ტრაკში პერო


იყო და არა იყო რა, ფორუმგარდის უკეთესი რა იქნებოდა, ამ ფორუმზე კი, რაღათქმაუნდა, ლიტერატურის განყოფილების უკეთესი და პეროიანი რა იქნებოდა… და ლიტრულანდს უწოდებდნენ მას…

მოკლედ, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამ განყოფილებაში ადგილობრივი მოსახლეობა რომლებიც, თავის მხრივ, იყოფოდნენ რამდენიმე კატეგორიად – პეროზავრები (დამახ. ნიშანი – ტრაკში გარჭობილი სხვადასხვა ზომის პერო, რომელიც ასაკის და სტაჟის მატებასთან ერთად ზომებში მატულობდა), პანკოზავრები, რომლებიც წარმოადგენდნენ ფარულ პეროზავრებს, შენიღბული და ოდნავ მოქანავე, პატარა და სიმპატიური პეროებით და მოდოზავრები. ამ განყოფილებაში ხანდახან შეიმჩნეოდა მომთაბარე ტომების შემოსევები, რომლებიც დაუნდობლად აწიოკებდნენ საწყალ ინტელექტუალ აბორიგენებს, პეროებს აწიწკნიდნენ და მისგან სასმისებს აკეთებდნენ.

ერთხელაც, როდესაც დასავლეთის უკიდეგანო სტეპებზე დავშლიგინებდი და დიად ონანს შესაწირს ვწირავდი, შემხვდა ამ მომთაბარე ტომის ერთი ბელადი, მროვიუსი, რომელმაც შემომთავაზა მასთან ერთად გასეირნება ლიტრულანდის მთაგორიან ბუნებაში. გზაში მროვიუსი მომიყვა, რომ ის ლიტრულანდის ერთ-ერთ მთავართან დაახლოებული პირი იყო და მისი მთავარი გასაღებიც ეპყრა ხელთ.

ოდეს შევიჭერით ჩვენ ლიტრულანდში, მუნ ვიხილნეთ ლაშქარი იგი ძლევამოსილი და პეროთი შემოსილი, ცოტა არ იყოს შევცბი, მაგრამ მროვიუსმა ხელი დამადო მხარზე და მითხრა – ”ნუ გეშინია, შვილო ჩემო, ყველაფერი რიგზეა, უვნებელნი არიან ისინი” და მომეცა მე გული. ვიშიშვლე მოწამლული ლექსები, ლექსთსატყორცნში ჩავდე და ვსტყორცნე…

აქ მინდა შემოგთავაზოთ ეს ლექსები, რათა იცოდეთ, რომ ისინი მოწამლულია და სადმე თუ ნახავთ, არ მიეკაროთ… მაშ ასე:

მე შენ მინდოდი
მაშინ, როდესაც მე და შენ შევხვდით
წვიმდა, ცას ლურჯი ეფინებოდა
ლამაზ ფიქრებში ვერ დაგივიწყე
და გულში მაგრად მეცინებოდა

და მე ვფიქრობდი ცის ანტარუჟზე
გარიჟრაჟიდან ალიონამდე
გულში ვტიროდი მე ნატაშაზე
ისე ვანძრევდი ალიონაზე…

აქვე მეორე შხამიანი ლექსი:

ვერ მივხვდი მაინც
ვერ მივხვდი მაინც მე რას მერჩოდი
რად მლახვრე გულში ამფიბიონი
ვგონებდი მაშინ, ოდეს გყვარობდი
იყავი ჩემთვის შენ ლამპიონი

შენ კი ჩაიდე გულში ნაღველი
მომეცი ნიშნად სიყვარულისა
ყვავილი, ოდეს დამჭკნარი იყო
ხეივანები სინანულისა…

მართლაც შხამიანი ლექსებია, თუმცა როგორც მროვიუსმა მითხრა, ეს შხამი მოძველებული ყოფილა, პეროზავრებს უკვე ანტიდოტი მოუგონიათ, რომელიც ამ შხამს ზეციურ ნექტრად აქცევს, მარტინად წოდებულს. მე არ შევეპუე და მესამე ისარიც ვტყორცნე:

მარტინი და ფილა…
ოთახში ვზივარ, ბნელა ძალიან
გარედან მესმის სიცოცხლის ჩქეფა
მე დეპრესიამ გამაჩანაგა
მე სიყვარულმა ჩამომაბერა

ფილა შოკოლადს ოდეს გავკბიჩავ
და ბაკალ მარტინს რომ მივაყოლებ
მაშინ შევიგრძნობ, ღმერთო, შენს ძალას
და ამ სტრიქონებს თვალს გავაყოლებ

გულშია სევდა, თვალში ნაღველი
ბოთლშიც მარტინი როგორ ილევა
ვერ მიპოვნია მე დღეს საშველი
ჩემი გრძნობები კვლავ გადირევა…

მოკლედ, მე ჩემი ვცადე, შხამი და ლექსი არ დავიშურე, მაგრამ როგორც იტყვიან, პეროს ზემოთ ძალა არ არისო…

ეს კი სამთავრო, რომელშიც ჩვენ ლაშქრობა მოვახდინეთ: http://forum.ge/?f=18&showtopic=33841447

ლექსი სიყვარულზე


ეს არის მგონი ერთადერთი ლექსი, რაც მე დამიწერია, ასე რომ დამიფასეთ ხალხო, დამიფასეთ:

-= ლექსი სიყვარულზე =-

მე ვხედავ ფანჯრის გადაღმა
შენს თავს, ხელსა და ფეხს
მაგრამ ეს ტანი სადღაა
ეს გული სადღა ფეთქს?

და ვამჩნევ მე ჩემ ხელებში
სისხლისგან დასვრილ ნაჯახს
ეს მე დაგჭერი წვრილ-წვრილად
ეხლავე მოვიკლავ თავს.

აბა, რავარია, ხოა მაგარი? ბალროგა