მელომანიის ისტორია


იყო და არა იყო რა, უხსოვარ დროში იყო ერთი სამეფო, უკიდეგანო იყო ეს სამყარო და ათასგვარი არსებებით დასახლებული, ორთავიანი სეიტნობებით, ცალძუძუებიანი ნაშებით და სხვა ურჩხულებით. ფორუმგარდი ერქვა ამ სამყაროს. იგი დაყოფილი იყო სხვადასხვა სახელმწიფოებად, რომლის მოსახლეობა ძირითადად ერთმანეთს არ იცნობდა და თუ ხვდებოდა, ერთმანეთს არ ინდობდა.

მე მინდა მოგითხროთ ერთ-ერთ ასეთ სამეფოზე, მელომანიუმად წოდებულ. მელომანიუმშიც, ისევე როგორც მთელ ფორუმგარდზე, სხვადასხვანაირი არსებები დაძრწოდნენ, რკინისთავიანი და წვეტებიანხელიანი მეტალის გორგონები, მუდამ მხიარული და შეუვალი პაპსონები, ელექტრონულ ტვინიანი რობოტოიდები, მელანქოლიური გოთანები, არანაკლებ მელანქოლიური ალტერნისტები, რუსეთიდან გადმოხვეწილი ცოინები და შემთხვევით გადმოფრენილი სიმღერამაპოვნინეთები.

დიადი იყო მათი თანაცხოვრება, უხსოვარი დროიდანვე კასტებად იყვნენ დაყოფილები მელომანიუმელები და მათ ერთმანეთის საკასტო რიტუალების ჩატარება და ყურება ეკრძალებოდათ, ასე მაგალითად მეტალის გორგონებს სასტიკად აკრძალული ჰქონდათ მელანქოლიური სახის მიღება, იატაკზე ფეხმორთხმით დაჯდომა და დიადი გოთესადმი ლოცვის წაკითხვა და ცრემლის ღვრა, ისევე როგორც ელექტრონულტვინიან რობოტოიდებს ეკრძალებოდათ რუსულად ლაპარაკი და ცოინების დაუღალავ ბრბოში გარევა. თუმცა ისინი მაინც ერთად ცხოვრობდნენ და ერთმანეთს ეხმარებოდნენ პაპსონების და სიმღემაპოვნინეთების განდევნაში. მოცალეობის ჟამს კი თავ-თავიანთ სამლოცველო გორაკებზე დადგებოდნენ და ერთმანეთს სალანძღავ სიტყვებს ესროდნენ…

“-დიმუ ბორგირი!
-ტოტო კუტუნიო
-სეიტანმაიმასტერი
-დენის გიტარა
-ბლეკი ყლეობაა…”
და ა.შ.
სანამ არ გამოივლიდა მოდერონი და სიმშვიდის ჩიბუხს არ მოაწევინებდა მათ, ლელა წურწუმიას ნოტებით შეკეთებულს.

(თუ ბი ქონთინიუ)

პატარა ანონსი – შემდეგ თავში ნახავთ რა ხდებოდა კასტების ცხოვრებაში, ვის რა რიტუალი ჰქონდათ, ასევე მოგიყვებით დიადი ბრძოლების შესახებ, როგორ შეიჭრნენ არაერთხელ მეტალის გორგონები კურტაბასის სამლოცველოში და კედლებზე ვამპირის სისხლით “დიმუ ბორგირი” და “კურტაბას, მომტყან” დააწერეს… ეს ყველაფერი შემდეგ თავში…

Advertisements