Agonia Live – rock club


15 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე (ზუსტად 7 საათზე) შედგება აგონიას კონცერტი განახლებულ როკ კლუბში, რუსთაველის 28 (ოპერის პირდაპირ). ჯგუფი გამოვა განახლებული რეპერტუარით, იქნება დრაივი და სლემი. არ გამოტოვოთ ეს კონცერტი. გახურებაზე (ე.წ. რაზაგრევზე) გამოვა გოგოების ბენდი ”მირორ ილუჟენი”.

აგონია-აფიშა

Original Post: ჯგუფი აგონიას ბლოგი

Advertisements

ორშაბათი?


ორშაბათი გათენდა, პირველი ორშაბათი ბოლო რამდენიმე ხნის განმავლობაში, რომლის გათენებაც არ გამეხარდა. მართალია ნამდვილი ადამიანებისთვის ორშაბათიც შაბათია და ოთხშაბათიც, მაგრამ რაღაცამ მაინც უშნოდ შემიღიტინა გულში და შემახსენა, რომ რაღაც-რაღაც ვალდებულებები მქონდა.

ვალდებულება, თავის მხრივ კარგია, ყვერთა ფხანას ჯობია, მაგრამ ეს მხოლოდ საკითხის თეორიული ნაწილია. პრაქტიკულად კი ძალიან ძნელია ადგე და წახვიდე იქ, სადაც უნდა იყო, რომ არ იყო არ შეიძლება და ა.შ. ჩემი იქ წასვლის დამარწმუნებელი ბევრი არგუმენტი არსებობს, უფრო მეტიც არწასვლისთვის მაქვს გადანახული, მაგრამ ვალდებულება – ეს ისეთი რკინის არგუმენტია, რომელსაც ვერაფერს უზამ.

მართალი რომ ვთქვა ეს ყველაფერი არანაირ კავშირში არაა ორშაბათთან, ჩემს ახალ ვალდებულებას, ზოგი რომ სამუშაოს ეძახის, არ აქვს დღეების მიმართ დისკრიმინაციული სახე, ნებისმიერ დღეს შეიძლება ერთნაირი წარმატებით მუშაობა, იქნება ეს ხუთშაბათი თუ კვირა, მთავარია საქმე გაკეთდეს. ასე რომ ახლა უნდა ჩავაგონო ჩემს თავს დაძლიოს უმადურობის შემოტევა, ”რად მინდოდა ეს ვალდებულება”-ს მსგავსი ფიქრები თავიდან გადაიგდოს, ადგეს და წავიდეს სამუშოდ.

მოკლედ, ასეა თუ ისე, საბოლოოდ ლაიფ საქზ… დასკვნები მერე…