რა ”არა”?


ამ ორიოდე დღის წინ ქუჩაში მივდიოდი, საოცარია არა? მეც ძალიან მიკვირდა ეს. გაოცებაში ისე გავერთე, რომ აღარც მეგონა, რამე თუ უფრო მეტად გამიკვირდებოდა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი – დამაბნევდა. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, მივდივარ ქუჩაში, მიკვირს ეს და უცებ ვაწყდები ბოძს, რომელსაც ერთადერთი წარწერა ამშვენებს. წარწერა ბოძზე, როგორც ასეთი, არც სიახლეა და მითუმეტეს არც გასაოცარი, მაგრამ ეს ისეთი წარწერა იყო, რომელმაც ყველა ჩემს კითხვაზე ერთი და იგივე, ყველა ინიციატივის ჩამკვლელი პასუხი გასცა – ”არა”.

თუმცა ჩნდება კითხვა – რა ”არა”? რას ნიშნავს ეს წარწერა, რომელიც განსაკუთრებული ორიგინალობის საჩვენებლად თავდაყირა სამკუთხდშია ჩასმული და გარშემო ტრაქტორის მუხლუხები აქვს შემოხვეული. რისი თქმა უნდათ ამის ზეორიგინალურ ავტორებს? ნუთუ მზიურის გამოტირების კიდევ ერთი უნიჭო მცდელობაა? თუ?..

არა

Advertisements

Loser & Co.


ძირითადად ჩემი ბლოგის ჩანაწერების მთავარი მოქმედი პირი მე ვარ ხოლმე, ყველა უბედურება მე უნდა გადამხდეს. არც ახლაა გამონაკლისი, ლუზერის სკილის ექსპერიენსი მოვიმატე დღეს.

მოკლედ, დილა დაიწყო იმით, რომ არ გამიღვიძია. არა, ძილში არ გავპარულვა, უბრალოდ წუხელის მთელი ღამე ათასი იდიოტური ლინკის ჩასწორებით და კოდების გადასწორებით ვიყავი დაკავებული, როცა მოვრჩი კიდევ, უკვე ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ანუ ადგომის დრო იყო, ასე რომ დავრჩი ასე უძილოდ. ეგ არაფერი, შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ლუზინგი ლუზინგს გადაება, ვერც ტელეფონი ვიყიდე (რომელიც ამასწინათ შემომეფშვნა ხელში მარილივით), ვერც ის გავიგე მიმათრევენ თუ არა ბოლო-ბოლო რეზერვში, მერე გეგამ დამირეკა და დავაწექით საბოდიალოდ. გამომდინარე იქედან, რომ მე არყის სმას მაქსიმალურად ვერიდები ეს ბოლო ხანია, არ ვიცოდი რა გვეკეთებინა… ავედით კორვინთან…

…ბოლოს მაინც დავლიეთ, მზიურში, ჭანჭურის არაყი. მალევე გაგვითავდა და ავბოდიალდით პერიმეტრზე. ჯიბის ფსკერიდან მოფხეკილი ხურდებით ერთი საჩვენო ვიყიდეთ, რომელიც კორვინამ საკმაო წარმატებით მიაფშვნა ასფალტს. დავრჩით ასე, ყლეებივით.

ამ დროს ჩემმა არწივისებრმა მზერამ ჰორიზონტზე ორიოდე გოგო შეამჩნია, რომლებიც საქანელაზე ქანაობდნენ. მე ენა მხარზე გადავიფინე, ზედ თაფლი წავისვი და მივეახლე. დათაფლულმა გრძელმა ენამ თავისი მისია წარმატებით შეასრულა და ხუთიოდე წუთში უკვე ხუმრობაზე გადავედით. მაგრამ მე რა ლუზერი ვიქნებოდი, ეს გამოსირებულები (გოგოები არა :-) ) რომ უცებ არ გამოფხიზლებულიყვნენ და ჩემს თაფლიან ენაზე ტალახიანი ფეხი არ დაედგათ. მოკლედ იმდენი ქნეს, იმდენი იქნიეს ტალახები, სანამ არ გამიქციეს გვრიტები. არც გაყოლამ უშველა, არც ნახევარ გზაზე გაცილებამ… მამენტ, თაფლი თავისას იზამდა, ამათ რომ ის არაყი არ გაეტეხათ და საქმე გამოჩენოდათ, ვ სმისლე სმა.

ეეჰ… არაა ჩემი საშველი რა…