კრიზისული თვე, ანუ რა მიხარია?


დღეს ჩემებთან ვიყავი…

ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ნელ-ნელა მიტევს ის საშინელი ჭია, რასაც დეპრესია ქვია. რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო ღრმავდება და თანდათან გადადის საშემოდგომო დეპრესიაში. მსგავსი რამ ადრეც მქონია და ახლაც, წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ მალე გამივლის. უფრო სწორად, მქონდა ამის იმედი. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ გამოვიდა, როგორც მე მეგონა.

ხანგრძლივი დაკვირვებით დავადგინე, რომ ჩემი განწყობა, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირაა მიბმული. ფინანსური მდგომარეობა კი, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სახარბიელო მაქვს, მოცემულ მომენტში. ხელფასის დაპირებული მომატება, რომელზეც მქონდა თითქმის ყველა ჩემი გეგმა აწყობილი, ამ თვეში არ იყო, რასაც დაემატა საბას არანაკლებ მოულოდნელი გადაწყვეტილება – ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. საბას გადასვლამ და ჩემმა გაუზრდელმა შემოსავალმა დამტოვა პირისპირ იმ ფინანსური კრიზისის წინაშე, რომელშიც ახლა ვარ. შესაბამისად მორალურმა კრიზისმაც არ დააყოვნა.

მარტივად რომ ვთქვა – გადასახადები ბევრია, ფული კი ცოტა. ბინის ფულს რომ თავი დავანებოთ, მარტო დომეინებში და ჰოსტინგებში იმდენი მაქვს გადასახდელი, რომ შემდეგ თვემდე მარტო ამ საიტების ცქერით მომიწევს გაძღომა, რაც ძალიან არ მინდა. ფეისბუქზე განცხადებაც დავდე, რომლითაც ახალ ფლეტმეიტს ვეძებდი, თუმცა ის, რაღა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა. ის კი არა, დღეს უტყუარი მეთოდიც შევიმუშავე, რომლითაც რულეტკაზე ასპროცენტიანი მოგება შემიძლია ვნახო, თუმცა გამოსაცდელად საწყისი ფული მინდა.

ასეა თუ ისე, ორიოდე დღეც გავძლებ ასე და მერე თუ არ გამოჩნდა ვინმე, ვინც თანახმა იქნება ჩემთან ერთად ბინა და მასთან დაკავშირებული ხარჯები გაიყოს, გადავალ ისევ იქ, სადაც ამდენი ხანი ვცხოვრობდი, ამ ბინას კი გავუშვებ ქირაზე, ნახუი.

პ.ს. როდესაც ამ პოსტზე ფიქრი დავიწყე, ჯერ კიდევ გზაში ვიყავი და სახლისკენ მოვექანებოდი. დღეს ჩემებთან ვიყავითქო, რომ ვთქვი, დღევანდელი ტაბულა მივუტანე და წამოსვლის წინ მატრიცა გამეძრო ტელევიზორში. მაგით გამხნევებული ამოვვარდი, ჩავრთე კომპი აღტკინებულმა, თითქოს ყველაფერი მარტივად მომეჩვენა, პირზე ღიმილით დავიწყე პოსტის წერა, მაგრამ მერე  რომ დავფიქრდი – რა მიხარია?

Advertisements

ძუძუთაშორისი სექსი


მართალი თუ გინდათ, არაფერ შუაშია სათაური და ის, რისი დაწერაც ამ პოსტში მინდა. საქმეც იმაშია, რომ ამ პოსტში არაფრის დაწერაც არ მინდა, თავი მაქვს აბსოლუტურად გამოცარიელებული, მხოლოდ უდაბნოს ქარის ნელი ზუზუნი ისმის ნახევრად დაწყვეტილ მავთულებს შორის, სათაური კი პირველივე  ფრაზაა, რომელიც თავში მომივიდა.

ზუსტად ისეა საქმე, როგორც მიხვდით, როგორც ხშირად ვარ ხოლმე და როგორ ყოფნაც სასტიკად არ მიყვარს. ორმოში ვარ ჩავარდნილი, უსაქმურობის და ბეზპონტობის ორმოში, არანაირი ახალი იდეა არ მომდის, ან თუ მომდის, იმუნიტეტის უქონლობის გამო სიზარმაცის ვირუსი კლავს და ჩანასახშივე სასაფლაოსკენ მიემგზავრება. სასაფლაოზე კი უკვე უამრავი კარგი, არაკარგი და ცუდი იდეა მარხია, ბევრი პერსპექტიული, ბევრიც ისეთი, რომ ცდა ღირდა, მაგრამ რა ვქნა, იმდენად ღრმა ორმოში ვარ, რომ ზემოთ ამოხედვას ვერ ვახერხებ, სადაც ეს იდეები შლიგინებენ.

არის საშველი საერთოდ? რამე გამოვა, თუ სამუდამოდ შემოქმედებითი კრიზისის ორმოში დავრჩები? აი მთავარი კითხვა, თუმცა ამაზე ფიქრითაც დიდად არ ვიცხელებ ტვინს – უბრალოდ მეზარება. იქნებ საერთოდ მოვკვდი?

მიდიან ბოზები!


წუხელი მძიმე ღამე მქონდა, დილით საკმაოდ მწვავე პახმელიაზე გამეღვიძა, რაღა თქმა უნდა ტანსაცმლიანად მეძინა, როგორც ასეთ შემთხვევებში ძირითადად ხდება ხოლმე. წამოვდექი, გავიზმორე და ზანტი კატის მოძრაობით ტელევიზორის წინ გადავწექი. გამომდინარე იქედან, რომ მძიმე არამარტო ღამე მქონდა, გუშინაც მთელი დღე არაფერი გამიგია ნიუსები. ჩავრთე ტელიკი, ცოტა ხანი გონკებს ვუყურე, ვატრიალე არხები, ვატრიალე და თან ყოველ დაჭერაზე უფრო და უფრო აღტაცებული ვიყავი იმ ადამიანით, რომელმაც პულტიანი ტელევიზორი გამოიგონა და საშუალება მომცა წამოგორებულს მეღლაბუცა არხიდან არხზე.

და აი დაიწყო კურიერი… პირველივე ნიუსი ზედ მეჯახა – რუსები გადიანო. ვახ… ზნაჩიტ რაღაცა არსებობს… მაგრამ ეგენი ყველაფერს რომ დაჯმულს და დანაღმულს დატოვებენ, ამას ალბათ ყველა ხვდება. ასეა თუ ისეა, მიდის ომი ნელ-ნელა ბოლოსკენ, აი გეს.