Immortal Drunkards – Gelino [ვიდეო ვერსია]


იმორტალ დრანკარდსის სიმღერა ”გელინო” ჩაიწერა 2010 წლის 23 აპრილს და აქვე დავარელიზე კიდეც – Immortal Drunkards, Gelino. აქვე, ყვავის ბუდეშივე შეგეძლოთ ოდნავ მოგვიანებით გეხილათ ვიდეო, როგორ იწერებოდა ეს სიმღერა. თუმცა დღემდე მისი (სიმღერის) სრული ვერსია მხოლოდ საუნდკლაუდზე იყო ხელმისაწვდომი. ქართული ინტერნეტ-ელიტარულ-ნაღები საზოგადოება კი ინტერნეტ საიტებიდან მხოლოდ YouTube-ს აღიარებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე სიმღერის ვიდეოვერსია შემექმნა და ამეYoutubeბინა.

მცირე advanced დეტალები – ვიდეოზე ჩანს პროგრამა Stainberg Nuendo-ს ინტერფეისი. სწორედ ამ პროგრამაში დაიწერ-ჩაიწერა ზემოთხსენებული სიმღერა-შედევრი. შესაბამისად დანარჩენი დეტალებიც, რასაც ვიდეოზე იხილავთ, ამ სიმღერის პროექტის ვიდეოჩანაწერია.

ახლა კი, რადგან სიმღერა უკვე ყველასათვის მოსახერხებელ და ჯერჯერობით უპირობოდ ლიდერ საიტზეა აქაჩული, შეგიძლიათ ლამაზად და დაუყოვნებლად დაალაიქოთ ვიდეო, დააშეაროთ, გაუგზავნოთ მეგობრებს, ნათესავებს უცხოეთში, გაგზავნოთ კოსმოსში და ა.შ. მოკლედ, ძალიან ბევრი მეთოდი გაქვთ, რომ მასიამოვნოთ. წავიდა ვიდეო:

Advertisements

iStudy.ge – ვმათხოვრობთ სინქრონულად


უბრალოდ, ლამაზი სურათი

ალბათ იცით ამ პროექტის შესახებ… თუ არ იცით არაუშავს, მეც არ ვიცოდი, სანამ ფორუმზე არ ვნახე თემა, სადაც ამ პროექტისმონაწილე ოქროს ვიდეოები იდო. ეს რა ნახა ჩემმა თვალებმა, ეს რა გაიგეს ჩემმა ყურებმა. ჯერ იმ ადამიანის თავში ჩამახედა, რომელმაც გადაწყვიტა კრეატიული მათხოვრობის პოპულარიზაცია და მერე იმ ”კრეატიული მათხოვრების” თავში ჩამახედა, სუპერ-ნავაროჩენ ვიდეოებს რომ იღებენ და იმის იმედად აგზავნიან, იქნებ ფული მე მომცენო.

თუკი ამ ყველაფერს შევხედავთ იდეალური კუთხიდან და ვარდისფერი სათვალით, შეიძლება ითქვას, რომ მშვენიერი პროექტია. თან საქმეს აკეთებს (სტუდენტებს ფულს აძლევს), თან საქმეს იკეთებს (რომელიღაც ბანკის სახელსა თუ ტიტულში კიდევ ერთი პუნქტი ჩაიწერება – განათლების ქომაგი) და თან საქმეს გვიკეთებს (ვიდეო-კრეატივის პოპულარიზაცია).

კიდევ ცალკე საკითხია, ვის მოუვიდა თავში Mac სტილში გაეფორმებინა ეს ყველაფერი და სიტყვა Study-ის წინ პატარა i მიემატებინა.

ახლა მოვიხსნათ ვარდისფერი სათვალე და გადავხედოთ, რა გამოვიდა სინამდვილეში. ვიდეომარგალიტები საკმარისზე მეტია მანდ, ასე რომ აქ არცერთს არ დავლინკავ, არ მინდა დანარჩენებს ეწყინოთ.

საბოლოოდ კი, იმის საჩვენებლად, თუ რამდენად სისულელეა ეს პროექტი, მეც ჩავწერე იმავე სულისკვეთებით გაჟღენთილი საჩვენებელი ვიდეო, რომელსაც ექსკლუზიურად გთავაზობთ აქ.

*ვაბშეტა მოგატყუეთ, ეს ვიდეო ჯერ ფორუმის ზემოთხსენებულ თემაში მეგდო, რომლის ლინკიც არ მახსოვს. ასე რომ მაინც ექსკლუზივად ითვლება.