ფლეშმობი ”კინოთეატრი” [მომზადება]


დიდი ხანია ვაპირებდი ფლეშმობის გაკეთებას, ან ველოდებოდი, როდის გააკეთებდა ვინმე სხვა და აი, როგორც იქნა, გადავწყვიტე ავიღო ფლეშმობის ორგანიზება თავზე.

მოკლედ ინტრო – ფლეშმობი არის წინასწარ დაგეგმილი არტი, რომლის დროსაც გარკვეული რაოდენობის ადამიანები იკრიბებიან საზოგადო ადგილზე, აკეთებენ სრულიად შეუსაბამო რაღაცეებს რამდენიმე წუთის განმავლობაში და შემდეგ იშლებიან. ამ ყველაფრის მარილი იმაშია, რომ ფლეშმობს უნდა ჰქონდეს დაუგეგმავი სახე.

სანამ მსოფლიო ფლეშმობების მარგალიტებს შემოგთავაზებდეთ, მინდა გაგაცნოთ იდეა, რომელიც რამდენიმე ხნის წინ მოგვივიდა მე და საბუნიას თავში. ანუ ni2.ge-ს. ვაციტირებ ფორუმიდან:

ტელევიზიასთან რომ არის პატრულის ვიტრინებიანი შენობა, იმის წინ არის გადასარევი პარკი, სადაც შეიძლება მოეწყოს ასეთი ფლეშმობი:

დათქმულ დროს მიდის 30-50 კაცი მანდ თავისი სკამებით, დგამენ ისე, როგორც კინოთეატრში დგას, სხდებიან და უყურებენ.

შეიძლება რამდენიმე ექსტრა ვეში:

  • პოპკორნები
  • დაგვიანებით მოსული როჟა რომ სკამებს შორის ჯდება გვერდული სიარულით
  • უკანა რიგებში მოზასავე წყვილი
  • რაღაც “საშიშ” მომენტებში ერთდროული კივილი
  • “რამაწიჩნი” მომენტებზე ტირილი
  • მობილური არ უნდა გამორთოს ერთმა და შუა ,,ფილმის” დროს დაურეკოს
  • “კულმინაციურ მომენტებში” ქართული ხასიათის გათვალისწინებით ყველა ერთდროულად უკრავს ტაშს.
  • “ლენტის გაწყვეტისთვის” სტვენა და პოპკორნის წვიმა გავუშვათ ვიტრინისკენ.
  • სხვა…
    მსურველები და იდეის მომხრეები ჩაეწერეთ, სავარაუდო დრო – აღდგომის შემდეგი კვირადღე.
    პ.ს. ვიდეოს გადაღება აუცილებელია Continue reading “ფლეშმობი ”კინოთეატრი” [მომზადება]”
Advertisements

Наушники в бою! [Colored Urls]


როგორც იქნა მეწვია აღმაფრენა და დავიწყე ვეშის კეთება, მუზიკალნი ვეშის. აღმაფრენასთან ერთად მროველაც მეწვია თავისი ფოტოაპარატით და გადავიღეთ რაღაც-რაღაცეები სამუშაო პროცესიდან. თან პრინციპში კამერის ტესტიც გამოვიდა.

თავად ვიდეოში რაც ხდება დიდი არაფერია, მაგრამ ვიდეოს ხარისხზე შეგიძლიათ იკაიფოთ და ასევე მოისმინოთ ის ვეში, რომელსაც ვაკეთებ… დემო, მაგრამ ექსკლუზივი. გენადი, ფონოგრამა:

link: http://vimeo.com/4197158

p.s. ამ პოსტის მისამართის ფერი არის ეს… ცხადია რანდომზეა არჩეული. ისე კარგი იდეაა, ასეთ 16-ობით კოდს დავარქმევ ხოლმე პოსტებს რანდომულად და მერე ვნახავ რა ფერი გამოვა html კოდში. ანუ მარტივად რომ ვთქვათ – ამ პოსტის მისამართია f89ad0, რაც ფერში შეესაბამება ამას. სახელიც მოვიფიქრე – Colored Urls.

იდეების კონდენსატორი


აი გადაცდა შუაღამეს და მეც გადავცდი იმ ზღვარს, რომლის ქვემოთ წერა მეზარება ხოლმე. ეს არ არის დღეს პირველად და სავარაუდოდ არც უკანასკნელად. მაგრამ ღამის თორმეტ საათზე რაზე დავწერო? ყველაფერი ხომ დღისით ხდება, იდეებიც დღისით მომდის, მაგრამ წერა მეზარება, მაშინებს ”ვრაიტის” ფანჯარა, შუაღამისას კი თუ რამე არაჯანსაღის გავლენის ქვეშ არ ვარ, იდეები არ მომდის. მაშ არ არის საშველი?

საშველი ცხადია არის და ამ საშველის არსებობის შესახებ კარგა ხანია ვიცი, უბრალოდ თავი ვერ მოვაბი ყიდვას. ესაა სრულიად ჩვეულებრივი, მცირეფორმატიანი ბლოკნოტი, რომელიც თავისუფლად ეტევა როგორც გულის და კურტკის, ასევე ტრაკის ჯიბეებშიც. მასში დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება ჩავიწერო ნებისმიერი იდეა, სათაური, მოვლენა, იდეა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ იდეები ბევრი მომდის, მაგრამ საღამოსკენ მავიწყდება. ჩემი ქართულის მასწავლებელი მეუბნებოდა ხოლმე სკოლაში, ყველაზე საუკეთესო მეხსიერებას ფურცელი და მკრთალი მელანი ჯობიაო. ჰოდა მეც მეღირსა და ტრაკის ჯიბეში ბლოკნოტით დავიწყე მოძრაობა. ჯერჯერობით დანიშნულებისამებრ არ გამომიყენებია, მაგრამ ყველაფერი წინაა, როგორც ჩემი საპოლჩანინი სოკო იტყოდა ”ჯერ სად ხარ”.

ისე ერთი ფოტოაპარატი რას დამხატავდა…

”რეალითი” ბლოგები


კაცობრიობა რომ შოუთი და შოუსთვის ცხოვრობს, ეს ჯერ კიდევ რომაელებმა იცოდნენ, ”პური და სანახაობაო” რომ თქვეს, მაგ რომაელებმა ზუსტად. მაგრამ დღეს სულ უფრო და უფრო მეტი რაღაც იღებს შოუს სახეს. შოუს ერთ-ერთი სახეა ე.წ. ”რეალითი”, სადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანის ცხოვრების რაღაც ეპიზოდია აღწერილი. როგორც აღმოჩნდა, რეალითები ყველაზე მეტად ყურებადია შოუებში, ქალების ტალახში ჩხუბის შემდეგ, ხოლო რეალითი ქალების ჩხუბით – ეს არის იდეალური შოუ.

ეს რაც შეეხება ყურებას, ტელევიზორს და ასე თუ ისე ნაკლებად ინტერაქტიულ მედიაფორმებს. დღესდღეობით რეალითის ფორმა ინტერნეტშიც კარგად არის გამჯდარი და სხვადასხვა ”რეალითი ბლოგებში” იჩენს თავს. იყო ეგეთი შემთხვევა, როდესაც ათასობით მკითხველი ყოველდღე ელოდებოდა გოგონას წერილს, რომელიც სუიციდამდე დღეებს ითვლიდა. და აი ისიც, რეალითი ბლოგები საქართველოშიც გამოჩნდნენ და  მკითხველების სიმცირით ვერც დაიჩივლებენ.

ჯინეტის თვალიერებისას ხშირად მხვდება ხოლმე ბლოგები, საკმაოდ პირადული სათაურებით, სადაც პირველ პლანზე ფიგურირებს სიტყვები ”დღიური”, ”საიდუმლო” და ა.შ.. ერთი მხრიდან რომ შევხედოთ ამ ყველაფერს, გაგიკვირდება კაცს, რატომ უნდა დამაინტერესოს სიტყვაზე მე ვიღაცის დღიურმა, სადაც დაწვრილებითაა აღწერილი როგორ გაატარა ავტორმა მთელი დღე, დილით კბილების გახეხვიდან, საღამოს ტამპონის გამოცვლამდე. მაგრამ რატომაც არა? გასაღების ჭუჭრუტანა ხომ კაცობრიობის ერთ-ერთი მოწინავე გამოგონებაა, ის რომ არ ყოფილიყო ხომ არ გვექნებოდა საშუალება სხვისი ცხოვრებით ტკბობისა და საერთოდაც, თუკი ტელევიზიაში ასეთი პოპულარულია საცვლების დემონსტრირება, რატომაც არა ბლოგებში?

მოკლედ, ეს ყველაფერი მაინც ბოლომდე აუხსნელი მოვლენაა, მაგრამ ამავე დროს გამოსაყენებელი, ახლა ვფიქრობ ხომ არ გამეკეთებინა რამე მსგავსი ბლოგი, რომელსაც იმენნო რეალითი შოუს სახე ექნებოდა, რამდენიმე არსებული თუ არარსებული პერსონაჟით, ინტერნეტისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არც უნდა ქონდეს, პრინციპში და გამეშვა, დაე იფრინოს… ვნახოთ, ვნახოთ…

არტ-იდეა


გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, როგორც იტყოდა ვიღაც ცაბაძე, ან უბრალოდ გამარჯობა ხალხო, როგორც იტყოდა ცხონებული ბაბუაჩემი, რომელსაც მე ვერ მოვესწარი.

რატომ გაწუხებთ ახლა, ალბათ უცნაურია და არც თემასთანაა დაკავშირებული ჩემი ოფლის დენა, მამენტ არც არაფერთან, უბრალოდ ღამეა, ვზივარ მონიტორთან, არ მეძინება, ან სულაც მეძინება, მაგრამ არ მინდა რომ დავიძინო, ხატოვნად რომ ვთქვათ გატრაკების ხასიათზე ვარ და ვატრაკებ… შეგიძლიათ ეს პოსტი უბრალოდ დააიგნოროთ და გადახვიდეთ შემდეგზე…

როგორც მოგეხსენებათ,არტ იდეის ბლოგი არც ისე დიდი ხნის წინ დაიქოქა, მაგრამ უკვე საკაიფოდ გაიქაჩა და დანავაროტკდა, რაც ალბათ ავტორების სიმრავლის ბრალიცაა, იდეის უჩვეულობისაც და სხვა მრავალი რამის, მოკლედ ფაქტია, რომ ბლოგი გაიქაჩა. მე კი მხოლოდ ამ დილით გავიგე საერთოდ რა ხდებოდა, ”… და მუნ მესმა ხმა იგი ჭურსა შიგან…” ჰოდა შევიჭყიტე და დავიშოკე. დავიშოკე არა მარტო იმიტომ, რომ ყველაფერი ასეთი კარგია და ა.შ. და ა.შ., როგორც ვინცხა იტყოდა ”გაწეპილი ბაზარი…”

…დამშოკა თემებმა, უფრო სწორად ნაწერებმა. შეიძლება ვინმემ მითხრას, ზედმეტად კრიტიკული ხარო, მაგრამ მე ეს მძლავრად მახატია გენიტალიებზე, ასე რომ ვიტყვი რამაც დამშოკა. სკოლაში ყველანი ვწერდით ალბათ თემებს, რომელთა სათაურებიც და შესაბამისად შინაარსებიც წლიდან წლამდე კი არა და თაობიდან თაობამდე არ იცვლებოდა, მე მქონდა კიდევაც, სანათესაოში წვალებით ნაშოვნი, ასეთი თემების კრებული, რომელმაც ჩემამდე რამდენიმე თაობის მომარაგება მოასწრო დაშტამპული ფრაზებით, რომელთაგან ოდნავი გადახვევაც კი მინუსად ითვლებოდა.

და აი ახლა, როდესაც გადავხედე ნაწერებს, ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ერთ-ერთი ასეთი რვეული მქონდა გადაშლილი და ვკითხულობდი გულისამაჩუყებელ ენაზე დაწერილ სტრიქონებს, რომლებიც ისე ჩაიფიქრა წლების წინ შემქმნელმა, რომ საკმარისია მხოლოდ რამდენიმე სიტყვის შეცვლა, ერთგან ცრემლის ჩამატება, მეორეგან განუხორციელებელი ოცნების, საერთო ფონად ნისლის დადება და შესანიშნავი სკუჩნი ნაწარმოები მზადაა, როგორებიც შეგვიძლია ვიხილოთ მეცხრე კლასელი გოგოს მეგობრობის დღიურში…

ასე რომ მოდით, ნუ ვიქნებით ზომბები…