[ ორიგინალი პოსტი არტ-იდეაზე ]
თვალი რომ გავახილე, აგურისფერ ბალახზე ვიყავი წამოწოლილი. ჩემს ზემოთ უცნაურად ლურჯი ფერის ცა იყო, ასევე უცნაურად თეთრი ღრუბლებით. თითქოს არაფერია ლურჯ ცასა და თეთრ ღრუბლებში უცნაური, მაგრამ ასეთი იდეალური არ უნდა იყოს… თითქოს. სრული სიმშვიდის და კმაყოფილების გრძნობა დადიოდა ჩემს ასევე იდეალურ ვენებში და ალბათ ასე ვიწვებოდი უსასრულოდ დიდხანს, ერთ მოვლენას რომ არ მიექცია ჩემი ყურადღება – ღრუბლები მოძრაობდა და ფორმას იცვლიდა. აი ერთ-ერღზე ნელ-ნელა გამოისახა ციფრები, მერე მეორეზე, მესამეზე… გაოცებული წამოვდექი და მიმოვიხედე.
გარშემო, სადამდეც თვალი მიმიწვდებოდა, გადაშლილი იყო ერთფეროვანი, აგურისფერი ბალახით დაფარული მინდორი, მხოლოდ ჩემს ზურგს უკან მოჩანდა შორს, ჰორიზონტის ხაზთან, ასევე აგურისფერი კლდე, რომელიც ამ ერთფეროვნებას გუმბათივით ადგა ზემოდან. მოულოდნელობისგან რამდენიმე ნაბიჯით დავიხიე უკან. ბალახმა აგურების ერთმანეთზე ხახუნის ხმა გამოსცა და გაჩუმდა. შიშმა შემოპყრო, სივრცე იმხელა იყო გარშემო, რომ თითქოს მიწოვდა და მეც გავიქეცი, იმ ერთადერთი ხილული ნიშნისკენ, რომელშიც შემეძლო ჩავკეტილიყავი და არ გამოვსულიყვი არასოდეს.
რაც ძალა და ღონე მქონდა გავრბოდი, მაგრამ კლდე არ ახლოვდებოდა, ისევ იმხელა იყო, რამხელაც თავიდან. ღრუბლებიც, თითქოს მიხატული ყოფილიყო ცაზე, ისე რჩებოდნენ უკან, იმ ერთის გარდა, რომელიც ჯიუტად აგრძელებდა ჩემს დევნას და თან ფორმასაც იცვლიდა. წამით გავჩერდი და კარგად დავაკვირდი. უცებ მომეჩვენა, თითქოს ცხადად დავინახე რიცხვი “254”, რომელიც მაშინვე გაქრა და ღრუბლის ქულებში დაიკარგა. “რა სისულელეა” – გავიფიქრე დაბნეულმა და ისევ გავიქეცი. Continue reading “მეორე სიცოცხლე – არტიდეასთვის”