ახალი ტრეკი – Blue Mountains


ახალი ტრეკი დადებულა, ახალი – სოკრატე

მოგესალმები პუბლიკავ, დიდი ხანია არაფერი დამიწერია აქ, არადა დასაწერი ბევრია. პიონერულ სიტყვას ვიძლევი, ეს აღარ განმეორდება.

ახლა კი საქმე. მინდა წარმოგიდგინოთ ტრეკი, რომლის წერაც გუშინ დავამთავრე. სტილი – ტრანსი, გოა, სუომი (თუ ზოგიერთებს დავუჯერებთ), მოკლედ, ჩქარები. ესაა პირველი ასე თუ ისე დასტოინი ფსაი ტრეკი, რომელიც გამომივიდა. სხვა არაფსაი ტრეკების მოსმენა, ცხადია შეგიძლიათ ამ ლინკზე. ახლა კი თავად ტრეკი.

აი, ასეთი სიტყვაძუნწი რელიზი შედგა ტრეკისა. დატკბით.

ქოვერის დიდი ვერსია
ქოვერის დიდი ვერსია
Advertisements

Vintage


Vintage

დღეს ძველი ჩანაწერების სმენას მივყავი ხელი. ეს არის სადღაც სამიოდე წლის წინ ჩაწერილი სიმღერები, ზოგი ჩემი, ზოგი ჩემი მონაწილეობით და ზოგიც უბრალოდ, ჩემი ჩაწერილი. არ არის ცუდი რაღაცეები, ზოგი კარგიც კია, მაგრამ უმეტესობაში ისეთი ზვუკი დგას, თავის მოკვლას მოგანდომებს თავმოყვარე კაცს.

ეს ხომ იმ პერიოდის ნახლაფორთალებია, როცა არც ჩაწერა ვიცოდი, არც სოფტი მქონდა შესაბამისი და საერთოდაც, რაღაც პატარა სპიკერები იყო ჩემი ერთადერთი დამაკავშირებელი იმ ყველაფერთან, რაც მონიტორს მიღმა ხდებოდა. სპიკერით კი, მოგეხსენებათ, ყლეობა ზვუკი მოდის.

…ჰოდა ახლა ვზივარ ჩემთვის გრილად, მზისგულზე, რომელსაც რატომღაც გონია, რომ ზაგარის მიღებაზე ვოცნებობ და მაჭერს და მაჭერს უმოწყალოდ, ვუსმენ ამ სიმღერებს და თავში ნელ-ნელა მიტივტივდება აზრი, რომ ამ ვეშებს (დიახაც რომ, ვეშებს)  აუცილებლად სჭირდებათ ახალი სული, ანუ ხალხურად რომ ვთქვათ რემასტერი.

ხვალიდან გადმოვალაგებ ჩემს არქივებს, სადაც სიმღერის პროექტები მიწყვია და შევუდგები მათში ახალი სულის ჩაბერვას. ვნახოთ რა გამოვა :)