მე მეტროში


 

მეტროში ვარ და ვაგზლიდან დელისისკენ მოვდივარ. ბოლო ვაგონში ვზივარ და ბლექზე ვლაპარაკობთ. პოლიტექნიკურიდან მარტო დავრჩი და აღარ ვიცი რა ვქნა. ცოტა ხანი ვუყურე მოპირდაპირედ მჯდომარე ორკების უშნო ზასაობას და გადავწყვიტე რომ ”არ ღირს”

მეტროში ვარ, საღამოს 10 საათია დაახლოებით და არ ვიცი რა ვაკეთო, სასტიკად არ მიყვარს მეტრო. გვირაბია და გვირაბი, არაფერი იქ არ ხდება, ეს მაგონებს იმ მდგომარეობას, როდესაც შვიდი კაცის ზახოდი გაქვს მოწეული და გაყლეპროჭებულ მდგომარეობაში ხარ, მაშინაც ასე უაზროდ მიდიან შენს გვერდზე ცხოვრების მოვლენები, როგორც გვირაბის კედლები. და უცებ…

…გვერდზე ვაგონში გოგოები დავინახე, გრძელი თმები ჰქონდათ და როკისტულად ეცვათ, ახალგამოჩეკილ როკისტებს რომ აცვიათ ისე. ფეხზე წამოვდექი და დავაკვირდი. როგორც თოვლიან მინდორში ჩანს ყვავილი, ისე ჩანდნენ ისინიც ჩამუქებულ-ჩაშავებული მგზავრებს ფონზე. ”გოცირიძე, ბოლო გაჩერება, გთხოვთ…” გადმოვედი. ისინიც გადმოვიდნენ, მაგრამ აშკარად არ აპირებენ წასვლას არსად. არც მე არ ვაპირებ, რა მეჩქარება, გარეთ სველა და ცივა, აქ კი თბილა და ოთხი პუნკია.

-გამარჯობა :) – გავიღიმე მე.
-მჰმ, გაგიმარჯოს – არც ისე გულიანად მიპასუხა ერთ-ერთმა, რომელიც შემდეგაც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა, ფაქტიურად სხვებს ხმა არც ამოუღიათ.
-თქვენ როკისტები ხართ? – ჩავიღიღინე მე.
-ისე რა – იყო სტანდარტული პასუხი (დედა რა ვუთხრა მერე-გულზე შემომეყარა)
-შენ ყვავი არა ხარ? – არ დამცალდა პასუხი.
ჩემს გაოცებულ სახეზე ცხადად ამოიკითხავდით ყველაფერს.
-და ფორუმზეც ჩითავ არა?
რა ფორუმზე, რის ფორუმზე – ამის კითხვა არც მომსვლია აზრად, გავუღიმე მხოლოდ. გამიღიმა მანაც.
-და რა გქვია? – გადავედი მე შეტევაზე. შეტევამ გაიარა:
-ანი.
მისი დაქალები ამ დროის განმავლობაში ჩუმად იდგნენ და აშკარად ოცნებობდნენ რომ ეს მთვრალი გრძელთმიანი არსება მოშორებოდა მათ. მაგრამ ჩემი მოშორება არც ისე ადვილი იყო. მე დავადგინე რომ ანი და მისი ერთი დაქალი მიდიოდნენ ვაჟისკენ, დანარჩენები კი აქვე. რაღა მიჭირდა, ტო ესწ იმათ რაღა უჭირდათ, ვინც ვაჟისკენ მიდიოდა, მოვიდა ცოტა ხანში მატარებელი, რომელ ცოტა ხანშიც მე უკვე მოვასწარი ტვინის გაბურღვა იმით, რომ პუნკი ქლიბობაა და მთვრალი არ ვარ.

ცოტა ხანში მატარებელი მოვიდა, ანი და მისი ერთი დაქალი მეტრო შიგნით ჩასხდნენ და წავიდნენ. მე ახლაღა გამოვერკვიე, ზემოთ ორი გოგო მიდიოდა. გავყევი. სამარშრუტოების გაჩერებაზე დავეწიე.

-ასე ადვილი არაა ჩემი მოშორება – გავიღიმე მე და იქვე დავამატე – თქვენ აშკარად ოცდასამ ნომერს ელოდებით, ასე რომ მოგიწევთ ჩემთან ერთად დროის გატარება.
ასეთი პირდაპირობა და ”სინაგლე” მათთვის აშკარად უცნობი და გაუგებარი აღმოჩნდა,რადგანაც ისინი ჩუმად იდგნენ და ჩემს ლაქლაქზე მხოლოდ და მხოლოდ თავს აქენვდნენ, ან თანხმობის ან უარყოფის ნიშნად. ძირითადად უარყოფის, რადგანაც მე დავუწყე მათ ათასგვარ სისულელეზე ლაპარაკი, რაზეც ერთ-ერთმა, რომელიც ამ ოთხიდან ყველაზე სტერვა იყო და სახელიც არ უთქვამს, მკითხა რას ფილოსოფოსობო.

სამაგიეროდ მე მოვასწარი მეორე, რომელსაც თავისივე თქმით ეკა ერქვა, დამეპატიჟა კონცერტზე კვირას და საკმაოდ მკვირცხლი, თუმცა არცთუისე დამაჯერებელი უარი მიმეღო მისგან. უარი იმდენად არადამაჯერებელი იყო, რომ ჩვენი დამშვიდობება ატარებდა სახეს ”გნახავ კვირას კონცერტზე”. იმედია მოვლენ.

და რა მინდოდა ახლა მე. არც არაფერი, მოვედი სახლში და გიყვებით ამას, ვისაც გინდათ აქედან ფილოსოფიური დასკვნები გამოიტანეთ, ვისაც გინდათ მეთოდები დახვეწეთ, მე უბრალოდ მინდა და ვწერ. ვოტ ი ვსიო. აპა ხე და აპა ბუჩქი, ახლა მე ჩემი არყის კოლექციას მივადგები.