JobLess


ესეც ასე… დავრჩი უმუშევარი. შემიძლია ვიგულავო. მაგრამ უმუშევარი რომ ვარ და ფული არ მაქვს რიღათი ვიგულავო?

მოკლედ დილემაა რა, მუშაობ, ფული გაქვს, მაგრამ ნეგძე პატრაწიწ, იმიტომ რომ მუშაობ, არ მუშაობ და არ გაქვს ფული და ნეჩევო პატრაწიწ… პარადოქს ბლია…

ისე, ჯობლესობა კაია, საწყის ეტაპზე მაინც, ანუ ჩემს ეტაპზე, განვისვენებ სახლში, აგერ ხვალ ბოლო ხელფასს ავიღებ რადიოდან და მერე უნდა ვეძებო, შენ ხარ ჩემი ბატონი, ახალი სამსახური. თვარა ვიქნები ასე გატყავებული.

ეგეც მედლის ორივე მხარე.

Advertisements

ოსტრი


დაილოცოს ოსტრი რა…

ახლა მორჩება თუ არა სამუშაო დღე, ავწევ ტრაკს ეგრევე სკამიდან, გავიტან გარეთ, ჩავაგდებ ლიფტში, ლაშაიეს ტრაკსაც გავიყოლებ, მერე მროველის და თუ დავურეკე შოს ტრაკების დაგვხვხდებიან, ”პინგვინებში”, საკაიფო მეგრული ტოჩკაა, ყველაფერი არის მწაარე მწაარე, წიითელი წიითელი, ხოდა მერე ჩვენი ტრაკები ჩაცეცხლავენ ოსტრს.

დაილოცოს ოსტრი რა…

Update (17.მაისი, 2009): გავიდა სამი წელი ამ პოსტიდან და ახლა გამახსენდა, რომ კომპში ამ დღის სურათები მიყრია. ჰოდა აგერ ისინიც:

Ostri

ოსტრი 02

ოსტრი ფგფ

42 გრადუსიანი სექსი


ტაკზ. საბოლოოდ ამიდუღდა ტვინი, გარეთ 42 გრადუსიანი სიცხეა, ნუ ახლა აქ ჩვენთან (რადიოსა შინა) კი გრილასავით, მარა წეღან თავი გავყავი გარეთ და მოვასწარი ტვინის ადუღება.

მაგრამ იმ მოკლე პერიოდში, რაც თავი მქონდა გარეთ გაყოფილი, რამდენიმე რამის დანახვაც მოვასწარი. ნუ ერთი არის ადუღებული ასფალტი მეტროს წინ. მეორე კიდევ გოგო, რომელიც ზაგარს იღებს.

Fireeeeee!!!ჰმ, ეგ გოგო ისე ზაგარს რაც მწვანე ტალღა არსებობს, იმის მერე იღებს ზაფხულობით თავის ფანაჯრაზე შემოსკუპული რაც, ჩვენს შორის არსებული სართულთა სხვაობისდა გამო, გადასარევად დაიმზირება ჩვენი ფანჯრებიდან. ;) და ჩვენც ვუმზერთ. ვუმზერთ და ათასგვარი იდეები მოგვდის, ვინ არის, რა უნდა, სახეც კი არ ჩანს აქედან მისი, ერთი ჩანს, რომ მდედრია. იყო იდეები სურათების გადაღება და პროექცირება, ვიდეო და ა.შ. და ა.შ.

მაგრამ არავის უფიქრია უკეთესზე ნეტა? ამ მოკლე პერიოდში კი მოვასწარი შემემჩნია, რა სიამონებით ისვამდა ხელებს ფეხებზე… ალბათ კრუტუნებდა კიდევაც კატასავით, რას გაიგებ.

ხოდა, უცებ რომ ადგე და აადგე სახლში, ბაბანერკით ( :D ) და უთხრა, წლებია (თუნდაც თვეები) გაკვირდები-თქო, რა რეაქცია ექნება? გაეხარდება? გაბრაზდება? თუ ბეზ რეაქციი? ა ხ.ე.ზ. … უნდა სცადოს ისე კაცმა რა… :D

ეგეც შენი სექსი 42 გრადუსში… აბა მართლა სექსები იქნებოდა გეგონა? :P