ახალი ვიდეოარტი ნი2.გე – დან


როგორც უკვე მოგახსენეთ, გახლდით კვარიათში, სადაც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ვიდეო არტიც გადავიღე. აი ისიც:

ნი2 არტსი წარმოგიდგენთ ქრაუ პიქჩერზის ნაწარმს. ახალი ვიდეო არტი, რომელშიც მოთხრობილია ერთი მხატვრის ისტორია. გოჩა ბროსნანის სახელობის კავშირის გამოფენა. ვიდეო გადაღებულია სამოყვარულო კამერით, ჩვენი სუპერ ძლიერი ტექნიკის გამოყენების გარეშე. მონტაჟიც შესრულებულია თათარიახნად. ნი2-ის სუპერ კრეატიული შემადგენლობა იმედოვნებს, რომ ეს თქვენი სამაგიდო ვიდეო გახდება. ახლა კი თავად ვიდეო არტი:

წყარო:  http://ni2.ge/2010/vid-scarf-and-liberals/

Advertisements

ni2.ge / შარჟები


ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ როგორც იქნა დავარელიზეთ ni2.ge , რომელიც წარმოადგენს ქართული კრეატივ-პრანკს-სატირული ჯგუფის ”ნიორის” ოფიციალურ საიტს. თავიდან მე და საბამ დავიწყეთ (დოდკა რატომღაც პასიურ მოუდში გავიდა და აღარ ითვლება), მერე და მერე კი ნელ-ნელა შემოგვიერთდა ხალხი და იმედია კიდევ გაგრძელდება შემოერთება.

ასე რომ, თუკი თვლი, რომ კრეატივი შენი საქმეა, იუმორზეც არ აუცრიხარ არავის ბავშვობაში და საერთოდაც, მაგარი როჟა ხარ, შემოგვიერთდი. ან არც შემოგვიერთდე…

პოსტი ამას არ ეძღვნება სინამდვილეში. მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ახალი რუბრიკა (ძველებია ნიუსები, ვიდეო არტები, ჟურნალიზმის ზეიმები) – შარჟები და მისი პირველი ნიმუში:

ლინკი: ნი2.ჯი/გასაუბრება

ლეკვისმჭამელი საბა!


აქა ამბავი საბასი და მისი საყვარელი ლეკვისა. მართალია არ ეტყობა, მაგრამ თუკი საბას დავუჯერებთ, ეს დალმატინელის ლეკვია. არაუშავს, ამბობენ თავიდან ზებრას კვიციც თეთრიაო. ვერთობოდით ანუ და ვემზადებოდით ნი2–ის მორიგი ვიდეოს გადასაღებად.

პ.ს. ლეკვს ქვია რალფი.

ახალი ვიდეოშედევრი


მინდა წარმოგიდგინოთ ნი2 ნიუსის და ქრაუ პიქჩერზის ახალი შედევრი, ვიდეოშედევრი, რომელიც გადაღებულია მხოლოდ ჩვენს მიერ და ყველა სხვა გადამღების თავზეც გავიარე. უფრო სწორად ეს არის ახალი შედევრის ტრაილერი, თუმცა ეს მას არ უშლის ხელს, რომ თავადაც შედევრი იყოს. მაშ ასე, გენადი, ფონოგრამა: