Земляне-Трава у дома


…ანუ ნათელი მაგალითი იმისა, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ალკოჰოლმა, უფრო სწორად უალკოჰოლობამ. კექსისთან ვსვამდით და ბოლოს, როდესაც ყველაფერი გაგვითავდა, რაც ისმეოდა, იწეოდა, ისუნთქებოდა, ილოკებოდა და მიღების სხვადასხვა ფორმები გააჩნდა, გიტარები ვიპოვეთ საძინებელში და კლიპი გადავიღეთ.

სიმღერა თავის მხრივ კი კარგია, ლეგენდაა და ა.შ., მაგრამ მისი ასეთი ფორმით ჩვენება ჯერ არავის უცდია… იმედია… ასე რომ დატკბით და იცოდეთ – პიწ ნადა!

ჰო, როლებში: ესტეტიკსი – გიტარა, მე – ბასი.
ეპიზოდურ როლებში: მწვანეზედიანი გოგო, კომპიუტერთან რომ მიდის – ლუკა, ბიჭი ბალეტიდან ”გედების ტბა” – ჰასანი.

ცხადია პირდაპირი ლინკიც: http://www.youtube.com/watch?v=ZYNeb_VokLc

Advertisements

არყის გზა


იყო და არა იყო რა, ვიყავი მე. იყო ასევე დრო, როდესაც მე ვიყავი პატარა და არ ვეტანებოდი ისეთ სასმელებს, რომელშიც ალკოჰოლის მაღალი შემცველობა იყო. ეს ხდებოდა უხსოვარ წარსულში. შემდეგ დადგა ბნელი ხანა, სმის ხანა, როდესაც სულერთი იყო სად ვსვამდი და ვისთან ერთად ვსვამდი, ეს იყო სულიერი დაცემის პერიოდი. ამ დროს ბევრი რამე მოხდა ჩემს გარშემო, კარგი, ცუდი, არც ისე კარგი და არც ისე ცუდი. მოხდა რამდენიმე ძალიან ცუდი რაღაცაც, რამაც კინაღამ ჩამტოვა ამ არყის სამყაროში. ან რატომ არყის? პივო, ორაყი, ღვინო, რასაც გრადუსი ჰქონდა… მაგ დროს ხდებოდა ”პანკურ” კულტურასთნ ზიარებაც. რამდენიმეჯერ ძლივს გადამარჩინეს სიკვდილს, კუჭის ამორეცხვებით და მსგავსი ოპერაციებით, ერთხელ კინაღამ ბონემის ბედი მეწია, როდესაც უზომოდ გავილეშე ღვინით და გვამადქცეულმა დავიძინე… კარგი დრო იყო მაინც, თმა მოკლედ მქონდა შეჭრილი და იროკეზს ვატარებდი… მერე ვიგრძენი რომ ნელ-ნელა ეს ამბავი ქრონიკულში გადამდიოდა და შევშფოთდი, თუმცა რაოდენობაზე ეს არ ასახულა. მერე მუშაობა დავიწყე, ერთგან, მეორეგან, მესამეგან… მაგრამ უარესი იყო, საკუთარი ფული გამიჩნდა და უფრო კარგად და თავისუფლად ვსვამდი. დავფიქრდი… და მივხვდი, რომ რაღაცას გავურბოდი სინამდვილეში და არყისფერი გარემო მეხმარებოდა ამაში. ჰმ, ვერაფერს იტყვი, კარგი გამოსავალია… მე მისვია ყველაფერი, რაც კი ისმევოდა, რაც არ ისმევოდა ისიც… და…

მომბეზრდა მგონია. კაიფს ვეღარ ვუჭერ სმას. რამდენი ხანია ვსვამ? დავთვალო… სადღაც 6-7 წელია? გძეტა მასე გამოდის და მომბეზრდა რა, ამოვიდა ყელში ერთი და იგივე. მისვია ჭიქებით, ბოთლებით, ყანწებით, ბომჟებთან, ლოთებთან, რესტორნებში და ღიპიან მურთაზებთან. აამოვიდა ყელში! მორჩა, ვანებებ თავს.

ვნახოთ რა გამოვა… სოჩიკიც მაქვს, ეგერ ე, ქვემოთ… :)