მგზავრი


ფანტასტიური მოკლე ანიმაციაა. მგზავრი და თევზი პარკში – უყვართ თევზებს მუსიკა?

მკვდარი თევზები


ადამიანი რომ ცხოველია, ამაზე წინა გაკვეთილში ვილაპარაკეთ და ამის ნათელ მაგალითად ის ვიდეოც და საერთოდ ფაქტიც გამოდგება, ვიღაც ტიპი რომ ”დინინი დიშინის” მღერის ჯეოსტარის შესარჩევზე და მერე მთელი საქართველო ეკაიფება, დაწყებული უბრალო ინტერნეტ იუზერებიდან, ჟიურის გავლით დამთავრებული ვანოს შოუთი და ვაბანკში ამ ტიპის მიწვევით. თითონ ფაქტი თითქოს და არაფრით განსაკუთრებული არაა – იმღერა ტიპმა რაღაც Yლეურად, მოეწონა ხალხს და მიიწვიეს სხვადასხვა შოუებში. მაგრამ აქ მთავარია ის ფონი და დაფარული მესიჯი, რომლითაც ეს ყველაფერი მოხდა (ანალოგიური სიტუაციაა ”კოხორას” შემთხვევაში, ასე რომ მას ცალკე არ განვიხილავ) – ადამიანი თავისი ნების წინააღმდეგ აქციეს კლოუნად და ეკაიფებიან ყველა შესაძლო ფორმით. და რაც მთავარია თავად ”რუსთავი 2″-ის მესვეურებიც არანაკლებ სიამოვნებას იღებენ ამისგან, ვიდრე ის ხალხი, რომელზე ვითომ გათვლითაც ეს ყველაფერი კეთდება.

რუსთავი 2-ის შოუმეიკერების ავადმყოფური ფანტაზია ამ ყველაფერსაც გაცდა და ახალი შედევრი წარმოგვიდგინა. ამჯერად ქალი, გადაცემა ”ნიჭიერი”-ს მონაწილე, რომელსაც ”უყვარს პალმები და პაციფისტი მწერლები” (ან ევკალიპტები და მწერლები, არ აქვს დიდი მნიშვნელობა ამას). ეს არის ვიდეო, რომელიც თუკი მის გამავრცელებლებს დავუჯერებთ, შემთხვევით მოხვდა ინტერნეტში, რუსთავი ორის მიუვალი სერვერებიდან. ნეტავ მართლა ასეთი მარტივი მოსაპარია ვიდეოები მათგან?

თავად ვიდეო, ისევე როგორც მისი წინამორბედები, არანაირ მხატვრულ ღირებულებას არ წარმოადგენს. ეს არის ერთი უნიჭო ქალი, რომელსაც გონია, რომ იგი ნიჭიერია და ცდილობს ხალხსაც აჩვენოს ეს ყველაფერი. რატომ ამოირჩა ეს ვიდეო (სხვათაშორის დამონტაჟებული და არა შავი მასალა) ”შემთხვევით” ინტერნეტში მოსახვედრად, მგონი ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს – ეს არის ვაირალ ვიდეოს შექმნის მცდელობა და ამ იდეის ავტორების სასარგებლოდ უნდა ვთქვა, რომ საკმაოდ წარმატებულიც. მთავარი ეს არ არის, მთავარია ამ ქმედების მორალური მხარე, რაც ჩემი აზრით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მეტიც – ეს ყველაფერი არის კლასიკური გაგების ღორობა და ჩემთვის დგას იგივე დონეზე, რაც არის სულით ავადმყოფებზე კაიფი.

მოდით თქვენ თავად შეაფასეთ ეს ვიდეო, რამდენად ”შემთხვევითაა” იგი მოხვედრილი ინტერნეტში და რამდენად გამართლებულია მისი ამ კუთხით გავრცელება. ვინაიდან და რადგან მაივიდეოს ჩასმა აქ შეუძლებელია, ამიტომ შემოგთავაზებთ ლინკის სახით. მაესტრო, ფონოგრამა: http://www.myvideo.ge/?video_id=742415