გამარჯობა სამყაროვ


მოგესალმები უმადურო და სიბინძურით აღსავსე სამყაროვ. კი არ ხარ ღირსი, რომ პოსტი მოგიძღვნა, მაგრამ სხვა რა გზა მაქვს, ღმერთებმა დამავალეს, რომ ასე უნდა მოვიქცე. მე მინდა ჩემი ინტერნეტ პროვაიდერის შესახებ მოგიყვეთ, რომელზეც მანამდეც ბევრჯერ მითქვამს ტკბილი სიტყვები, მაგრამ გპირდებით, რომ შემდეგ პოსტებში მასზე აღარ ვილაპარაკებ.

იყო დრო, როდესაც მე კავკასუსის დიესელის ასე თუ ისე ბედნიერი მომხმარებელი ვიყავი, მიუხედავად ხშირი დისკონექტებისა, მაღალი პინგებისა თუ სხვა ბედნიერებებისა, რასაც ასე თუ ისე მივეჩვიე. მთავარი ხომ ის იყო, რომ ინტერნეტი თითქმის ყოველთვის მქონდა. შემდეგ ეგ ყველაფერი დაიფუშა, კავკასუსის და ტელეკომის ცნობილი თაქის შედეგად და მეც ერთთვიან ოფლაინ რეჟიმში აღმოვჩნდი, რომელ დროსაც ერთი თემატური არტიც მივუძღვენით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ამ ლინკზე.

და აი გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს, ოფლაინი დამთავრდა და ჩემთან ჯელინკი შემოვიდა. ეს იყო დაახლოებით თვენახევრის წინ. ის დღე იყო და ის დღე, ვიფიქრე დავისვენე როგორც იქნა და აღარ მომიწევს გინებით აკლება კავკასუსის ოფისისათქო, მაგრამ თურმე სადა ბანაობ. ჯერ იყო და ნელ-ნელა დაიწყეს შემოპარება და ერთ დღესაც, როდესაც კომპი ჩავრთე, ინტერნეტის მაგივრად ყვითელი სამკუთხედი დამხვდა საათის გვერდზე. დაახლოებით ორი-სამი კვირის განმავლობაში დღეგამოშვებით მოდიოდა ხელოსნების კამანდა, გათიშავდნენ სადარბაზოს როუტერს, მიაერთებდნენ ახალ მეზობელს და როუტერის ჩართვა, რაღა თქმა უნდა, ორიოდე დღის განმავლობაში არც ახსენდებოდათ. მოკლედ, დავიტანჯე, გავწამდი, ამდენი რეკვით კავკასუსის ქოლცენტრის გოგოები ხმაზე მცნობენ და ორი უკვე ცოლობას მთხოვს საერთოდ. საქმეა ეს? ამაში უნდა ვიხდიდე ჩემს ოფლით და სისხლით ნაშოვნ ფულს?

ასე და ამგვარად დადგინდა, რომ კავკასუსი შეგნებულად აკეთებს ამას, ზრუნავს რა ჩემზე, რათა არ გავხდე ინტერნეტდამოკიდებული. მეც მადლობის მეტი რა მეთქმის? ან მეტი რომც ვთქვა, რა აზრი აქვს?

მორალი: ნუ ენდობით პროვაიდერებს, შექმენით თქვენი საკუთარი.

პ.ს. შემდეგ პოსტებში წარმოგიდგენთ პატარა ადოლფს, ჩემს უინტერნეტობის დროს შექმნილ შედევრს.

მორიგი დაჯმა ქართულ ჰოსტინგებს


გაბრაზებული ვარ, აი ძალიან გაბრაზებული ვარ, ისე გაბრაზებული, რომ ეს კლავიატურა ძალიან რომ არ მიყვარდეს, ფანჯრიდან ვისროდი. ეს პოსტიც, რომელიც მთლიანად ეხმიანება სათაურს, გაბრაზებულ გულზეა დაწერილი და სულ ყლეზე მკიდია, თუკი ვინმე იტყვის – ოჰ, გაბრაზებული ხარ და იმიტომ ამბობ მასეო.

დიახაც, რომ გაბრაზებული ვარ და მიზეზიც მაქვს, თანაც ისეთი, ლამის შვილის მკვლელობას  რომ უტოლდება და შესაბამისად, შურისძიების სურვილიც მამოძრავებს, ოღონდ არ ვიცი ვიზე ვიძიო შური და როგორ.

საქმე იმაშია, რომ გემახსოვრებათ ალბათ ჩემი საიტი, რომელიც ლამისაა ბლოგზე ადრე მქონდა შექმნილი, სადაც ჩემი გაკეთებული ლამაზი და საყვარელი ბეჭდები და გიფები ეყარა, სმაილიკებითურთ. მისამართიც გემახსოვრებათ ალბათ – Stamp.Caucasus.net (ვინც ჩემდათავად კავკასუსზე აიღოს დღეიდან ჰოსტინგი), ჰოდა ამ საიტმა პატიოსნად იმსახურა ოთხიოდე წელი, სანამ ამ რამდენიმე დღის წინ არ აღმოვაჩინე, რომ გაითიშა. ცხადია გავოცდი, თუმცა ძალიანაც არა, რამდენჯერმე ადრეც მოუვიდა ასე და რამდენიმე საათში გამოსწორდა. მაგრამ როცა მთლი დღე გავიდა ისე, რომ არაფერი შეცვლილა, შევშფოთდი და ადმინსტრაციას დავუკავშირდი.

და აი, სამდღიანი არაინტენსიური მიმოწერის შედეგად დადგინდა, რომ ჩემი ოქრო და შვილივით საყვარელი საიტი, რომელიც მხოლოდ იმიტომ მქონდა ამ დედამოტყნულ ჰოსტინგზე, რომ თავიდან ავიღე ეგ სახელი და შემდეგ გადატანას მოვერიდე, გაუთიშავთ იმიტომ, რომ ამ ნომერზე მოგვიანებით კიდევ რაღაც ყლე საიტები ყოფილა რეგისტრირებული, რომლებიც არავინ იცის საიდან გაჩნდა. საოცარი იქნებოდა ალბათ ჩემი პრეტენზიები ე.წ. უფასო ჰოსტინგის მიმართ, ამ ”უფასო” დედამოტყნულობაში რომ 70 ლარს არ ვიხდიდე თვეში, ინტერნეტის გადასახადის სახით.

მაშ ასე, კიდევ ერთი გაკვეთილი და მაგალითი მეგობრებო, არ შეიძლება ენდო არცერთ ქართულ ჰოსტინგს, რაც არ უნდა საიმედო და სტაბილური ჩანდეს ის. ამ საიტს კი ეშველება რამე, ბოლო ბოლო რამე ცალკე დომეინს ავიღებ და იმას დავჰოსტავ სადმე, მაგრამ კავკასუსის ყლე მიდგომას რომა რ ეშველება საკითხისადმი, მაგაშია საქმე.