”მე მინდა რომ ქმარმა მარჩინოს”


ბევრი ქალისგან გამიგონია, რომ მათ უნდათ ქმარმა ისინი არჩინოს. თვით ტერმინი ”რჩენა” თავის თავში უკვე შეიცავს დამამცირებელ ნოტებს, ჰოდა ვიფიქრე, ვიფიქრე და ჩამოვაყალიბე ფორმულა, რას ნიშნავს ქმრის ნარჩენი ქალი.

მაშ ასე ქმარი, ფიზიკური სიდიდე, მთელი თვის განმავლობაში ”მუხლჩაუხრელი”  შრომის შედეგად როგორც იქნა მივა იმ დღემდე, რომელსაც ყველა ელოდება მთელი თვის განმავლობაში, ანუ აიღებს ხელფასს. ხელფასიდან 100 მწვანეს მაშინვე გადადებს ”შავი დღისთვის”, შემდეგ გადაურეკავს თავის ორიოდ უახლოეს ძმაკაცს და საზეიმო ტონით აცნობებს მათ ”შავი დღის დადგომას”. ძმაკაცები გადახედავენ ფონდს, აიღებენ თავიანთი შავი დღეებისთვის გადადებულ ას-ას მწვანეს და ისინი მეგობრულად და შეხმატკბილებულად მიდიან უძველეს პროფესიონალებთან, ხალხურად ბოზებთან.

ნაგულავები, შეზარხოშებული და კარგ ხასიათზე მოსული ქმარი სახლში გამთენიისას (არ არის აუცილებელი იმავე დღის გამთენიისას, გააჩნია ფული რამდენზე ეყოფათ) ბრუნდება, მის მოლოდინში ღამენათევ ცოლს ფულს მიუყრის, ”შემდეგ თვემდე იმყოფინეო” მიაძახებს, ერთსაც მიაგინებს, სადილი ცხელი რატომ არ არისო და მკერდის ფხანა-ფხანით მიაშურებს საწოლს. უკვე ნახევრად ძილბურანში მყოფი ერთს ამოიგმინებს ”ქალო ბავშვი გააღვიძე, პიანინოზე უნდა დავაკვრევინოო”, ცოლის პასუხზე, რომ მათ პიანინო არ აქვთ, ერთსაც კიდევ მიაგინებს გემოზე და ხვრინვას ამოუშვებს.

ეს გინდათ, დავიჯერო? spy