Advertisements
Feeds:
ჩანაწერები

Posts Tagged ‘კრეატივი’


კვლავ და კვლავ და კვლავ და კიდევ 100500-ჯერ მოგესალმებით ჩემო მკითხველებო, რომლებიც ამ პოსტით ერთხელაც იქცევით მაყურებლებად. მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეოპოსტი, თემაზე ”ქართული კრეატივის მამები”, ანუ როგორ მოქმედებს ქართული კრეატივის მანქანა. დანარჩენს ვიდეოში იხილავთ:

ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=l3Xk26uIJeI

Advertisements

Read Full Post »


ამ რამდენიმე დღის წინ გადავწყვიტე, რომ ანიმირებას (მენტალური ანანიზმის ერთ-ერთი სახეობა -ავტ.შენ.) მივყო ხელი. ამ სურვილს თან დაერთო კაქტუსას მიერ დაყენებული სოფტი ”ანიმე სტუდიო” და ზედ მოყოლილი ტუტორიალები. ვოოდა მინდა წარმოგიდგინოთ სულ-სულ პირველი ვიდეო, რომელიც დავარენდერე. გავა დრო და ეს ვიდეო რარიტეტი გახდება და თქვენ სიამაყით იტყვით – მე ნანახი მაქვს ყვავ დისნეის პირველი საცდელი ანიმაცია, ტუტორიალის მიხედვით 5 წუთში გაკეთებული და სიამაყით შეავლებთ თვალს ჩემი ანიმაციური ფილმების სოლიდურ კოლექციას, კედლის თაროზე.

ვბოდავ მგონი :) არმენ, ფონოგრამა:

link: http://vimeo.com/5239050 [ლინკი ნახეთ, თუ გინდათ იხილოთ ამ ბოდვის ინგლისური ვერსია]

Read Full Post »


კითხვა რთულია და დაფიქრებას საჭიროებს, მაგრამ ერთი ცხადია, არ მიყვარს თოვლი, თბილისში რომ იცის ხოლმე ტალახიანი თოვლი, ეგეთი. ზუსტად ეგეთი თოვლი იყო გუშინ, შესაბამისად გუშინდელი დღე სულაც არ იყო ჩემი საყვარელი დღეების სიიდან. არასაყვარელ დღეს კი ყველაზე კარგია სახლში ჯდომა, თბილად და ბედნიერად, კონიაკიანი ჩაის წრუპვა და ბოდლერის შემოქმედებაზე ფიქრი, ცხადია პეროს დახმარებით.

მიუხედავად გარემოებათა ასეთი ცხადი დამთხვევისა, რომელიც მომიწოდებდა დავრჩენილიყავი სახლში და დავკავებულიყავი ზემოთხსენებული საქმიანობით, ჩავიცვი ჩემი ყველაზე თბილი ტანსაცმელი, ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და სადარბაზოდან გამოვედი. მიზეზი და მიზანი ფრიად დიადი და ამაღლებული მქონდა – კლიპის პრეზენტაციაზე მივდიოდი. ამიტომაც არ შევიმჩნიე არც ის, რომ არც თუ ისე თბილი ქარი ისედაც საზიზღარ ფიფქებს დიდი მონდომებით მაყრიდა სახეში და კისერში და მეტროში ჩავყვინთე.

კლიპის პრეზენტაცია დაგეგმილი იყო კინო ”რუსთაველში” და ჩვენც, ალბათ ქართული პუნქტუალობის გათვალისწინებით, 4-ის ნახევარზე დაგვიბარეს. შესაბამისად მეც ზუსტად 10 წუთი რომ აკლდა ოთხს, ქუდზე და მხრებზე საკმაოდ დადებული თოვლი ჩამოვიბერტყე და ფოიეში ამაყად შევაბიჯე. ფოიე სავსე იყო ცნობილი, ნაკლებადცნობილი და ჯერ კიდევ უცნობი სახეებით, რომლებიც ამაყად და საკუთარი ღირსების შეგრძნებით დააბიჯებდნენ აქეთ-იქეთ. აქვე გავიგე რაშიც იყო საქმე – სტუდია ”კრეატივს” (ხო, ხო, ”ჩვენი ოფისი” რომ გადაიღეს, მაგათ) რაღაც ფილმის გადაღება დაუწყია, ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” სათაურით და მაგის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო, ჯერჯერობით გაურკვეველ დროს. მიუხედავად ასეთი ჩახლართული სათაურისა (more…)

Read Full Post »

%d bloggers like this: