დაბადება


გუშინ, დოდკასი არ იყოს, სამშობიაროში ვიყავი. არა, არც ჩემი ბავშვი გაჩენილა და მე, როგორც ნამდვილ ახალბედა მამას შეეფერება გარეთ არ მინერვიულია, არც ძმაკაცის ან დაქალის ბავშვი გაჩენილა და მე როგორც ნამდვილი ახალბედა მამის ნამდვილ ძმაკაცს შეეფერება კაპოტზე სუფრა არ გამიშლია და საერთოდ, ბავშვების სანახავად არ ვყოფილვარ.

საქმე იმაშია, რომ გუშინ მძიმე დღე მქონდა, ძალიან მძიმე დღე. და დღე რომ მძიმე იქნებოდა, ამას გუშინ დილითვე მივხვდი, როდესაც ლუდის ცარიელმა ბოთლებმა საწოლის გვერდზე გამახსენეს, რომ წესით თავი უნდა მქონოდა გახეთქვაზე. ასე იყო თუ ისე, საღამოსკენ შოსთან და კამპანიასთან ერთად შარაგულში მოვხვდი, გაუგებარი მექანიზმებით ფხიზელმა გამოვაღწიე იქედან, თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა ეს მდგომარეობა და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ღამის 12 საათისკენ ჩაჩავას სამშობიაროს ეზოში ვიდექი და ვიღაც სიამაყით აღსავსე ტიპს რაღაცეებს ვულოცავდი. ვინ იყო ის ტიპი, ბუნდოვნად მახსოვს.

სამშობიაროს ეზო გატენილი იყო ხალხით, მანქანების კაპოტებზე შამპანურები ჩამოწურწკულებდა და შოკოლადების ნატეხები ეყარა, ვიღაც ვიღაცას ეხვეოდა, ვიღაცა ფანჯრებს შებღაოდა რაღაც უცნაურ სახელს, მაგრამ ამაზე არ ვწერ ახლა. ამ მთელს აურზაურში ადვილი შესამჩნევი იყო გარკვეული სეპარატისტული დაჯგუფებები, რომლებიც სმაშიც, ღრიანცელშიც და საერთო აურზაურშიც თითქოს იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მაინც იყო მათში რაღაც უცნაური. ეს დაჯგუფებები გარეგნულად წარმოადგენდა ერთად მდგომ ორ-სამ გოგოს, რომლებიც უცნაურად დადუმებული სახეებით წრუპავდნენ შამპანურს და ასევე უცნაური სახეებით ამოიოხრებდნენ ხოლმე. როგორც შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებამ ცხადყო, ეს გოგოები იყვნენ ძირითადად იმ დღის გმირების დაქალები.

საოცარია პირდაპირ, მართლაც რამდენად განსხვავდება ქალის და კაცის აზროვნება, ამ ერთ პატარა მაგალითზე დაფუძნებითაც კი. იქ შეკრებილი საზოგადოების მთელი მამრი ნაწილი გაქაფული დარბოდა იქეთ-აქეთ,  მოარბენინებდა აღნიშვნის საშუალებებს, დაძვრებოდა ექიმებთან და ცდილობდა ვინმე მოექრთამა, რათა მისი ნაყიდი ორცხობილების პაკეტი, ერთადერთი და განუმეორებელი პაკეტი სხვა დანარჩენებს შორის, მოხვედრილიყო იქ, სადაც საჭიროა. მდედრები, უფრო კონკრეტულად კი  სეპარატისტული დაჯგუფებები, ამ დროს თავიანთ წარმოსახვაში უკვე ვინ იცის მერამდენედ მშობიარობდნენ, ბედნიერი სახეებით იყურებოდნენ ფანჯრებიდან, მიირთმევდნენ იმ ერთადერთ და განუმეორებელ ორცხობილის პაკეტს, რომელმაც მათ პალატამდე მისაღწევად გრძელი და რთული გზა გაიარა და ამ დროს თვალებით ამ თავიანთი წარმოსახვის პოტენციურ გმირებს არჩევდნენ ფარულად, ეზოში შეკრებილ ხალხში.

ასეა თუ ისე, ბავშვის დაბადება მართლაც ყველას უხარია, თავად ამ ბავშვის გარდა. რა ეგოიზმია ჩვენი მხრიდან…

ავატარები – მასებს


გაივსო სამყარო უკვე, ტევა აღარაა, ყველგან არიან, ყველაფერს მიწვდნენ, ყველას გადაბირებას ცდილობენ! ზარმაც ხალხზე მაქვს ლაპარაკი და მიუხედავად იმისა, რომ მეც მივეკუთვნები მათ რიგებს, ამჯერად მესამე პირში ვისაუბრებ.

საქმე იმაშია, რომ ძრავი, რომელიც ამუშავებს ამ შესანიშნავ ბლოგს, ზუსტად იმ გათვლით, რომ სამყარო სავსეა ზარმაცი ხალხით, რომლებსაც სიკვდილივით ეზარებათ ვორდპრესზე დარეგისტრირება და თავისი პროფილის შექმნა, იქნება ეს მცირედი ინფო თუ უბრალოდ ავატარი, ამიტომაც ეს პროცედურა დაყვანილია სამიოდე დაკლიკებამდე, თუმცა სიზარმაცე რის სიზარმაცეა, კაცს თუ სამი დაკლიკება არ დაეზარება, ამ ყველაფრიდან გამომდინარე სავსეა პოსტები რუხი კაცის პორტრეტიანი  კომენტარებით.

დღეიდან, გაიმარჯვა რა კომუნიზმმა და მასობრივნა აზროვნებამ, ავატარებს ურიგებენ ყველას, უფასოდ და მასობრივად, დღეიდან აღარ მოგვიწევს რუხი კაცის პორტრეტების ყურება კომენტარებში, მათ შეცვლის ლამაზი და უნიკალური სურათები, რომლებიც არ მეორდება და არ თავდება.

გაიხარეთ, ზარმაცებო.

( უფრო დაწვრილებით წაიკითხეთ აქ )

”მე მინდა რომ ქმარმა მარჩინოს”


ბევრი ქალისგან გამიგონია, რომ მათ უნდათ ქმარმა ისინი არჩინოს. თვით ტერმინი ”რჩენა” თავის თავში უკვე შეიცავს დამამცირებელ ნოტებს, ჰოდა ვიფიქრე, ვიფიქრე და ჩამოვაყალიბე ფორმულა, რას ნიშნავს ქმრის ნარჩენი ქალი.

მაშ ასე ქმარი, ფიზიკური სიდიდე, მთელი თვის განმავლობაში ”მუხლჩაუხრელი”  შრომის შედეგად როგორც იქნა მივა იმ დღემდე, რომელსაც ყველა ელოდება მთელი თვის განმავლობაში, ანუ აიღებს ხელფასს. ხელფასიდან 100 მწვანეს მაშინვე გადადებს ”შავი დღისთვის”, შემდეგ გადაურეკავს თავის ორიოდ უახლოეს ძმაკაცს და საზეიმო ტონით აცნობებს მათ ”შავი დღის დადგომას”. ძმაკაცები გადახედავენ ფონდს, აიღებენ თავიანთი შავი დღეებისთვის გადადებულ ას-ას მწვანეს და ისინი მეგობრულად და შეხმატკბილებულად მიდიან უძველეს პროფესიონალებთან, ხალხურად ბოზებთან.

ნაგულავები, შეზარხოშებული და კარგ ხასიათზე მოსული ქმარი სახლში გამთენიისას (არ არის აუცილებელი იმავე დღის გამთენიისას, გააჩნია ფული რამდენზე ეყოფათ) ბრუნდება, მის მოლოდინში ღამენათევ ცოლს ფულს მიუყრის, ”შემდეგ თვემდე იმყოფინეო” მიაძახებს, ერთსაც მიაგინებს, სადილი ცხელი რატომ არ არისო და მკერდის ფხანა-ფხანით მიაშურებს საწოლს. უკვე ნახევრად ძილბურანში მყოფი ერთს ამოიგმინებს ”ქალო ბავშვი გააღვიძე, პიანინოზე უნდა დავაკვრევინოო”, ცოლის პასუხზე, რომ მათ პიანინო არ აქვთ, ერთსაც კიდევ მიაგინებს გემოზე და ხვრინვას ამოუშვებს.

ეს გინდათ, დავიჯერო? spy

დედას შევეცი


აი ეგრე, უბრალოდ დედას შევეცი…

მინდა განვიმუხტო და ან აქ უნდა ვიგინო და ან უნდა გავიდე და უდანაშაულო კნუტები… რა იყო და ვიღაცეებს სახეები უნდა ავახიო, ან თუ ბევრი ვიღაცა იქნება – ამახიონ… შედეგს დიდი მნიშნველობა არ აქვს, მთავარია მიზეზი… ან მიზანი… ან მიზეზი, რომელმაც ეს მიზანი დამისახა.

მამენტ მიზეზი ადვილი საპოვნია – უბრალოდ დაგროვდა, როგორც ვულკანის ყელში (ყელში) გროვდება ლავა და უცებ ბაც, ამოხეთქა.

ამიტომაც დედას შევეცი, როგორც უკვე ერთხელ ავღნიშნე სათაურში და… მეტი მგონი არც არაფერი…

დიდი მადლობა მოსმენიზა…