ახალი ვიდეოარტი ნი2.გე – დან


როგორც უკვე მოგახსენეთ, გახლდით კვარიათში, სადაც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ვიდეო არტიც გადავიღე. აი ისიც:

ნი2 არტსი წარმოგიდგენთ ქრაუ პიქჩერზის ნაწარმს. ახალი ვიდეო არტი, რომელშიც მოთხრობილია ერთი მხატვრის ისტორია. გოჩა ბროსნანის სახელობის კავშირის გამოფენა. ვიდეო გადაღებულია სამოყვარულო კამერით, ჩვენი სუპერ ძლიერი ტექნიკის გამოყენების გარეშე. მონტაჟიც შესრულებულია თათარიახნად. ნი2-ის სუპერ კრეატიული შემადგენლობა იმედოვნებს, რომ ეს თქვენი სამაგიდო ვიდეო გახდება. ახლა კი თავად ვიდეო არტი:

წყარო:  http://ni2.ge/2010/vid-scarf-and-liberals/

Advertisements

სექსი კვარიათში 2010


მაშ ასე, თბილისო და ჩემო მკითხველებო. მე მივდივარ “ქარტული ბლოგინგის დღეებზე” კვარიათში. გავდივართ ახლა და ჩამოვალთ კვირას. შესაბამისად ეს ოთხი დღე დავისვენებთ (სავარაუდოდ) ერთმანეთისგან. თუ კიდევ ჩავიგდე ხელში ვინმეს ლეპტოპი (ტუკიჯას ლეპტოპს ვღეჭავ ახლა), მაშინ განვაახლებ რამეს, თუ არა და ეგაა.

მიზანი და მისია დიდი მაქვს. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ჩასვლისთანავე (თუ გზაშივე არა) უნდა გავილეშოთ, ასევე სტატია მაქვს ტაბულასთვის გასაკეთებელი. იმედია მექნება გონი შერჩენილი მაგისთვის. მანამდე კი – ზღვააააა!!!

ჯერჯერობიტ სურათი ავანსად:

საზღვაო ნოსტალგია


ერთი სიმღერა ჩამრჩა ჩემი საკურორტო ვოიაჟიდან, რომელსაც რამდენჯერაც არ უნდა მოვუსმინო, ყოველთვის ბათუმის განათებული ბულვარი და თეთრლიფიანი დაზაგრული სხეულები წარმომიდგება თვალწინ. ასე რომ მოუსმინეთ თქვენც და იქნებ თქვენც რამე გაგახსენდეთ: