Advertisements
Feeds:
ჩანაწერები

Posts Tagged ‘მარაზმი’


ვორდპრესის თარგმნა რომ მიდიოდა და დასამთავრებელი იყო, ეგ ვიცოდი, მაგრამ დღეს დაშბორდში თუ ”ქართული” თარგმანის ნაგლეჯები დამხვდებოდა და ისიც სულ შედევრები, ამას ნაღდად არ მოველოდი.

რას გავს ეს, რა მარაზმია… იხილეთ სკრინი და დატკბით:

geo wp

Advertisements

Read Full Post »


კიდევ ერთხელ ამ უკვე მრავალგზის გადაღეჭილ თემაზე, ახალი მიდგომა და ანალიზი. ვინაიდან და რადგან წერა სასტიკად დამეზარა, მით უმეტეს ამ თემაზე, ტრადიციული ვლოგპოსტით შემოვიფარგლე.

თუმცა, როგორც თქვენც მიხვდებით, ვიდეოს ბოლო მოჭრილი აქვს, დაახლოებით 15-20 წამი, სადაც პრინციპში ისეთსაც არაფერს ვამბობ, მხოლოდ გემშვიდობებით. ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ YouTube-ს ონლაინ რეკორდერით ვისარგებლე (ვიდეოს ცალკე ჩაწერაც დამეზარა, შესაბამისად). მაშდამე, მაესტრო, ფონოგრამა:

link: http://www.youtube.com/watch?v=nxx6qRTV-xg

Read Full Post »


ყველას შეგხვედრიათ ალბათ, მეტნაკლები სიხშირით ისეთი ადამიანები, რომლებიც სხვის უბედურებაზე ცდილობენ საკუთარი პიროვნების წინ წამოწევას, თუკი ეს უბედურება არ არის, მაშინ ცდილობენ თავად შექმნან იგი, ამის ყველაზე მარტივი საშუალებაა სხვა ადამიანის უბრალოდ დამცირება და ამით ქულების დაწერა საზოგადოების თვალში.

არ მიყვარს ასეთი ადამიანები და ვგონებ უმეტესობასაც არ ეხატება გულზე, თუმცა ისინი იმას მაინც იმსახურებენ, რომ პოსტი მიეძღვნათ. ასე რომ უყურეთ ვიდეოს და გამოთქვით თქვენი აზრი კომენტარებში – რას იტყვით ამ საკითხზე. ვიდეო:

link: http://vimeo.com/4798244

აქვე პატარა პოლი – ”რამდენ ასეთ ადამიანს იცნობთ?”

Read Full Post »


გუშინ, დოდკასი არ იყოს, სამშობიაროში ვიყავი. არა, არც ჩემი ბავშვი გაჩენილა და მე, როგორც ნამდვილ ახალბედა მამას შეეფერება გარეთ არ მინერვიულია, არც ძმაკაცის ან დაქალის ბავშვი გაჩენილა და მე როგორც ნამდვილი ახალბედა მამის ნამდვილ ძმაკაცს შეეფერება კაპოტზე სუფრა არ გამიშლია და საერთოდ, ბავშვების სანახავად არ ვყოფილვარ.

საქმე იმაშია, რომ გუშინ მძიმე დღე მქონდა, ძალიან მძიმე დღე. და დღე რომ მძიმე იქნებოდა, ამას გუშინ დილითვე მივხვდი, როდესაც ლუდის ცარიელმა ბოთლებმა საწოლის გვერდზე გამახსენეს, რომ წესით თავი უნდა მქონოდა გახეთქვაზე. ასე იყო თუ ისე, საღამოსკენ შოსთან და კამპანიასთან ერთად შარაგულში მოვხვდი, გაუგებარი მექანიზმებით ფხიზელმა გამოვაღწიე იქედან, თუმცა დიდხანს არ გაგრძელდა ეს მდგომარეობა და საბოლოოდ გამოვიდა ისე, რომ ღამის 12 საათისკენ ჩაჩავას სამშობიაროს ეზოში ვიდექი და ვიღაც სიამაყით აღსავსე ტიპს რაღაცეებს ვულოცავდი. ვინ იყო ის ტიპი, ბუნდოვნად მახსოვს.

სამშობიაროს ეზო გატენილი იყო ხალხით, მანქანების კაპოტებზე შამპანურები ჩამოწურწკულებდა და შოკოლადების ნატეხები ეყარა, ვიღაც ვიღაცას ეხვეოდა, ვიღაცა ფანჯრებს შებღაოდა რაღაც უცნაურ სახელს, მაგრამ ამაზე არ ვწერ ახლა. ამ მთელს აურზაურში ადვილი შესამჩნევი იყო გარკვეული სეპარატისტული დაჯგუფებები, რომლებიც სმაშიც, ღრიანცელშიც და საერთო აურზაურშიც თითქოს იღებდნენ მონაწილეობას, მაგრამ მაინც იყო მათში რაღაც უცნაური. ეს დაჯგუფებები გარეგნულად წარმოადგენდა ერთად მდგომ ორ-სამ გოგოს, რომლებიც უცნაურად დადუმებული სახეებით წრუპავდნენ შამპანურს და ასევე უცნაური სახეებით ამოიოხრებდნენ ხოლმე. როგორც შეუიარაღებელი თვალით დაკვირვებამ ცხადყო, ეს გოგოები იყვნენ ძირითადად იმ დღის გმირების დაქალები.

საოცარია პირდაპირ, მართლაც რამდენად განსხვავდება ქალის და კაცის აზროვნება, ამ ერთ პატარა მაგალითზე დაფუძნებითაც კი. იქ შეკრებილი საზოგადოების მთელი მამრი ნაწილი გაქაფული დარბოდა იქეთ-აქეთ,  მოარბენინებდა აღნიშვნის საშუალებებს, დაძვრებოდა ექიმებთან და ცდილობდა ვინმე მოექრთამა, რათა მისი ნაყიდი ორცხობილების პაკეტი, ერთადერთი და განუმეორებელი პაკეტი სხვა დანარჩენებს შორის, მოხვედრილიყო იქ, სადაც საჭიროა. მდედრები, უფრო კონკრეტულად კი  სეპარატისტული დაჯგუფებები, ამ დროს თავიანთ წარმოსახვაში უკვე ვინ იცის მერამდენედ მშობიარობდნენ, ბედნიერი სახეებით იყურებოდნენ ფანჯრებიდან, მიირთმევდნენ იმ ერთადერთ და განუმეორებელ ორცხობილის პაკეტს, რომელმაც მათ პალატამდე მისაღწევად გრძელი და რთული გზა გაიარა და ამ დროს თვალებით ამ თავიანთი წარმოსახვის პოტენციურ გმირებს არჩევდნენ ფარულად, ეზოში შეკრებილ ხალხში.

ასეა თუ ისე, ბავშვის დაბადება მართლაც ყველას უხარია, თავად ამ ბავშვის გარდა. რა ეგოიზმია ჩვენი მხრიდან…

Read Full Post »

%d bloggers like this: