ჯგუფი “თუმანი”-ს კლიპი (111)


მოგესალმები ყვავის ბუდის ერთგულო და დაუზარელო მკითხველო და მინდა ეგრევე შემოგთავაზო ერთი კარგი რამ – ჯგუფი თუმანის კლიპი. ამ პოსტის სათაურში რომ 111 წერია, ეგ კლიპის გამოშვების წელს არ აღნიშნავს. სიმღერას ქვია “111 კმ/სთ”, რომლის, ასე ვთქვათ კლიპიც, მინდა შემოგთავაზოთ.

კლიპი შარშან გადავიღეთ, მაგრამ ჩემი ვინჩესტერის უძირო სივრცეებში ეგდო, დაუმონტაჟებელი. დროის უქონლობის გამო. ახლა კი, რადგან დრო საკმაოდ მაყრია თავზე, როგორც იქნა გადავწყვიტე დამემონტაჟებინა. მაშ ასე, ჯგუფი თუმანი, სიმღერით ასთერთმეტი:

პ.ს. ამ ჯგუფის სხვა სიმღერების მოსმენა შეგიძლიათ მის არხზე – soundcloud.com/tumani

რა მიყვარს მე?!


კითხვა რთულია და დაფიქრებას საჭიროებს, მაგრამ ერთი ცხადია, არ მიყვარს თოვლი, თბილისში რომ იცის ხოლმე ტალახიანი თოვლი, ეგეთი. ზუსტად ეგეთი თოვლი იყო გუშინ, შესაბამისად გუშინდელი დღე სულაც არ იყო ჩემი საყვარელი დღეების სიიდან. არასაყვარელ დღეს კი ყველაზე კარგია სახლში ჯდომა, თბილად და ბედნიერად, კონიაკიანი ჩაის წრუპვა და ბოდლერის შემოქმედებაზე ფიქრი, ცხადია პეროს დახმარებით.

მიუხედავად გარემოებათა ასეთი ცხადი დამთხვევისა, რომელიც მომიწოდებდა დავრჩენილიყავი სახლში და დავკავებულიყავი ზემოთხსენებული საქმიანობით, ჩავიცვი ჩემი ყველაზე თბილი ტანსაცმელი, ღრმად ჩავისუნთქე ცივი ჰაერი და სადარბაზოდან გამოვედი. მიზეზი და მიზანი ფრიად დიადი და ამაღლებული მქონდა – კლიპის პრეზენტაციაზე მივდიოდი. ამიტომაც არ შევიმჩნიე არც ის, რომ არც თუ ისე თბილი ქარი ისედაც საზიზღარ ფიფქებს დიდი მონდომებით მაყრიდა სახეში და კისერში და მეტროში ჩავყვინთე.

კლიპის პრეზენტაცია დაგეგმილი იყო კინო ”რუსთაველში” და ჩვენც, ალბათ ქართული პუნქტუალობის გათვალისწინებით, 4-ის ნახევარზე დაგვიბარეს. შესაბამისად მეც ზუსტად 10 წუთი რომ აკლდა ოთხს, ქუდზე და მხრებზე საკმაოდ დადებული თოვლი ჩამოვიბერტყე და ფოიეში ამაყად შევაბიჯე. ფოიე სავსე იყო ცნობილი, ნაკლებადცნობილი და ჯერ კიდევ უცნობი სახეებით, რომლებიც ამაყად და საკუთარი ღირსების შეგრძნებით დააბიჯებდნენ აქეთ-იქეთ. აქვე გავიგე რაშიც იყო საქმე – სტუდია ”კრეატივს” (ხო, ხო, ”ჩვენი ოფისი” რომ გადაიღეს, მაგათ) რაღაც ფილმის გადაღება დაუწყია, ”რაც ყველაზე ძალიან გიყვარს” სათაურით და მაგის საუნდტრეკზე გადაღებული კლიპის პრეზენტაცია უნდა ყოფილიყო, ჯერჯერობით გაურკვეველ დროს. მიუხედავად ასეთი ჩახლართული სათაურისა Continue reading “რა მიყვარს მე?!”

Putin & Co.


მინდა შემოგთავაზოთ რეზო კაიშაურის, a.k.a. 7th Guest-ის პოლიტკარიკატურა, პუტინი და მარიონეტები. ყველა საავტორო უფლება დაცულია.

და აქვე მეორეც Father Figurine © 2008 Rezo Kaishauri

როგორც გავიგე ეს არის ნაწილი სერიიდან, რომელიც ახლა იქმნება…

რობის ლაივი


ე.ი. როკ კლუბში იყო რობი კუხიანიძე გუშინ და ერთი სიმღერა დაუკრა, ”ქალაქში ბნელა”. ეს რომ არ გადამეღო, მომავალი თაობები არ მაპატიებდნენ… ნუ ხარისხი ისეთია, ვეში თუ არ იცი, არ უნდა მოუსმინო… რა ვქნა, ჩემს ქვის ტელეფონს მეტი არ შეუძლია :-)

ჰოდა ენგრეე…

http://www.youtube.com/watch?v=U1h47paxVyY