S.o.s. – სამხედრო აჯანყება


ფრიად მოტყნული სიტუაციაა ამ წუთში საქართველოში – 12 საათიან კურიერში აჩვენეს ვიღაცეები, რომლებიც ლაპარაკობდნენ გეგმებზე, როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება ძალით, მოეწყოთ სამხედრო აჯანყება დღეს და რუსების სამხედრო დახმარებით ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება. გადის სამი წუთი და მეორე ნიუსი – მუხროვანის სატანკო ბატალიონი ამ მომენტში აჯანყებულია და მიდის მოლაპარაკებაო. არ ვიცი ამ მოლაპარაკებაში რა შედის, მაგრამ ფაქტია, რომ ესეც კიდევ ერთი პიზდეცია.

იგეგემებოდა სამხედრო ამბოხი, მონაწილეობდნენ ყარყარაშვილი, თევზაძე, კობალაძე და კიდევ ვიღაცეები ყოფილი და მოქმედი სამხედრო ჩინოსნები, იგეგმებოდა რუსული ჯარის შემოსვლა 5000 ჯარისკაცის ნატახტარამდე. (ციტატა ფორუმიდან)

ამას დაამატეთ ოპოლიდერების თავიდან შეფარული, შემდეგ კი აშკარა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედება, რომელიც როგორც უკვე ჩანს (თავიდანვე კი ჩანდა, მაგრამ  ასე კარგად არა) ზუსტად იყო გაწერილი დროში და შეადგენდა რუსეთის ერთიანი გეგმის ნაწილს – ჩაეშალა NATO-ს ხვალინდელი წვრთნები და ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში დაემხო ხელისუფლება ძალით.

დედას გვიტყნავს მოკლედ რუსეთი და რაც მთავარია, ქართველების ხელით. ჩემის ღრმა რწმენით ამას მოყვება ადეკვატური რეაქცია ხელისუფლებიდან, ანუ ხალხურად რომ ვთქვათ – დაამტვრევენ დინგებს ყველას, თუ არ მოყვა და მაშინ საერთოდ ხელია ჩასაქნევი. ის ხალხი მეცოდება, ვინც გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ამ აქციებში მონაწილეობით ხელი შეუწყვეს ამ გეგმის განხორციელებას. მორალურად მეცოდებიან, თორემ ისე – არანაირი დანდობა მოღალატეებს!!!

Related: კატეგორია ომი

Update – Video:

Link: http://www.youtube.com/watch?v=_JHmNxxvGdk

Advertisements

ნაგავი თბილისის ქუჩებში


როგორც მოგეხსენებათ, აგერ უკვე მერამდენე დღეა თბილისის ქუჩებში ნაგვის რაოდენობამ მკვეთრად იმატა, განსაკუთრებით კი მისი კონცენტრაცია შეიმჩნევა რუსთაველზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ლაპარაკია არა იმ ნაგავზე, ტრიბუნიდან რომ მოუწოდებენ თავიანთ მომხრეებს რაღაც-რაღაცეებს, არამედ ნამდვილ, ჭეშმარიტ და ქართულ ნაგავზე.

ალბათ ჩნდება კითხვა – სად არის დასუფთავების სამსახური? ამ კითხვაზე პასუხი ყველამ იცის, თუმცა ზოგიერთი თავს იკატუნებს, თითქოს და არ ახსოვს ის გაწევ-გამოწევა, რაც ტრიბუნიანმა ნაგვებმა მოუწყვეს მათ გასატანად მისულ მენაგვეებს და შესაბამისად ნამდვილი ნაგვის გატანაც თავის თავზე აიღეს.

როგორ გაართვეს ამას თავი, ქვემოთ მოცემულ სურათებზე შეგიძლიათ იხილოთ. ამათმა უნდა დაალაგონ ქვეყანა?

პ.ს. სურათებზე ქოფირაითი მე არ მეკუთვნის.

tiflis-nagav-04 

Continue reading “ნაგავი თბილისის ქუჩებში”

ბლოგერთა სხოდკები მაკდონალდსში


როდესაც 1937 წელს დიკ და მაკ მაკდონალდები ელისონ მაკრეისთან ერთად ჰოთდოგების რესტორანს ხსნიდნენ კალიფორნიის ერთ-ერთ მიყრუებულ ქალაქში, სულაც არ ჰქონდათ ჩაფიქრებული მსოფლიო ბატონობა და მათი ზავიძენიაც არაფრით განსხვავდებოდა სხვა მსგავსი ზაბეგალოვკებისგან, რომლებითაც სავსეა ამერიკის ტრასები. დაახლოებით 11 წელი დაჭირდათ მათ იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ ადამიანების სიზარმაცეში და ეს ყველაფერი თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ, ამოეყარათ მენიუდან ყველანაირი ”ზედმეტი” ერთეულები და მხოლოდ ჰამბურგერებზე, მილკშეიკებსა და კარტოფილ ფრიზე ორიენტირებულიყვნენ. გავიდა კიდევ რამდენიმე ათეული წელი და დადგა საშინელი ხანა კაცობრიობის ისტორიაში – მსოფლიოს თანდათან მოედო მაკდონალდიზაცია, სულ რაღაც 1968 წელს გაიხსნა მაკდონალდსის მეათასე და 1978 წელს მე-5000 რესტორანი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

თითქოს ამაში შემაშფოთებელი არაა, მსოფლიო პროგრესირებს და ბიზნესის კანონების მიხედვით საუკეთესო აღწევს ყველაფერს, მაგრამ საქმეც იმაშია, რომ იმას, რაც იყიდება მაკდონალდსის რესტორნებში, რომლებიც თვით უბადრუკ თბილისშიც კი სამი ცალია უკვე,  საჭმელი არ ქვია. თვით მაკდონალდსის თანამშრომლები აღიარებენ, რომ ეს ”საჭმელი”, რომელიც მზა სახით მოდის მათთან და მხოლოდ ორიოდე წუთის გაცხელება ჭირდება საბოლოო სახემდე მისაყვანად, ზუსტად ოცი წუთის მერე საჭმელად არ ვარგა. მართალია ისეც არ ვარგა, მაგრამ თუკი უახლოესი ნახევარი საათის მერე შეჭამთ იქაურ შედევრებს, როგორც მინიმუმ დიარეა გარანტირებული გაქვთ. უგემურობაზე რომ არაფერი ვთქვათ, სულ მარტივად – აიღეთ ჩვეულებრივი ჰამბურგერი და მისი შიგნითა ნაწილი გასინჯეთ საწებლის და ყველაფრის გარეშე. ნუ შეგეშინდებათ ოღონდაც, გემოს შეგრძნება არ დაგიკარგავთ, მას ის უბრალოდ არ აქვს.

ამის პარალელურად მინდა მოგახსენოთ მეორე ფაქტი, რომელიც ალბათ თქვენც კარგად მოგეხსენებათ – საქართველოში არის ბევრი ისეთი ეროვნული თუ არაეროვნული საჭმელი, რომელიც გემრიელიცაა და უსაფრთხოც, ფასზე რომ არაფერი ვთქვათ.

მაშ მოდით, ეს ყველა ფაქტი ერთად დავაჯამოთ და ერთად ვუპასუხოთ კითხვას – რატომ იკრიბებიან ქართველი ბლოგერები მაინცდამაინც მაკდონალდსში? შეთქმულებას ხომ არ აქვს ადგილი?

რატომ ვუყურებთ ნაგავ ფეხბურთს ტელევიზორში


დღეს 8 სექტემბერია, თითქოს არაფრით გამორჩეული დღე, ჯდები ტელევიზორთან, იღებ პულტს და ოხ – ფეხბურთია, საქართველო-უკრაინა. სადღაც ყურმოკვრით გაგონილი გახსენდება, რომ ჩვენი ნაკრები უკვე სხვაა, პროგრესი განიცადა და ახალი სტილის ფეხბურთს აჩვენებს. აქვე წინასამატჩო სიუჟეტიდან ნაწყვეტიც ამოტივტივდება თავში, სადაც განახლებული და რესტავრირებული სტადიონის ქება ყურს ჭრის, ამიტომაც გადაწყვეტ, ჯანდაბას, იქნებ მეყურებინა ამ თამაშისთვის? მაცივრიდან ლუდს იღებ, მოხერხებულად ჯდები სავარძელში და მსაჯის მონეტის ტრიალს იმედით უყურებ. თამაში იწყება…

გადის ათი წუთი, გადის ოცი, მეშვიდე წუთიდან ვაგებთ, ეგ არაფერი – ფიქრობ შენ, აი ახლა… არა მაშინ აი ახლა… და შენ ხვდები რომ მოგატყუეს, მწარედ მოგატყუეს და ამის შეგნებისას სამართლიანად ბრაზდები. შენ თავს გრძნობ მოტყუებულად ყველაფრის გამო, განახლებული და პროგრესგანცდილი გუნდის ნაცვლად თეთრ ფორმაში ჩაცმული ზანტად მორბენალი თერთმეტი კაცის ყურება გაბრაზებს, გაბრაზებს სტადიონზე მყოფი ხალხის კანტიკუნტი შეძახილები, გაბრაზებს კომენტატორის გაწელილი და დუდღუნა ხმა, სადაც ის საკუთარი უპირატესობის გრძნობით აღვსილი გვახსენებს ოცდაათი წლის წინ როგორ გაიტანა ვინმე გურმუსიუნ ფეხენბიჩმა დინამოს კარში გოლი, როგორი არასამართლიანი იყო იმ თამაშში კონგოელი მსაჯი და როგორ ცეკვავდა არგენტინის ნაკრები ჰაკას თურმე (ეს რომელ ტელევიზორში ნახა, ნამდვილად არ ვიცი)… აქვე თვალწინ გადაგირბენს კადრები არაქართული ტელევიზიის ნაჩვენები არაქართველი ფეხბურთელების ნებისმიერი თამაშიდან, ლუდის ცარიელ ქილას გაბრაზებული ჭმუჭნი, ტელევიზორს თიშავ, პულტს მაქსიმალურად შორს ისვრი, რომ თამაშის დამთავრებამდე არავინ ჩართოს და მიდიხარ მეგობრებთან ერთად სადმე ”გულის გადასაყოლებლად”.

ისმის კითხვა – კი მაგრამ რატომ? რა დავაშავეთ ჩვენ, უბრალო ქართველმა მოკვდავებმა და რა ტიპის ტელევიზორი უნდა გვქონდეს, რომ ფეხბურთის დროს ნაგავი არ აჩვენოს? ან რა არის ამისთვის საჭირო? ჩამოვყვეთ ”პა პუნქტამ”:

პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, საჭიროა ფეხბურთელებმა ითამაშონ ისე, როგორც უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი და არა როგორც თეთრ ფორმაში ჩაცმული ვინმე გამვლელი. მაგრამ რა ფეხბურთზეა საერთოდ ლაპარაკი, როდესაც გაგორებულ ბურთს მიწიდან აუხტომლად ვერ იჩერებს ვერცერთი, როდესაც ტაქტიკური მონახაზი არ გაუგია არავის და ყველა იქეთ დარბის, საითაც ბურთი გაგორდება. მოკლედ, ფეხბურთელები რომ კარგები გვყავს, ამაზე დიდხანს არ გავჩერდები. Continue reading “რატომ ვუყურებთ ნაგავ ფეხბურთს ტელევიზორში”