახლში უნდა იყონ, თორემ მამიკო გაუბრაზდება, ეს ცალკე საკითხია, ახლა მინდა მოვყვე ერთი ისტორია, რომელიც საკმაოდ ძველია, მაგრამ ერთმა შემთხვევამ გამახსენა ეს ყველაფერი…

მოკლედ რომ ვთქვათ, 13-15 წლის პანკუხა ბავშვებში (სქესის მიუხედავად) ძალიან გავრცელებულია მანია, რომ მათ ჭირთ რაიმე საშინელი დაავადება, ტვინის კიბო, სისხლის გათეთრება და სხვა მსგავსი სასიკვდილო დაავადებები, რომელიც მაშინვე არ კლავს, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლებს უტოვებს. ისინი ამ თემას ატრიალებენ ყველა მხრივ და ყველანაირად და ცდილობენ მაქსიმალური დეპრესია გამოწოვონ ამ ყველაფრიდან.

ეს ყველაფერი საკმაოდ ძველი ლეგენდაა, მაგრამ ამასწინათ მომიწია ონკოლოგიურ საავადმყოფოში ასვლა, რაღაც საქმეზე. რა საშინელებაა… ”28 days later” ან რამე მსგავსი ფილმი თუ გაქვთ ნანახი ზომბებზე, დაახლოებით მსგავსი ხალხი დადის მთელ საავადმყოფოში, ზოგი ოთახიდან კვნესა ისმის, ზოგიდან მოთქმა, ალბათ დიაგნოზის გამო, უცებ გვერდით ჩაგივლის კაცი, რომელსაც ნახევარი სახე გასიებული აქვს, მეორე ნახევარი კი დაბინტული… მოკლედ, სტანდარტული უჟასტიკია…

ნეტა ამ პანკუხებმა თუ იციან რას იბრალებენ? სავარაუდოდ არა, თორემ არცერთი ჭკუათმყოფელი არ ისურვებდა ისეთ ზომბად ყოფნას, როგორებიც მე ვნახე…

Advertisements

არტ-იდეა


გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, როგორც იტყოდა ვიღაც ცაბაძე, ან უბრალოდ გამარჯობა ხალხო, როგორც იტყოდა ცხონებული ბაბუაჩემი, რომელსაც მე ვერ მოვესწარი.

რატომ გაწუხებთ ახლა, ალბათ უცნაურია და არც თემასთანაა დაკავშირებული ჩემი ოფლის დენა, მამენტ არც არაფერთან, უბრალოდ ღამეა, ვზივარ მონიტორთან, არ მეძინება, ან სულაც მეძინება, მაგრამ არ მინდა რომ დავიძინო, ხატოვნად რომ ვთქვათ გატრაკების ხასიათზე ვარ და ვატრაკებ… შეგიძლიათ ეს პოსტი უბრალოდ დააიგნოროთ და გადახვიდეთ შემდეგზე…

როგორც მოგეხსენებათ,არტ იდეის ბლოგი არც ისე დიდი ხნის წინ დაიქოქა, მაგრამ უკვე საკაიფოდ გაიქაჩა და დანავაროტკდა, რაც ალბათ ავტორების სიმრავლის ბრალიცაა, იდეის უჩვეულობისაც და სხვა მრავალი რამის, მოკლედ ფაქტია, რომ ბლოგი გაიქაჩა. მე კი მხოლოდ ამ დილით გავიგე საერთოდ რა ხდებოდა, ”… და მუნ მესმა ხმა იგი ჭურსა შიგან…” ჰოდა შევიჭყიტე და დავიშოკე. დავიშოკე არა მარტო იმიტომ, რომ ყველაფერი ასეთი კარგია და ა.შ. და ა.შ., როგორც ვინცხა იტყოდა ”გაწეპილი ბაზარი…”

…დამშოკა თემებმა, უფრო სწორად ნაწერებმა. შეიძლება ვინმემ მითხრას, ზედმეტად კრიტიკული ხარო, მაგრამ მე ეს მძლავრად მახატია გენიტალიებზე, ასე რომ ვიტყვი რამაც დამშოკა. სკოლაში ყველანი ვწერდით ალბათ თემებს, რომელთა სათაურებიც და შესაბამისად შინაარსებიც წლიდან წლამდე კი არა და თაობიდან თაობამდე არ იცვლებოდა, მე მქონდა კიდევაც, სანათესაოში წვალებით ნაშოვნი, ასეთი თემების კრებული, რომელმაც ჩემამდე რამდენიმე თაობის მომარაგება მოასწრო დაშტამპული ფრაზებით, რომელთაგან ოდნავი გადახვევაც კი მინუსად ითვლებოდა.

და აი ახლა, როდესაც გადავხედე ნაწერებს, ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ერთ-ერთი ასეთი რვეული მქონდა გადაშლილი და ვკითხულობდი გულისამაჩუყებელ ენაზე დაწერილ სტრიქონებს, რომლებიც ისე ჩაიფიქრა წლების წინ შემქმნელმა, რომ საკმარისია მხოლოდ რამდენიმე სიტყვის შეცვლა, ერთგან ცრემლის ჩამატება, მეორეგან განუხორციელებელი ოცნების, საერთო ფონად ნისლის დადება და შესანიშნავი სკუჩნი ნაწარმოები მზადაა, როგორებიც შეგვიძლია ვიხილოთ მეცხრე კლასელი გოგოს მეგობრობის დღიურში…

ასე რომ მოდით, ნუ ვიქნებით ზომბები…