ბლოგერები რუსთაველში [vLog]


ვიყავი რა ფილმზე, რომლის სათაურიც ყველასთვის ცნობილია და ჟღერს როგორც ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2”, თავიდანვე გავთვალე, რომ რევიუს დაწერა დამეზარებოდა, ამიტომაც ამ ყველაფერს მივეცი ვიდეო პოსტის სახე, რომლის ხილვაც შეგიძლიათ ქვემოთ. გენადი, ფონოგრამა:

აქვე – შარშანდელი ფილმის მიმოხილვა.

პინგზ:

რა მიყვარს მე?!


კითხვა რთულია და დაფიქრებას საჭიროებს, მაგრამ ერთი ცხადია, არ მიყვარს თოვლი, თბილისში რომ იცის ხოლმე ტალახიანი თოვლი, ეგეთი. ზუსტად ეგეთი თოვლი იყო გუშინ, შესაბამისად გუშინდელი დღე სულაც არ იყო ჩემი საყვარელი დღეების სიიდან. არასაყვარელ დღეს კი ყველაზე კარგია სახლში ჯდომა, თბილად და ბედნიერად, კონიაკიანი ჩაის წრუპვა და ბოდლერის შემოქმედებაზე ფიქრი, ცხადია პეროს დახმარებით.

მიუხედავად გარემოებათა ასეთი ცხადი დამთხვევისა, რომელიც მომიწოდებდა დავრჩენილიყავი სახლში და დავკავებულიყავი ზემოთხსენებული საქმიანობით, ჩავიცვი ჩემი ყველაზე თბილი ტანსაცმელი, ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და სადარბაზოდან გამოვედი. მიზეზი და მიზანი ფრიად დიადი და ამაღლებული მქონდა – კლიპის პრეზენტაციაზე მივდიოდი. ამიტომაც არ შევიმჩნიე არც ის, რომ არც თუ ისე თბილი ქარი ისედაც საზიზღარ ფიფქებს დიდი მონდომებით მაყრიდა სახეში და კისერში და მეტროში ჩავყვინთე.

კლიპის პრეზენტაცია დაგეგმილი იყო კინო ”რუსთაველში” და ჩვენც, ალბათ ქართული პუნქტუალობის გათვალისწინებით, 4-ის ნახევარზე დაგვიბარეს. შესაბამისად მეც ზუსტად 10 წუთი რომ აკლდა ოთხს, ქუდზე და მხრებზე საკმაოდ დადებული თოვლი ჩამოვიბერტყე და ფოიეში ამაყად შევაბიჯე. ფოიე სავსე იყო ცნობილი, ნაკლებადცნობილი და ჯერ კიდევ უცნობი სახეებით, რომლებიც ამაყად და საკუთარი ღირსების შეგრძნებით დააბიჯებდნენ აქეთ-იქეთ. აქვე გავიგე რაშიც იყო საქმე – სტუდია ”კრეატივს” (ხო, ხო, ”ჩვენი ოფისი” რომ გადაიღეს, მაგათ) რაღაც ფილმის გადაღება დაუწყია, ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” სათაურით და მაგის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო, ჯერჯერობით გაურკვეველ დროს. მიუხედავად ასეთი ჩახლართული სათაურისა Continue reading “რა მიყვარს მე?!”

ბროდჟე-ამაოების ფესტივალი


რა არის ბროდჟე? ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება, როგორც კი პოსტის სათაურს შეხედავ. მართლაც, არც ერთ ნაცნობ სიტყვას და მითუმეტეს აზრიანს არ გავს. მაგრამ შემდგომ მიწერილი დამატება ”ამაოების ფესტივალი” ყველაფერს გვეუბნება… დიახ, დიახ, ეს არის ბლოგი, რამოდენიმე ხიჭვიანი და თავგასიებული პიროვნების, რომლებიც ჩავარდნენ რა მარაზმში, მას უკვე სახალხოდაც ქადაგებენ.

ბლოგის მისამართი რა თქმა უნდა ლოგიკურია http://brodge.wordpress.com . საკმაოდ სახალისო რაღაცეები იდება ზედ, სერიოზული სტილით დაწერილი. მაგალითისთვის მოვიყვან პატარა ციტატას:

მიუხედავად ჩვენ ჩრდილო მეზობელთან არც ისე დადებითი ურთიერთობისა (მაგათი დედაც მოვსტყან) , ჩვენს ყოველდღიურობაში ფართოდ გამოიყენება სიტყვა “იდინახუი” , ზოგიერთმა მორფოლოგმა შეიძლება გამაკრიტიკოს კიდეც სამი სიტყვის ერთ სიტყვაში მოქცევისთვის , მარა არამც და არამც იდინახუი ქართულად იყო და იქნება იდინახუი :yes:
ყოველდღიურობა ვახსენე და ვალდებული ვარ მაგალითებიც მოვიყვანო … მარტივია :

პოლიტიკური იდინახუი: გაერო , ნატო , მაყვალა… მსოფლიოს ქვეყნები გულზე ხელებს იბაგუნებდნენ საქართველოს გვერდში დავუდგებითო, საქმე საქმეზე მიდგა და…. იდინახუი  ;)

რუსული იდინახუი : მედვედევს სადაც პწიჩკა დაუსვეს ყველგან ხელი მოაწერა და ვალდებულება აიღო რო ჯარები გავიდოდნენ საქართველოდან , რეალურად …. იდინახუი ;)

ასე რომ მოინახულეთ ეს ბლოგი, ჩაამატეთ გამოწერებში ( გამოიწერე ბროდჟი ) და იხალისეთ. მანდვე შეგიძლიათ გაიგოთ რას ნიშნავს სინამდვილეში ეს იდუმალი სიტყვა ”ბროდჟე”, რა არის ამაოება და ასევე ბევრი სხვა ფენომენი. და ბოლოს, შეხსენების ჩახუტებაში, კიდევ ერთხელ მისამართი – http://brodge.wordpress.com