ყოველდღიური პოსტვის კვირეული


მოგესალმები პუბლიკავ.

დღეს რატომღაც, ჩემთვის აუხსნელი მიზეზით, კრეატიულობამ და ხელების ფხანამ შემომიტია. ეს ისეთი რამეა, რომლის უყურადღებოდ დატოვებაც არ ღირს, თორემ მეორედ როდის მოხდება მსგავსი რამე, არმაზმა უწყის. ამიტომაც გადავწყვიტე მომენტის გამოჭერა და ყოველდღიური პოსტვის კვირეული გამოვაცხადე.

იმისათვის, რომ ჩემი ყოველდღიური შედევრები, რომლებსაც ამ ერთი კვირის (თუ კარგ ხასიათზე დავრჩები, მეტისაც) განმავლობაში მოგაწვდით, ადვილად ნახოთ ხოლმე, რამე არ გამოგრჩეთ და უბრალოდ, მე მასიამოვნოთ, ყველას მოგიწოდებთ ბლოგის გვერდების დალაიქება/დაცირკლებისკენ. ფეისბუქის გვერდის ლინკი და Google+ გვერდის ლინკი ამაში დაგეხმარებათ.

გარდა ამისა გირჩევთ ძველ პოსტებსაც გადახედოთ. ბლოგის არსებობის 6 წლიანი ისტორიის მანძილზე ბევრი კარგი რამე დაგროვდა. ამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც არქივების მონახულებით, მარჯვენა მენიუში, ასევე შემთხვევით პოსტის ლინკით. მისი პოვნა ასევე შეგიძლიათ მარჯვენა მენიუში და საერთოდაც, მარჯვენა მენიუში ბევრი კარგი რამის პოვნა შეგიძლიათ.

პოსტს კი ერთი გამამხნევებელი სურათით დავამთავრებ:

გამამხნევებელი გოგოშკა

gbd10 ანუ კვარიათიდან ჩამოსვლის შემდეგ


მას შემდეგ, რაც შედგა gbd10 ანუ ქართული ბლოგინგის დღეეები 2010, დიდი დრო არ გასულა. ის კი არა და ჯერ კიდევ გუშინ იქ ვიყავით ჯერაც. თავად მოვლენის ოფიციალურ ნაწილზე უკვე ბევრი დაიწერა და კიდევ ბევრი დაწერს. რამდენიმე არაოფიციალურ პოსტს (საბუნიას ყველაზე თევზური პოსტი და ეგოისტის არაოფიციალური ნაწილის მიმოხილვა) მეც მივამატებ ჩემს ვიდეო ვერსიას. ოფიციალური ჰეშტეგი და ამბავი რა თქმა უნდა დაცულია [იცინის]. ვიდეო:

პ.ს. მცირე ოფიციალური ნაწილი: ერთ-ერთ კონფერენციაზე ბლოგერებმა დავწერეთ ბლოგინგის ტუტორიალები, რომლებიც რა თქმა უნდა შეგიძლიათ იხილოთ ივენტის ოფიციალურ საიტზე – GBD.ge . რომ არ დაიკარგოთ, ჩემს დაწერილს აქვე გიბოძებთ, ლინკის სახით. ესაა ტუტორიალი პოსტის შორტკოდები ვორდპრესში.

ფართი ვეძისში და ვპოსტი


მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეოპოსტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩავწერე, მაგრამ იმდენად ვიყავით გართულები კედელზე ხატვით, რომ ბლოგზე გადმოდება დამავიწყდა. ფართი, რომელზეც ლაპარაკია ვიდეოში, ჩატარდა. დავლიეთ, ტრაკები ვიქნიეთ და მსგავსი სისულელეები ვაკეთეთ, რასაც საერთოდ ვაკეთებთ ხოლმე ფართებზე. ვიდეომდე ერთ სურათს დავდებ, ფართის ამონაგლეჯს ანუ. ვიდეოკამერა მქონდა წაღებული, მაგრამ ცხადია არაფერი გადამიღია.

ფართი საშკასთან, ვეძისში

და რაღა თქმა უნდა დაპირებული ვიდეოპოსტიც. 19 ივნისი, 2010:

Trance party + vLogpost


სირცხვილია მეგობრებო, სირცხვილი. ადამიანი, მით უმეტეს ცივილიზებული, ასე არ უნდა დათვრეს.

ვიდეოპოსტი ჩემი და ძიმას მონაწილეობით. ლაპარაკი, ალაგ-ალაგ ღრიალიც, მიდის ყველაფერზე და არაფერზე ერთდროულად, ნუ ამავე დროს ფართიზეც, რომელიც უნდა შედგეს მალე წესით.

ამ გახსენებაზე – ახლა მომივიდა ფეისბუკზე ინვაითი ფართისა, რომელიც შედგება ხუთშაბათს, 14 იანვარს, კლუბ ”ოთახში” (თიბისი ბანკთან, მარჯანიშვილზე) და ამავე დროს თურმე მეც ვუკრავ. ძალიან ბევრნაირი ჭურში ჯდომა გამიგია, მაგრამ მსგავსი – პირველად. შეგიძლიათ თქვენც იხილოთ ეს ივენტი ფეისბუკზე და წამოხვიდეთ კიდეც. მანამდე კი იხილეთ ვიდეო, ანუ ის, რისთვისაც ამ პოსტის წერა წამოვიწყე:

ბლოგერები რუსთაველში [vLog]


ვიყავი რა ფილმზე, რომლის სათაურიც ყველასთვის ცნობილია და ჟღერს როგორც ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2”, თავიდანვე გავთვალე, რომ რევიუს დაწერა დამეზარებოდა, ამიტომაც ამ ყველაფერს მივეცი ვიდეო პოსტის სახე, რომლის ხილვაც შეგიძლიათ ქვემოთ. გენადი, ფონოგრამა:

აქვე – შარშანდელი ფილმის მიმოხილვა.

პინგზ:

რა ღირს პოსტი?


ერთი პრობლემის შესახებ მინდა მოგიყვეთ, ან უბრალოდ გელაპარაკოთ, რომელიც ხშირად დგას ხოლმე ჩემს წინ და სავარაუდოდ მე მარტო არ ვარ ამ ამბავში. ეს არის პრობლემა, უფრო მეტიც – დილემა, რომლის წინაშე ხშირად ვდგები ხოლმე და ვინაიდან და რადგან ვერ ვახერხებ მის დროულად გადაწყვეტას, ზარალდება ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ბლოგი.

საქმე ეხება მოვლენათა შეფასების კრიტერიუმებს, ანუ იმის განსაზღვრას – რისი დაბლოგვა ღირს და რისი არა, ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ – არის თუ არა ესა თუ ის მოვლენა იმის ფასი, რომ მასზე პოსტი დაიხარჯოს. ამ მხრივ ძალიან ცუდი შკალა მაქვს ვგონებ აღებული, რამდენიმეჯერ დამიწყია წერა რაღაც უმნიშვნელო რაღაცაზე და გავჩერებულვარ – ვის რაში ჭირდება ეს?

ასე რომ უნდა გავაიაფო პოსტები, ექსპერიმენტის სახით და ყველა ყლეობაზე უნდა ვწერო, ვთქვათ ორი კვირა ან რამე მსგავსი პერიოდი, ვნახოთ რა გამოვა აქედან…

ბლოგი და სიზარმაცე


მე და ჩემი ბლოგი, ჩემი ბლოგი და მე… უკვე რამდენი წელია ერთად ვართ და ჩემს კლავიატურას უძლებს… 2005-დან რომ გადმოვთვალო, როდესაც პირველი ბლოგური ტიპის ჩანაწერი გავაკეთე, მესამე წელი გამოდის. თავიდან საერთოდ სხვაგან მქონდა ბუდე, მერე გადმოვცხოვრდი ვორდპრესზე, ასე თუ ისე დამევასა და წავიდა მერე ჯღაბნა. სულაც არ მქონდა ჩაფიქრებული ბლოგი დღიურად, უბრალოდ მინდოდა ადგილი, სადაც ჩემს ლიტერატურული წვალების შედეგებს გამოვფენდი, მეტი არაფერი. ცოტა მოგვიანებით დავიწყე ცოტა პირადი ჩანაწერების კეთებაც, ვინაიდან და რადგანაც ნაჯღაბნები (ასე ვეძახი ჩემს ლიტ. მცდელობებს) ისედაც და ასედაც შეიცავდა თავის თავში პირად შტრიხებს. ასე იყო თუ ისე, საბოლოოდ ბლოგმა მაინც მიიღო ბლოგის, ასე ვთქვათ დღიურის სახე, სტილობრივად არც თუ ისე გამართულის, მაგრამ მაინც…

მაგრამ ასეთი დღიური, მე რომ მაქვს, არის იმის ცხადი მაგალითი, როგორი ბლოგი არ უნდა ქონდეს ადამიანს. ამდენი ხნის განმავლობაში ორ ასეულამდე პოსტი და აქედან ნახევარი საკმაოზე მეტად უაზრო. არა, უაზრო რაღაცეების წერა შეიძლება, მაგრამ არც ამდენად. მეზარება… ძალიან მეზარება ხოლმე წერა, ყოფილა შემთხვევა, გადამიწყვეტია რამის დაწერა, გამიხსნია ”write”-ს ფანჯარა, მიყურებია, მიყურებია და გადავსულვარ სხვა გვერდზე, ერთი კვირა არის ჩემი რეკორდი, როდესაც გახსნილი მქონდა საწერი ფანჯარა და შიგნით ერთი სიტყვაც არ მქონდა ჩაწერილი, თან არც ვხურავდი, რადგანაც დახურვა რაღაც იარაღის დაყრასავით გამოდის, ანუ აღარ აპირებ დაწერას. არა, გახსნილი მქონდა, გამზადევული და ისიც ოპერას ყოველ ჩართვაზე სინდისის ხმასავით დამყურებდა ზედ და მახსენებდა რამდენად ზარმაცი, უსაქმური და სირი ვარ.

ასე არ შეიძლება, ასე ნამდვილად არ შეიძლება. თუმდაც ჩემი ბოლო პოსტი ავიღოთ, ”ექსპერიმენტული ეროტიკა”. მაგის აქ, ამ ფანჯარაში დამწერი ნამდვილად არ ვიყავი, რომ არა სკაიპი და მისი იუზერ ფრენდლი ფანჯარა, აქაურობისთვის ემოციური გაქანება არ მეყოფოდა. მოკლედ, რამე უნდა მოვიფიქრო, თორემ ჩემი სიზარმაცე საბოლოოდ დამახრჩობს და ჩამძირავს. დოდკას უნდა ვკითხო ერთი, როგორ მოახერხა სიზარმაცის დაძლევა… ან იქნებ არც არის ზარმაცი…