რამდენს გადაიხდი – არტიდეასთვის


Infecter Mushroom – Tasty Mushroom (sound track)

…ბნელა, დახუთული და ნესტიანი ჰაერია, უცნაური სუნით გაჟღენთილი, სუნი ოფლის, ალკოჰოლის, ქალის, კაცის და ეს ყველაფერი ერთმანეთში აზელილი. სიბნელეს ხანდახან ელვა კვეთს და წამით ჩანს სახეები, წაშლილი, დამახინჯებული, არაადამიანური, ორ-ორი ცხვირებით და უცნაური, თითქოსდა არაბუნებრივ ადგილას ამოსული მესამე თვალებით. ვაკვირდები გარშემო ყველაფერს და ვატყობ, რომ სიბნელე ნელ-ნელა ქრება, ვარდისფერი, სქელი და წებოვანი ნისლით ივსება გარემო… მე ვცდილობ წამოვდგე, მაგრამ რომელიღაცა ორცხვირა და სამთვალა დემონი მეჯახება და უფსკრულში ვვარდები…

…მწვანე ბალახზე ვწევარ პირქვე, თუმცა ვერ ვარჩევ, მართლა მწვანეა თუ არა ბალახი, იმდენად ახლოს მაქვს სახესთან, მაგრამ რადგანაც სუნი ბალახის აქვს და ბალახი მწვანეა, ალბათ ეს ბალახიც მწვანე იქნება. ასე რომ მწვანე ბალახზე ვწევარ პირქვე, თუმცა ნამდვილად ვერ ვხვდები, ვწევარ თუ არა, სხეულს ვერ ვგრძნობ, მაგრამ რადგანაც ცხვირთან ასე ახლოს ვგრძნობ ბალახის სუნს, ე.ი. ზედ ვწევარ, პირქვე…

თვალები გავახილე და გადმოვბრუნდი, ცოტა ხანს გაოცებული ვუყურებდი ცას და თვალებს ვაფახულებდი, მერე კი ჩამეცინა – ცის ადგილას ზუსტად ისეთი ბალახი იყო, როგორზეც მე ვიჯექი, გარშემო მთლიანად ბალახისფერი სამყარო იყო… და ეს საოცარი ბალახის სურნელი… Continue reading “რამდენს გადაიხდი – არტიდეასთვის”

თვალთა ვარამი


აჰათ თქვენ ფილტვი და ითამაშეთ… შუაში რომ ჯვარია, იმას მიაცივდით თვალებით და ნახეთ რა მოხდება ცოტა ხანში…

ფრიად საინტერესო ილუზიაა :-)

ვაი თვალი

%d bloggers like this: