ძუძუთაშორისი სექსი v2.0


ამ ორიოდე დღის წინ, როდესაც შემოქმედებითი კრიზისის მორიგ შემოტევას განვიცდიდი და თავი საჰარის ცასავით ცარიელი მქონდა, დავწერე პოსტი ”ძუძუთაშორისი სექსი”, რომელმაც თავის შინაარსთან შედარებით უზარმაზარი სტატები აკრიფა ეგრევე. საოცარია, ზნაჩიტ აინტერესებს ხალხს ეს თემა, ასე რომ მოდი, შევეხოთ მას ორიოდე სიტყვით.

მოგეხსენებათ, არსებობს მრავალი პოზა, რომელშიც შეიძლება დაკავდე სექსით, მათი რაოდენობა საკმაოდ ბევრია, თუმცა მაინც შეიძლება ამ პოზების გარკვეული პრინციპების მიხედვით დალაგება და არის კიდეც დალაგებული. მისიონერული პოზა მოგეხსენებათ ალბათ ყველას, ”კაცი ზემოდან” ანუ, ყველაზე მორიდებული და უმანკო პოზაა, თუმცა მისი რამდენიმე ვარიანტიც არსებობს, ასევე საკმაოდ კარგი პოზაა… არც კი ვიცი ქართულად რა ქვია… მოკლედ რუსულად ”რაკომ” და ინგლისურად ”დოგისთაილი”, ქართული შესატყვისი არც არსებობს მგონი, ესეც ჩვენს ჭურში ჯდომაზე მეტყველებს, ალბათ. ”ქალი ზემოდან” პოზაც არ უნდა იყოს დიდად უცხო ჩემი ძვირფასი  მკითხველებისთვის, კოვბოისებური ყიჟინა და იე იე ბეიბის ძახილი, შეიძლება რამოდენიმე ფეტიშისტური ნავაროტის გაკეთებაც, რაღა თქმა უნდა, ხელ- და ფეხბორკილები, მათრახები, ტყავეული და რკინაკავეული. ასევე ვახსენებ სხვა დანარჩენ პოზებსაც, როგორებიცაა ანალი, ორალი, ანალ-ორალი (რიმინგი), 69, ხენდჯობი (აი ქე რომ ხელით, ის) და ბოლოს რაც ყველაზე მთავარია – ძუძუთაშორისი სექსი! Continue reading “ძუძუთაშორისი სექსი v2.0”

Advertisements

ძუძუთაშორისი სექსი


მართალი თუ გინდათ, არაფერ შუაშია სათაური და ის, რისი დაწერაც ამ პოსტში მინდა. საქმეც იმაშია, რომ ამ პოსტში არაფრის დაწერაც არ მინდა, თავი მაქვს აბსოლუტურად გამოცარიელებული, მხოლოდ უდაბნოს ქარის ნელი ზუზუნი ისმის ნახევრად დაწყვეტილ მავთულებს შორის, სათაური კი პირველივე  ფრაზაა, რომელიც თავში მომივიდა.

ზუსტად ისეა საქმე, როგორც მიხვდით, როგორც ხშირად ვარ ხოლმე და როგორ ყოფნაც სასტიკად არ მიყვარს. ორმოში ვარ ჩავარდნილი, უსაქმურობის და ბეზპონტობის ორმოში, არანაირი ახალი იდეა არ მომდის, ან თუ მომდის, იმუნიტეტის უქონლობის გამო სიზარმაცის ვირუსი კლავს და ჩანასახშივე სასაფლაოსკენ მიემგზავრება. სასაფლაოზე კი უკვე უამრავი კარგი, არაკარგი და ცუდი იდეა მარხია, ბევრი პერსპექტიული, ბევრიც ისეთი, რომ ცდა ღირდა, მაგრამ რა ვქნა, იმდენად ღრმა ორმოში ვარ, რომ ზემოთ ამოხედვას ვერ ვახერხებ, სადაც ეს იდეები შლიგინებენ.

არის საშველი საერთოდ? რამე გამოვა, თუ სამუდამოდ შემოქმედებითი კრიზისის ორმოში დავრჩები? აი მთავარი კითხვა, თუმცა ამაზე ფიქრითაც დიდად არ ვიცხელებ ტვინს – უბრალოდ მეზარება. იქნებ საერთოდ მოვკვდი?