ნუ წვავთ ფულს


დღეს მე და გეგა ვიყავით ცოდნის ტაძრის მიდემოებში და აღმოვაჩინეთ, რომ გვქონდა ზედმეტი ლარიანი. მართალია ფული ზედმეტი არ არსებობს, მაგრამ ეს ისეთი იყო, ჯიბეში რომ არ ჩაიდებოდა და ხელი რომ არ მოეკიდებოდა. ბევრიც არ გვიფიქრია და გადავიღეთ იდეინი როლიკი ”ნუ წვავთ ფულს”. მართლაც, რამდენი ადამიანი არსებობს, რომელიც დილით სახლიდან გამოსვლისას მიდის მაღაზიაში, ახურდავებს ორლარიანს ერთ კოლოფ სიგარეტზე და მერე მთელი დღის განმავლობაში წვავს. ფილტვების გაფუჭებას ჯობია ისევ ესე დაწვა, როგორც მე და გეგამ ვქენით. მორალი: კურიწ ვრედნო.

და ისე კი მეც შევდივარ იმ ადამიანების რიცხვში, რომლებიც ფულის წვით არიან დაკავებულები, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობ თავი ავარიდო მის ასეთ უთავბოლო გამოყენებას და განადგურებას, მითუმეტეს თუ მაქვს შანსი სხვას შევუწყო ხელი საკუთარი ფულის მოსპობაში.  მორალი: კურიწ სვაი სიგარეტი – ვრედნო.

მაშ სად წავიღოთ ის ფული, რომელიც უნდა დაგვეწვა მთელი დღის განმავლობაში? რაღა თქმა უნდა უნდა დავწვათ, დასაწვავი მუდამ უნდა დაიწვას, თუკი დავაპირებთ ამ ფინანსების სხვა საქმეში გამოყენებას, ის საქმე აუცილებლად ჩაგვეშლება, ასე რომ მორალი (??): დასაწვავი დაიწვას. ახლა კი ვიდეო:

Link: http://www.youtube.com/watch?v=yjo5LyQDahA

კარგი იდეაა ისე ეს სოციალური რეკლამის გადასაღებად მოწევის მავნებლობის შესახებ…

ტვინის სიმსივნე


არსებობს ხალხის გარკვეული ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა წრეებში მოიხსენიებიან, როგორც ”პანკები”, ”გოთები”, ”ემოები” და ა.შ. ეს ჯგუფები ძირითადად გვხვდებიან თბილისის ცენტრალურ უბნებში (რუსთაველი, ვაკე, ვერა, ფილარმონია). ისინი თავის თავს უწოდებენ განსხვავებულ ხალხს, ასოციალურად იქცევიან და ცხოვრობენ. მათი ასოციალურობა რომ საღამოს 10 საათზე მთავრდება, როცა სახლში უნდა იყონ, თორემ მამიკო გაუბრაზდება, ეს ცალკე საკითხია, ახლა მინდა მოვყვე ერთი ისტორია, რომელიც საკმაოდ ძველია, მაგრამ ერთმა შემთხვევამ გამახსენა ეს ყველაფერი…

მოკლედ რომ ვთქვათ, 13-15 წლის პანკუხა ბავშვებში (სქესის მიუხედავად) ძალიან გავრცელებულია მანია, რომ მათ ჭირთ რაიმე საშინელი დაავადება, ტვინის კიბო, სისხლის გათეთრება და სხვა მსგავსი სასიკვდილო დაავადებები, რომელიც მაშინვე არ კლავს, მაგრამ სიცოცხლის ბოლო წლებს უტოვებს. ისინი ამ თემას ატრიალებენ ყველა მხრივ და ყველანაირად და ცდილობენ მაქსიმალური დეპრესია გამოწოვონ ამ ყველაფრიდან.

ეს ყველაფერი საკმაოდ ძველი ლეგენდაა, მაგრამ ამასწინათ მომიწია ონკოლოგიურ საავადმყოფოში ასვლა, რაღაც საქმეზე. რა საშინელებაა… ”28 days later” ან რამე მსგავსი ფილმი თუ გაქვთ ნანახი ზომბებზე, დაახლოებით მსგავსი ხალხი დადის მთელ საავადმყოფოში, ზოგი ოთახიდან კვნესა ისმის, ზოგიდან მოთქმა, ალბათ დიაგნოზის გამო, უცებ გვერდით ჩაგივლის კაცი, რომელსაც ნახევარი სახე გასიებული აქვს, მეორე ნახევარი კი დაბინტული… მოკლედ, სტანდარტული უჟასტიკია…

ნეტა ამ პანკუხებმა თუ იციან რას იბრალებენ? სავარაუდოდ არა, თორემ არცერთი ჭკუათმყოფელი არ ისურვებდა ისეთ ზომბად ყოფნას, როგორებიც მე ვნახე…