როგორ ვაქციოთ მეტრო MMORPG თამაშად?


იმისათვის, რომ მეტროპოლიტენი (და სხვა მსგავსი ტრანსპორტები) ვაქციოთ თამაშად, არსებობს სულ ორი მეთოდი. პირველი მათგანია შევიდეთ ტორენტებზე, ვნახოთ კომპიუტერული თამაში Metro 2033, გადმოვწეროთ და გავირღვეთ თამაშში. მეორე მეთოდი კი უფრო კრეატიულია და მას ლონდონის მეტროს თავკაცებმა მიაგნეს. ეს მეთოდი იმდენად მომეწონა, რომ სიამოვნებით ვითამაშებდი მსგავს თამაშს თბილისშიც.

მიგნება კი მდგომარეობს შემდეგში. ყველასათვის მოსაბეზრებელი და დამღლელი მგზავრობისთვის რომ სახალისო და რაც მთავარია, მარკეტინგულად გამართლებული ფორმა მიეცათ, ლონდონელმა გენიოსებმა, რომლებიც სამგზავრო ბარათის (აი ჩვენც რომ გვაქვს, მასეთის) ყოველ გატარებას ისედაც აღრიცხავენ, ამ მონაცემებისგან თამაში შექმნეს. გააკეთეს საიტი, სადაც თამაშის მსურველი გადის რეგისტრაციას საკუთარი ბარათით, ეწერება სასურველ გუნდში და ვუალა – ის ავტომატურად ხვდება MMORPG-ში. საიტზე ყველა მოთამაშე იღებს კვესტებს, დაახლოებით “მიდი ამა და ამ სადგურიდან ამა და ამ სადგურამდე” და რევარდის სახით ექსპერიენს პოინტები ემატება. ოღონდ, მთელი ფიშკა იმაში მდგომარეობს, რომ მისვლაში იგულისხმება მართლა მისვლა, მეტროში ან ავტობუსში ჩაჯდომა და მისვლა. კვესტის შესრულება ავტომატურად ფიქსირდება, სამგზავრო ბარათის გატარებით. გარდა ამისა, ისევე როგორც ყველა თავმოყვარე MMORPG-ს ეკადრება, მოსულა მეტროს სადგურების დაპყრობა გუნდების მიერ, ხანდახან ჩითავენ NPC-ები, ბონუს კვესტებით და ა.შ., მოკლედ მშვენიერი თამაშია. ამ ყველაფრის სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

შეთქმულების თეორიის მოყვარულები ცხადია იტყვიან, რომ ეს არის ჩვენზე თვალთვალის კიდევ ერთი ნიმუში ან ინსტრუმენდი. დამშვიდდით მეგობრებო, ყველას რომ გვითვალთვალებენ ეს ისედაც ყველამ ვიცით და კრეატიულად მაინც გვითვალთვალონ, ისე რომ მათთვისაც სასიამოვნო იყოს და ჩვენთვისაც. მე ასეთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებდი, თქვენ არა?

მოდი, ვნახოთ რას ფირობს ერი:

ჰო, დამავიწყდა გუგლის მოყვარულებისთვის დამეწერა – თამაშის სახელია Chromorama.

Advertisements

გეიმერები


გუშინ თუ გუშინწინ, ვიჯექი რა დაღლილი სამსახურსა შიგან და ვფიქრობდი რა თამაში მეპოვა ისეთი, გულს რომ გახარებოდა და ტუპოი არ ყოფილიყო და დაყენება არ დაჭირვებოდა, მოკლედ ”რამე კაი თამაში”. ვოოდა ვიპოვე კიდეც ონლაინ-ბრაუზერ-mmoRPG, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ შევჯექი.

აქ არ დავიწყებ აღწერას რა და როგორ, ვისაც რამე ერპიჯი უთამაშია როდესმე, ვეტყვი რომ სტანდარტულია სავსებით და ვისაც არ უთამაშია, მათთვის აზრიც არ აქვს აღწერას. ასე რომ უბრალოდ გადავალ იმ მთავარ საკითხზე, რაც თავიდან მინდოდა რომ მეთქვა. ამ თამაშის საიტზე ვიპოვე უძალიანესი კომიქსოობრაზნი სურათი, სადაც ფაქტიურად ერთ კადრში არის აღწერილი მთელი პეწი და მახასიათებლები ონლაინ ერპიჯიებისა. მას აშე, გენადი, შემოიტანე ნახატი:

თამაშები თუ ქალები?


ფორუმჯიზე აგერ უკვე რამდენიმე ხანია თემაა გახსნილი, სადაც ქალები გულამოსკვნილი მოთქვამენ, რომ კაცებს თამაშები ურჩევნიათ ქალებს და გვადანაშაულებენ კიდეც (როგორ ბედავენ!). ამიტომაც ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ჩვენი პოზიციის გასამაგრებლად მოვიფიქრე 10 მიზეზი, თუ რატომ ჯობია თამაშები ქალებს. მაშ ასე:

1. თამაშის გადმოწერა შეგიძლია ნებისმიერი საიტიდან, სრულიად უფასოდ.
2. ერთ კომპზე შეგიძლია რამდენიმე თამაში გეყენოს და არაფერი იცოდნენ ერთმანეთის შესახებ.
3. შეგიძლია ითამაშო როცა გინდა და რამდენიც გინდა, თამაში არ ჩაირთვება თავისით და არ მოგთხოვს რომ “ითამაშო ახლავე და რაც შეიძლება სასტიკად”.
4. თუკი რაიმე სისულელეს იზამ, ნებისმიერ მომენტში შეგიძლია გააგრძელო სეივიდან.
5. თამაში ერთნაირად ირთვება თვის ნებისმიერ მომენტში.
6. რაც არ უნდა ბევრი ითამაშო, შეუძლებელია შექმნა მეორე თამაში.
7. შენ თავისუფლად შეგიძლია ითამაშო მეგობრის სეივით ან ჩარით, თქვენს მეგობრობაზე ჩრდილის მიუყენებლად.
8. ერთხელ დახურული და მობეზრებული თამაში შეგიძლია დააყენო მეორედაც.
9. იმისთვის, რომ ითამაშო, სულაც არ არის აუცილებელი ცალკე ბინა.
10. ახალდაყენებულ თამაშს არ ჭირდება დიდი ოდენობით ალკოჰოლი ჩასართავად, ალკოჰოლი 120%-იც საკმარისია…

ჰო, მაპატიეთ ისე ქალებო, არ მინდოდა, მაგრამ რას იზამ, თამაში თამაშია :D