ახალი სეზონი


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის ყველაფერი, რაც ამ პოსტში მინდოდა დამეწერა, ძალიან ბევრია და შესაბამისად ძალიანაც მეზარება, ამიტომაც ისევ ტრადიციულ გზას მივადექი და ვიდეოპოსტი ჩავწერე. ეს, მგონი ორმაგად კარგია, მეც მეზარება წერა და თქვენც გეზარებათ კითხვა. ასე რომ დატკბით მულტიმედიური ფორმებით:

Advertisements

ტიესტო და იმედი


ტიესტოთი იწყება პოსტი იგი, ვინაიდან ახლა ვიმყოფები სამსახურში და ტიესტოს ყლევროტრანსი ტვინს მიტყნავს.

hope-1ალბათ დოდკას ბლოგზე წაიკითხავდით უკვე (ან შეგიძლიათ ახლა წაიკითხოთ), რომ ტელეიმედზე დავეთრევით ეს რამდენიმე დღეა, უფრო სწორედ კი ტელეიმედისთვის დავეთრევით ღამის შოუს სტუდიაში. დღეს უკვე მესამე დღეა, რაც კასტინგები დაიწყო, პირველი ორი დღე ღამის შოუსთვის ვიწვოდით და ვიდაგებოდით, ხოლო დღეს კი “შუა ქალაქის” სცენარზე გვასრესინეს ტვინები, რაც ხვალაც მოგვიწევს. დღეს რამოდენიმე ახალი რეკრუტიც იყო ამ კასტინგზე, მროველა, შეიდი და ანტონაპაპა, გუშინ ვუთხარი ამ კასტინგზე და გაეხარდათ, ჩვენც გვინდაო. ასე თუ ისე, ეგენიც მოხვდნენ იქ. დღევანდელ დღეზე კარგს ვერაფერს ვიტყვი, გარდა ერთი სასაცილო მომენტისა, რომელზეც რატომღაც მარტო მე, დოდკას და საბას გაგვეცინა, პრინციპში საკმაოდ ირონიულად :უსერ: – მროველამ იუმნიკა ერთ მომენტში და რაღაც კომენტარი გააკეთა, კონკურენტების მოშორებაზე თუ რაღაცაზე, რაზეც მიეჯვა კიდეც, მაგაზე რომ ვფიქრობდეთ, აქ არც იქნებოდით თავიდანვეთქო. სულ უფრო და უფრო მაოცებს მროველა ამ ბოლო დროს, თითქოს ხუმრობით და ღლაბუცით, მაგრამ აშკარად ცდილობს ყველა და ყველაფერი ჩამოიშოროს გზიდან. არ ვიცი, შეიძლება ეს მართლა ასეა და შეიძლება სულაც ჩემი პარანოიის შედეგია o.O

ასე იყო თუ ისე, დღევანდელი დღე ჩავიყვანეთ ბოლოში, თუმცა მე ვთვლი, რომ ეს იყო უდიდესი ფეილი ჩემთვის, ეპიკური ფეილი, ფაქტიურად. აი გუშინდელი დღე კი ერთხმად ვაღიარეთ, რომ კარგი იყო, ხუმრობებიც უფრო გამოგვდიოდა და საერთო ატმოსფეროც უფრო თავისუფალი და შემოქმედებითი იყო. რაც მთავარია – ჩვენი ვიდეოები მოეწონათ, რასაც პრინციპში არც ველოდით არცერთი. ასე რომ სათაურში ნახსენები იმედი მხოლოდ ტელეკომპანიის სახელი არაა, ზოგადად გამოხატავს ჩემს დამოკიდებულებას მომავლისადმი.

რაც შეეხება აწმყოს, არ ვიცი რატომ, მაგრამ გამომრჩა ბლოგზე მეთქვა, რომ სამუშაო დავიწყე. სადღაც ორიოდე კვირა იქნება, ქიაჩელზე ვმუშაობ კლუბ “სინემაში”,  ასევე ყოველ სამ დღეში ერთხელ მათივე ფილიალში ვარ, ნიკოლაძეზე, სადაც ძირითადად არაფერია საკეთებელი, ზაფხულია და კაციშვილი არ შემოდის შიგნით. პრინციპში ვიცი, რატომაც არ დამიწერია ეს ბლოგზე, ფეისბუკის სტატუსი რომ განვიახლე ჩავთვალე, რომ ყველას ვუთხარი უკვე.

რაც შეეხება ამ რამდენიმე დღის წინანდელ დეპრესიას, ახლა დავაკვირდი, რომ სამუშაოს დაწყების და უმუშევრად დარჩენის პირველ დღეებში მჭირს ხოლმე ასეთი რამე, სამუშაოს რომ ვიწყებ, მივტირი იმ თავისუფალ დროს, რომელიც მქონდა ხოლმე, როცა უმუშევრად ვიყავი და როდესაც უმუშევარი ვხდები, მაშინ იმას მივტირი, რომ ჰაერში ვარ გამოკიდებული. ასე რომ ჩემთვის არსებობს ერთადერთი გამოსავალი, სადმე საზღვარგარეთ მდიდარი ბიძა უნდა მომიკვდეს და მთელი თავისი ქონება მე დამიტოვოს.