ახალი Tattoo Gun და ახალი კარიერა


პირველი ტატუს მანქანა ორიოდე თუ სამიოდე წლის წინ მაჩუქა ერთმა ნაცნობმა. მაგნიტოფონის ძრავზე იყო აწყობილი და მაგით ხატვა საკმაოდ ძნელი იყო – თან სიზუსტე აკლდა და თან მტკივნეული იყო. მასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტიც შეგიძლიათ აქვე იხილოთ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე წესიერი აპარატი მეყიდა, ჩერეზ ამაზონი.

და ვიყიდე კიდეც. ვინაიდან და რადგან, ყველა საზომის მიხედვით მე დამწყებ ტატუიროვშიკებში გავდივარ, აპარატიც შესაბამისი, დამწყები ვიყიდე, იაფიანი. თუმცა, მოგეხსენებათ მარტო აპარატი საკმარისი არ არის – სხვადასხვანაირი ნემსები, თავები, მელანი და სხვა პრიბამბასებიც უნდა. ასე თუ ისე, დაახლოებით ერთი კვირის წინ, როგორც იქნა, თითქმის შევკარი მთელი კომპლექტი და პირველი ორნახევარი ტატუც გავაკეთე. ნახევარ ტატუში ვგულისხმობ ანას ტატუს, რომელიც ჯერ დაუმთავრებელია. და ადრე თუ მხოლოდ ძალიან ახლობლებზე ვცდიდი ჩემს ნემსს, უკვე შემიძლია ყველა მსურველს გავუფერადო კანი, ცხადია შესაბამისი ანაზღაურების ფასად.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩემს კოხტა დრაკონს და პირველ ორ ნორმალურ ნამუშევარს. პირველს დაჭირდა 30 წუთი, მეორეს – ერთი საათი:

აპარატი და მისი ნაწილები
პირველი ვარსკვლავის ხატვის პროცესში
ეს კი შედეგი
ლუქსას ლომი ხატვის პროცესში
ეს კი დამთავრებული ლომი
Advertisements

მოძრავი ემზარიადა


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ ემზარიადას როჟები მექცია პოტენციურად ანიმირებად კომიქსად. შევყარე ”ანიმე სტუდიოში”, დავადე ძვლები და ვუალა, ის მზადაა მომავალი სერიებისთვის. ეს რომ მათ გაიგეს, ძალიან გაეხარდათ. იხილეთ მორიგი კომიქსი ამის შესახებ.

აქვე კდიევ ერთი ახალი ამბავი – ემზარიადას ცალკე ბლოგი გავუკეთე: http://Emzariada.Wordpress.com ასე რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ ფიდრიდერებში და მსგავს მაიმუნობებში და მიიღოთ განახლებები. ახლა კი მორიგი კომიქსი (Click to enlarge):

Filled Tattoo


მოგეხსენებათ, რომ გასული წლის 22 დეკემბერს გავიკეთე ”საახალწლო ტატუ”, უფრო სწორად ნახევარტატუ, მხოლოდ კონტური. იმის მერე სამ თვეზე მეტი გავიდა, მე კი ვერაფრით მოვაბი თავი, რომ გამეფერადებინა და დამთვრებული სახე მიმეცა.

დღეს ადრე მოვედი სამსახურიდან, თან მხნეობისთვის მროველაც წამოვიყოლე. მთელი პრობლემა იმაში იყო, რომ მარტოს მეზარებოდა ხატვა, რომ წარმოვიდგენდი, რომ ორი საათის განმავლობაში უნდა მექაქუნებინა აპარატი, სიზარმაცე მიპყრობდა. ასეა თუ ისე, მროველას და შემდეგ უკვე ლილიანის მორალური მხარდაჭერით და ორსაათიანი ბზზზ-თი ჩემს მშვენიერ და საყვარელ ხელს უფრო მშვენიერი და საყვარელი ნახატი შევძინე.

ახლა კი იხილეთ თავად ისიც, ახალგაკეთებული და ჯერ კიდევ ვაზელინწასმული:

აი ისიც, იცნობდეთ და გიყვარდეთ

მორიგი ტატუ


აჰა, ესეც ასე. ამოვარჩიე ადგილი – დაახლოებით ღვიძლთან, ანუ გარედან რომ შევხედოთ – ჭიპის გასწვრივ და გუშინ დავიხატე ეს შესანიშნავი ტატუ. ეს ჩემი რიგით მეხუთე ტატუა, თუმცა სხვები ამასთან შედარებით არაფერია (ჯერჯერობით). მაშ ასე, დატკბით მისი მზერით.

ჯერჯერობით ვაზელინის აბაზანებით დავდივარ, სანამ შემიხორცდება. ამიტომ ცოტა მოგვიანებით გადავიღებ სურათს შორიდან, სადაც ადგილიც გამოჩნდება და დავდებ. ეს სურათი გაკეთებისთანავეა გადაღებული, ალაგ-ალაგ აწითლებული კანით.

მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს ძველ პოსტებს ტატუზე.

გაბრაზებული ბაჭია


სიზარმაცევ, ძალსა შენსა
ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს

შემაწუხა მოკლედ ამ სიზარმაცემ. კაი ხანია დახატვა მინდა რამის (ჩემზე) და ვერ მოვაბი თავი. ამას დაემთხვა ის შესანიშნავი შანსიც, რომელიც უფებ გაეძრო ფორუმზე. მოკლედ და კონკრეტულად, სავარაუდოდ ხვალ ვიხატავ პატარა (ან არც ისე პატარა) და ლამაზ ნახატს. არა ჩემი ხელით…

სურათი თავის თავად ლამაზია და საყვარლად ბოროტი, მაგრამ ჯერ ვერ მოვიფიქრე სად ჯობია ამის ამოჯღაბნა. აბა, ენი იდეაზ? აი ნახატი:

აი ისიც, უბოროტესი კურდღელი

ფერადი ტატუ, ნახატი, ბაჭია.

საახალწლო ტატუ


მოგეხსენებათ ახალი წელი მოდის. ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ მაქამდე ვიცოცხლებთ. ასეა თუ ისე, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს აუცილებლად უნდა აღნიშვნა. ჰოდა მეც ავღნიშნე ახალი, საახალწლო ტატუთი, ამჯერად ჩემს საკუთარ სხეულზე.

ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, მომეწონა სურათი, ამოვბეჭდე, გაგავიტანე ხელზე და შემოვაკონტურე. ახლა ვუყურებ და სიყვარულით ვივსები, ჯერ ამ ნახატისადმი და მერე საკუთარი თავისადმი. მე ხომ სრული საფუძველი მაქვს ეს ტატუ ორმაგად მიყვარდეს – როგორც ჩემი ახალი ტატუ და როგორც ჩემი დახატული ტატუ.

მოკლედ, სიტყვა რომ აღარ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ ამ შედევრს. ისევე როგორც ფეხზე, ალბათ ამასაც გავაფერადებ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ჰო, ცოტა ისეთი ფოტოა, რომ ძნელი გასარჩევია ადგილი, ამიტომ მე გეტყვით – ეს არის მარცხენა ხელი, იდაყვიდან მაჯამდე, ზედა მხრიდან.

related: https://bigcrow.ge/?s=tattoo

ყვავა Ink


არა Incorporated, არამედ პროსტო ინკ, “Miami Inc”-ის პონტში… გეცოდინებათ ალბათ ეგ გადაცემა, მაიამელ ტატუიროვშიკებზეა, რომლებიც რაღაც ღვთიურ ნახატებს აკეთებენ. გემახსოვრებათ ალბათ, რომ ამ რამდენიმე ხმის წინ ტატუს სამაძელკა აპარატი დავითრიე. იმის მერე ბევრი ვიწვალე თავი, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივედი იმ დასკვნამდე, რომ გაგრძელება ღირს. ჰოდა გუშინაც ავდექი და ერთი პატარა ტატუშკა მივიხატე ხელზე. შეგიძლიათ იხილოთ:

tattoo

ქვედა არის ახალი ნამოქმედარი, ზედა კი ძველის ალაგ-ალაგ გაფუჭებული ფრაგმენტები. იმედია ეს ახალი კარგად შემიხორცდება და ფერს არ დაკარგავს, თორემ ვიკივლებ…