უმუშევრობის საგა ანუ ქართველი დამსაქმებლები


უმუშევარი / umushevariაგერ უკვე 8 თვე გავიდა, რაც ჩემი ნების საწინააღმდეგოდ უმუშევარი ვარ და როგორც იტყვიან, “სახლში ვზივარ”. თავიდან საკმაოდ ბედნიერი ვიყავი, რომ ერთი სამსახურიდან მეორეში აღარ მიწევდა სირბილი, დილით ადრე ადგომა აღარ იყო სავალდებულო და საერთოდაც, მეტი თავისუფალი დრო მქონდა. სადღაც ერთ თვეში კი, ბოლო ხელფასი რომ გამითავდა, დავიწყე სამუშაოს ძებნა. “სამუშაოს პოვნას რა უნდა, ამდენი რამე ვიცი” – ვფიქრობდი მაშინ და ძალიანაც არ ვღელავდი უმუშევრობაზე.

აღმოჩნდა, რომ არც ისე ადვილი ყოფილა, როგორც მეგონა. ასე არასოდეს გამჭირვებია ადრე სამუშაოს პოვნა, რამდენიმეკვირიანი უმუშევრობის შემდეგ რომელიმე სფეროში მაინც ჩნდებოდა თავისუფალი ადგილი, სადაც ვჭირდებოდი. ახლა კი მოჯადოებულ ორმოში ჩავვარდი და ამოსასვლელი აღარ გამოჩნდა. პოტენციურ დამსაქმებელთან რომ ნაცნობობა და ახლობლობა ყველა კვალიფიკაციაზე მეტად ჭრის, ეგ ფაქტი ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია, მაგრამ სანამ ვინმე ნაცნობის კომპანიაში გამოჩნდებოდა რამე, გადავწყვიტე ჩემთვის ახალი ხილი მეცადა და “სივების გზავნა” დავიწყე და ახლა ვეცდები გაგიზიაროთ ჩემი შთაბეჭდილებები ამ საოცარ პროცესთან დაკავშირებით.

პირველი დაკვირვება, რაც გავაკეთე, არის ვაკანსიები, რომლებიც დასაქმების საიტებზე იდება. მცხობელი, მეხინკლე, მძღოლი, ბუღალტერი – ესაა ვაკანსიების 90%. ხანდახან გამოერევა ასე თუ ისე საინტერესო ვაკანსიაც, სადაც რეზიუმეს გაგზავნა შეიძლება, თუმცა ხშირად გაგზავნილი სივი სადღაც, შავ ხვრელში იკარგება და არანაირ გამოხმაურებას არ პოვებს. თუმცა, თუკი ყველა ამ ფილტრს გაივლი და საბოლოოდ მაინც დაგიკავშირდა ვინმე, მერე იწყება ყველაზე სახალისო ნაწილი – გასაუბრება. ჩემთვის დღემდე გაუგებარია, რა კრიტერიუმით არჩევენ დამსაქმებლები კადრებს. ორიოდე გამონაკლისის გარდა, ყველა გასაუბრებაზე, სადაც ვიყავი, მათ ყველა მოთხოვნას გადაჭარბებით ვაკმაყოფილებდი, ძალიან ბედნიერები იყვნენ, რომ ასეთი უნივერსალი იპოვეს და არაფრის დიდებით არ აპირებდნენ ჩემს ხელიდან გაშვებას, მაგრამ საბოლოოდ აღარავინ დამკავშირებია.

აქვე უნდა ვთქვა ერთი ფრიად ჩათლახური რამე, რაც ეტყობა ახლახანს აღმოაჩინეს. ესაა შეკითხვა “რამდენს ითხოვ ხელფასს?” ამ კითხვაზე ძალიან ვიბნევი. თუ მოთხოვნაზე და სურვილზეა, მე ვითხოვ რაც შეიძლება მეტს, მაგრამ ისიც საინტერესოა, რამდენის გადახდას აპირებს თავად დამსაქმებელი. თავიდან, როგორც უკვე ვთქვი, ძალიან ვიბნეოდი ამ კითხვაზე, მერე კი შებრუნება დავუწყე უკან (როგორც ვიღაცეები იტყოდნენ, ჩაბრუნება) – “და რამდენს მთავაზობთ”. ამ კითხვის შემდეგ ყველას აშკარად აწერია სახეზე პასუხი, რომელსაც გახმოვანებაც არ ჭირდება. ეს პასუხია “რაც შეიძლება ნაკლები”. ალბათ ამიტომაც არ აქვთ თავად ხელფასის შემოთავაზება ხოლმე, ვაიდა ვინმემ გასაუბრებაზე იმაზე ნაკლები მოითხოვოს, ვიდრე ისინი გადახდას აპირებდნენ და ამ მხრივ მოგებაში დარჩნენ?

არის კიდევ მეორე სახის ვაკანსიები, სადაც თავიდანვე გეუბნებიან ხელფასს, თუმცა ეს ხელფასი არასოდესაა 300-400 ლარზე მეტი ისეთ საქმეში, რომელშიც წესიერი დამსაქმებელი 1000-1500-საც გადაიხდიდა. ერთხელ, რომელიღაც გამომცემლობაში შემომთავაზეს კვირაში 6 დღე მუშაობაში (დამკაბადონებლად) 250 ლარი, ისიც იმ შემთხვევაში “თუკი გამოსაცდელ ვადას წარმატებით გადავლახავდი”.

მოკლედ, ვრცლად წერა უკვე მეც მეზარება და ალბათ ვინც ამას კითხულობს, იმასაც ეზარება უკვე კითხვა, ამიტომ მოკლედ შევაფასებ ჩემი სამუშაოს ძებნის პროცესს – ფაქტიურად ფარ-ხმლის დაყრის ზღვარზე ვარ და დიდი ხნის იდეს განხორციელებაზე ვფიქრობ, რომ დავიწყო საკუთარი საქმე. ერთი პატარა საქმე, რომელსაც ჯერჯერობით ბიზნესს ვერც ვუწოდებ, არის ტატუს საქმე. ამაზე ვრცლად შემდეგ პოსტში მოგახსენებთ, ერთს ვიტყვი მხოლოდ, ოდნავ მეტი სტაბილურობა რომ ჰქონდეს, საერთოდ დავანებებდი ფულტაიმ, საოფისე სამუშაოს ძებნას თავს და მთელ ცხოვრებას მივუძღვნიდი ამ საქმეს რომელიც, საოფისე და ერთფეროვანი სამუშაოსგან განსხვავებით, სახალისო მაინც არის. თუმცა ვნახოთ, შეიძლება ასეც ვქნა…

ბოლოს კი საკუთარ თავსაც და უმეტეს თქვენგანსაც საოცნებო საქმის პოვნას ვუსურვებ, რომელსაც ხალისითაც აკეთებ და ანაზღაურებაც ისეთი გაქვს, რომ თავს მონად არ გრძნობ. ამ სადღეგრძელოთი გემშვიდობებით მომავალ პოსტამდე, რომელსაც იმედია მალევე დავწერ, რადგან ამასწინათ გადავწყვიტე, რომ ბლოგის ასე მიგდება საცოდაობაა.

ვიდეოპოსტი ვიდეოს გარეშე


[ედითედ]

ძილის წამალი დავლიე, რადგან რამდენიმე ღამე არ მძინავს საერთოდ. წამალი რა თქმა უნდა მოქმედებს, და ჩემი წერის სკილები მკვეთრად კლებულობს. მატულობს მხოლოდ აზროვნება და მე ვცდილობ რომ წერით მაქსიმალურად ზუსტად და კარგად გავყვე ამ აზროვნებას. ვიდეო პოსტის ჩაწერა მინდოდა, მაგრამ მერე რომ გადავხედე ერთმანეთში გახლართულ შნურებს და კამერებს, მივხვდი, ამას მე ვერ გავარკვევდი ასე მარტივიად. ასე რომ წერა, წერა და მხოლოდ წერა, ამბობდა ჩინგისხანი.

ვიდეოპოსტების სტილში დავწერ ამას, ანუ დღიური, დიარი, ან თვიარი ან თვიურიანი. მოკლედ დღიურპოსტი.

ვგრძნობ როგორ ჯდება ჩემს ყველა უჯრედში წამალი, მოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე და ნელ-ნელა ახვევს ბურუსში, ისეთ ნისლში, რომლიდანაც თანდათან უფრო და უფრო ბუნდოვნად ჩანს ყველაფერი. თვალები ჩვეულებრივად კითხულობენ , თითები წერენ, თუმცა ხანდახან გაჭედვებიც აქვთ და ბოლოს ეს ყველაფერი ქაოსში გადადის. 20 წუთი მაქვს დარჩენილი, ვიდრე წამლის მოქმედება პიკს მიაღწევდეს. ამ პიკის მერე ან იძინებ, უფრო სწორად ითიშები, ან ზიხარ და დაყლეებული სახით… მაინც ზიხარ. მსგავსი სახე უკვე მივიღე, ფეხზე ადგომისას უჩინარი არამფარველი ხელს მკრავს და ცდილობს კედელს მიმახეთქოს. მი პად ძეისტვიემ ლიკარსტვა.

მუსიკა შეჩერდა, ”აეს დანას”  ონსეტ დატას ვუსმენ და მივყვები. მე მინდოდა დამეწერა ბლოგპოსტი, როგორც დღიური, მაგრამ სტრიქონები და მოვლენები ერთამენთში მერევა. იყო მროვეალ აქ? მგონი იყო, ან არც იყო… ან რა მნიშვნელობა აქვს, დაიკიდე რა. მგონი არც არავინ ყოფილა. მე მარტო ვზივარ, სიბნელეში და მეშინია, რომ ეს წამლის მოქმედება მალე დამთავრდება და მე ვერ მოვასწრებ აზრის ჩამოყალიბებას. ყველა მკვეთრ მოძრაობას თან დასდევს ჩემი რამდენიმე გადღაბნილი გამოსახულება უკან…

Random
რანდომ იმიჯ

მოკლედ, მორჩა ჩემი არაფხიზლობის აღწერა და სანამ ტვინი გამთიშვია დღიურზე გადავალ. დღეს მროველა იყო ჩემთან მგონი, დანარჩენებმა გადამაგდეს. საბამაც ვერ დაადგა საშველი გადმოსვლას. (რატომღაც მეჩვენება, რომ კლავიატურა სხვადასხვა ფერისაა და დაჭერისას ფერს იცვლის).

დღეიური ისევ: ორი დღის წინ ინტერნეტრი დავიდგი და ახლა ვთამაშობ, დილიდან საღამომდე, მთელ ჩემს აგრესიას ვირტუალური ტყვიების სახით ვუშვებ სხვადასსხვა ქვენიდან შეყრილ ჩემნაირ ადამიანებზე და მსიამოვნებს. როცა მკლავენ – შეძრწუნებული ვარ. და საერთოდ შემაშინებელი თამაშია ეს Call of Duty.  ზუსტად უნდა ელოდე იმას, რაც ნამდვილ ომში გელოდება. ყველა მხრიდან მომავალი ზუზუნა ტყვიები, რომლებმად ნებისმიერ დროს შეიძლება შეგიწირონ. გრუხუნი, დაბომბვა, დედის იღლია. მით უმეტეს ახლა დავამთავრე რემარკის ”ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა” და მისი რაღაცეები აქ განვიცადე…

კლავიატურა გამირბის! ამითი ჯობია ვიდეოპოსტი, არაფერი გაგირბის და რაც მთავარია არც შეცდომებს უშვებ წერისას, რომლებსაც არ ასწორებ, იმიტომ რომ რომ ჩაასწორო, მერემ შემდეგი აზრი გაიფანტება. აზრები კი, რამდენი მოდის! ქაოტურად, უაზრო აზრები. ეს რა არის. მუსიკაც ხელს მიწყობს, რომ დავიბნე და დავიკარგო. Aes dana – Onset data. პიზდეცია, მეგობრენო.

ამით ვასრულებ ჩემს ვიდეო პოსტს, უფრო სწორად მის სტენოგრამას. ხვალ გადავუვლი და გადავასწორებ, ან არც გადავუვვლი. მოკლედ ახლა წავედი, ერთ ხელსაც ვითამაშებ და დავიძინებ.

მონათა იმპოტენტი თაობა


დღეს სამსახურში მარშუტკით მოვედი. არაფერი გასაოცარი ამაში არაა, რადგან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ვჯდები ერთსა და იმავე მარშუტკაში და სამსახურისკენ მოვემართები. ის, რაც იქ ხდება, არც ეგაა უჩვეულო. პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და სისწრაფეს უმატებს.

აი ახლაც, შეუხვია ნუცუბიძის ქუჩაზე, აკრიფა სისწრაფე და მკვეთრად დაამუხრუჭა. დედა და შვილი ამოვიდა. კარი დახურული არ იყო, რომ პირველი ბრძანებაც გაისმა – ”მანდ არ დაჯდე!”. დედამ ნახევრადცარიელი მარშუტკის წინა სკამზე მოიკალათა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. მანქანა მზის გულზე მისეირნობდა და იმ ერთადერთი ფანჯრიანი ადგილის გარდა, სადაც მე ვიჯექი, სკამებს ბოლი ასდიოდა. ”საწყალი ბავშვი” გავიფიქრე და ძრავის მონოტონური ღუღუნი შეკივლებამ გაფატრა – ”ნუ იდებ პირში თითს!”. მოულოდნელობისგან შევხტი. შეხტა მძღოლიც, მაგრამ საბედნიეროდ ამ დროს გზის მოპირდაპირე მხრიდან არავინ მოდიოდა, ასე რომ გადავრჩით. ბავშვმა პროტესტის გამოხატვა სცადა, მცხელაო, მაგრამ მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა… მოკლედ, როგორცაა რა.

ცოტა ხანში მეორე წყვილი გამოჩნდა, ბებია და პატარა გოგო. მართალია ბებიას თავის საყვარელი და ფუმფულა შვილიშვილი კალთაში არ ჩაუსვამს, მაგრამ მთელი გზა მკლავზეხელშემოჭერილი ეჯდა გვერდზე, ემანდ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, არ გაიოფლოს და არ გაცივდესო.

მეგობრებო, რა არის ეს? რას გავს აღზრდის ეს მეთოდი? ვინ გაიზრდება ასე? მართალია, სწორედაც რომ ადამიანები, რომლებსაც არც დამოუკიდებლობა გააჩნიათ და არც გარემოს ადეკვატური აღქმა. მშობლებზე და ბებიებზე მიბმული ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ”დამოუკიდებელ ასაკს”, ანუ ასაკს, როდესაც კანონის თანახმად მათ შეიძლება დამოუკიდებელი ადამიანები ეწოდოთ, არც მზად არიან და საერთოდ ვერც ხვდებიან, რატომ უნდა გააკეთონ ის, რასაც ყველა ცხოველი თუ ფრინველი აკეთებს – აფრინდნენ ბუდიდან. მეტიც, ვინც ხვდება ამას, ანუ ვიზეც ამხელა გავლენა არ მოუხდენია მუდამ ბებიის, დედის, მამის, ბიძის და 86454 სხვა ნათესავის კალთაზე გამობმულად გაზრდას, მასაც არ გამოსდის აფრენა. ან გამბედაობა არ ყოფნის, ან ”დედა ეცოდება” – უჩემოდ როგორ გაძლებს, საწყალი. მათგან იზრდებიან გოგოები, რომლებიც სახლში 9-ზე გვიან არ უნდა მივიდნენ, ბიჭები, რომლებსაც მამის ფულით ნაყიდი ჯიპი ბუნებრივი მოვლენა ჰგონიათ და ხალხი, რომელიც სულიერად არის იმპოტენტი.

იმის იმედი კი, რომ შემდეგი თაობა სხვანაირ პირობებში გაიზრდება და იმის შემდეგ თაობას კიდევ უფრო დამოუკიდებელს გაზრდის, დიდად არც მაქვს. როგორ შეიძლება, რომ მონად გაზრდილმა თავისუფალი ადამიანი გაზარდოს? ერთადერთი გაუცნობიერებელი გამოვლენა იმისა, რომ შვილს მიაჩვიო დამოუკიდებლობა, არის ”მიდი, მამიკო, ლუდი ამომირბენინე და ხურდა შენთვის დაიტოვე”  – იმუშავე და ფული გექნებას საწყისი, ჩანასახოვანი სტადია. თუმცა ესეც გაუაზრებელი, არაფრისმქმნელი და სხვა, მონური მეთოდებით დათრგუნული. საწყალი ჩვენი და ჩვენს შემდეგი თაობა.

პ.ს. ეს ბოლო ხანებია ვამუშავებ ერთ პატარა თეორიას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის. საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.

ლუდი


ლუდი – ქერის ყველაზე ჭკვიანური გამოყენება.

დამღლელი დღის შემდეგ, როდესაც სისხლის მაგივრად ტყვია გისხია უკვე ძარღვებში, როცა ხელები გიკანკალებს და თვალებში გიბნელდება დაღლილობისა და უაზრობისგან, თავში ერთი უაზრო გუგუნი გესმის მარტო, რომელიც ტვინის ყველა უჯრედში აღწევს და დამბლამდე მიყავხარ. ამ დროს გრძნობ, რომ უნდა გაიქცე, თავს უშველო, გამორთო გარე სამყარო და გაითიშო. გამოსავალი კი თითქოს არ ჩანს, რასაც სიგიჟემდე მიყავხარ. სამუშაოს დამთავრებამდე დარჩენილი წუთები საათებად იქცევა, სამუშაო მასალა კი თანდათან ბევრდება და თავზე გეყრება.

ამ დროს გრჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი – მარტომ ან მეგობართან ერთად უნდა შეიარო მაღაზიაში, აიღო რამოდენიმე ერთეული ბოთლი ლუდი, ახვიდე სახლში (საკუთარში ან მეგობრის), ჩართო ტელევიზორი, იპოვო კარგი სპორტული არხი, რომელიც რაგბის თუ არა ფეხბურთს მაინც აჩვენებს, ჩაჯდე დივანში და ლუდში გაიხსნა.

სიამოვნებით მივმართავდი ახლა ამ მკურნალობას, იმიტომ რომ ყველა ზემოთჩამოთვლილი სინდრომი მჭირს.

Death-ლაინი


მაშ ასე, მოვიდა ის თარიღი, რომელსაც ყველა ასე ელოდა, ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც, ვინც ჟურნალ ”ტაბულა”-ს ჯერ კიდევ ქორფა და უცოდველ რედაქციაში მოღვაწეობს. რედაქციაში, სადაც ჯერ არ დაღვრილა პირველი სისხლი და რომლის კედლებიც არ შეძრულა განწირული კივილით. თუმცა ყველაფერი წინაა და თან არც ისე შორს – ხვალ.

ხვალ იწურება ის პირველი გამოსაცდელი ვადა, რომლითაც ჩვენ ყველანი აგვიყვანეს აქ სამუშაოდ და ხვალვე დაატოვებინებენ ნახევარ რედაქციას თავის თბილ სავარძლებს. ხალხში პანიკაა, ზოგი ისე მოთქვამს და ზოგი ასე. ზოგმა უკვე ნეკროლოგებიც შეიდგინა და ახლა ალბათ სევდანარევი სიამაყით გადაავლებს ხოლმე თვალს. ასეა თუ ისე, რაღაცაში მართლებიც არიან, სრული გაურკვევლობის გამო ნებისმიერს შეუძლია იფიქროს, რომ სწორედ მას მოუწევს თავისი ნივთების მუყაოს ყუთში ჩალაგება და სახლში წასვლა.

მეც მათ შორის ვარ. მოუხედავად ჩემი ასე თუ ისე წარმატებული ჟურნალისტური სტარტისა, ჯერჯერობით მაინც არ ვიცი რითი დამთავრდება  ეს ყველაფერი. ძალიან არ მინდა, ამ ეტაპზე გამისროლონ სახლში, როცა როგორც იტყვიან, მუღამში შევდივარ. თუმცა თუკი იმის გამო გამომაპანღურეს, რომ ხვალისთვის გასაკეთებელი სტატია არ დამიწერია ჯერ, ღირსიც ვიქნები.

ასეა თუ ისე, მოდით ვიყოთ ოპტიმისტები და გავწიოთ წინ, ნათელი კომუნიზმისკენ! აქვე ფოტო განწყობისთვის:

წინ, მზიანი კომუნიზმისკენ!

მუშათა კლასი


აჰა, მიწია ცოდვებმა, მთელი ცხოვრება მუშაკთა იმ კლასს ვეკაიფებოდი, შაბათ-კვირა რომ აქვთ მხოლოდ დასვენების დრო და დანარჩენ დროს რომ ოფისებში ატარებენ.

ახლა მე თავად ვიქეცი ასეთად, იმ განსხვავებით, რომ შაბათის საღამოსაც ვმუშაობ. სამაგიეროდ სამ ხელფასს ერთად ავიღებსამი სხვადასხვა სამსახურიდან. რომელიმეს უნდა დავანებო თავი და გული მიგრძნობს, რომ ეს მეტრო იქნება. ყოველ შემთხვევაში უახლოესი სამი თვე ჩემი ნებით არ ვაპირებ არცერთი დარჩენილი ორიდან წამოსვლას. მერე ვნახოთ რა გამოვა…

წადით, ხრამში ჩახტით!


წადით, ყველამ თავები დაიხოცეთ…

ვინ ვართ ჩვენ?


მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი სამუშაოს ამბავში და ჩახუტებაში გაკეთებული პირველი საცდელი სტატია. ცხადია ზეიმია.

ვინ ვართ ჩვენ?

”მე ვარ ქართველი, მაშასადამე მე ვარ ევროპელი”. გეცნობათ არა ეს ფრაზა? ის საკმაო ხნის წინ ითქვა, თუმცა აქტუალობას დღესაც არ კარგავს. იგი გვხვდება ყველგან, მას ცხვირში გვატენიან ყველა შესაძლებლობისთანავე, ის არის ჩვენი ცხოვრების და სახელმწიფოებრივი კურსის განმსაზღვრელი, ჩვენი ანი და ჰოე. მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე, ისიც მხოლოდ იმ ფურცელზე, რომელზეც ევროპის რუკა ხატია და მის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში თავს იწონებს საქართველოს მთაგორიანი ნამცეცი. მაგრამ ვართ კი სინამდვილეში ევროპა? ან აზია? იქნებ სულაც აფრიკა ვართ? მთავარი ხომ გეოგრაფიული მდებარეობა არაა, მთავარია რას ფიქრობს ამაზე საზოგადოება.

საზოგადოების ფიქრის თუ არფიქრის საკითხი ფრიად საჩოთირო და საეჭვოა, რადგან ზოგჯერ ისეთ ფაქტებს გადააწყდება ადამიანი, რომ გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდება, როგორ შეიძლება მოაზროვნე და თავმოყვარე საზოგადოებამ ასეთი რამე დაუშვას. საკუთარი თავით არ აზროვნება და გაბატონებული რელიგიური კლასის ნაკარნახევი მსოფლმხედველობის გაზიარება ჩვენთვის არახალია, ასე რომ ამით ვერავის გაგაოცებთ.

სწორედ ასეთი ფონის გამოა ალბათ, რომ სულ მცირე გადახრაც კი სტანდარტული სტრიმიდან მაშინათვე ყურადღების ცენტრში ექცევა და კვირის, ზოგჯერ კი თვის ნიუსადაც კი იქცევა. ეს ეტყობა კარგად მოეხსენებათ ქართული ტელევიზიის პიარისტებსაც და აქართულებენ და აქართულებენ სხვადასხვა ევროპულ შოუებს იმის იმედად, რომ მისით გამოწვეული აჟიოტაჟი მათ საუკეთესო პიარად იმუშავებს და გადაცემებიც რეიტინგს აკრებს. რეიტინგი კი, მოგეხსენებათ, მამოძრავებელი ძალაა ყველანაირი მედიისა. ამ მხრივ გამონაკლისს არც ”ტელეიმედი” და მისი ახალი საეთერო ბადე წარმოადგენს, სადაც ამაყად იწონებენ თავს სხვადასხვა ფემინურ საწყისებზე დაფუძნებული შოუები, ”ნანუკას შოუთი” დაწყებული, სხვადასხვა დონის სიმართლეების გავლით და ”ღამე შორენასთან”-ით დამთავრებული. ეს უკანასკნელი, ჯერჯერობით, ყველაზე სკანდალური და პროვოკაციული შინაარსის შემცველია, რომლის ანკესსაც ადვილად უნდა წამოეგოს ნებისმიერი სქესის, ასაკის და მენტალობის ადამიანი – ის ხომ იმას ეხება, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში არ ქონია ერს, თუკი ერთ ძველ და ცნობილ გამონათქვამს დავუჯერებთ, რომელიც სექსის არარსებობას ამცნობდა მთელს მსოფლიოს ჩვენს სამშობლოში.

მაშასადამე, რა გამოდის? ვართ თუ არა ევროპა, თუნდაც იმიტომ, რომ რიგ თემებს როგორც იქნა აეხსნა ტაბუ, რიგი თემები ჩრდილიდან გამოვიდა და ჩვენც ნელ-ნელა ფეხს ვუწყობთ მსოფლიოს? მერე რა, რომ რელიგიური ექსტრემიზმი კვლავ ძლიერია, ჰომოფობია ყვავის და საზოგადოების უმეტესობაში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ ორი მესამედი ითვლება სრულუფლებიან ქართველად? ეს ხომ ყველგან ხდება, თითქოს. მაშ მოდით, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ – ვინ ვართ და რა გვინდა?

მე – ჟურნალისტი


როგორ ამაყად ჟღერს არა? და ამავე დროს უცნაურად. ასეა თუ ისე, დღეიდან (ნუ მთლად დღეიდან არა) მეც გავყავი თავი ჟურნალიზმში, ანუ ფულზე გავიყიდე. ახლა წავა შეკვეთილი სტატიები და რაღაცეები :))) მოკლედ, ფასზე შევთანხმდებით როგორმე.

რა ჟურნალია და რაზე, ამას ცოტა მოგვიანებით მოგახსენებთ. მანამდე კი მინდა გაჩვენოთ ჩემი ბლოგის პრომო სურათი. გადიდებისთვის დააჭირეთ.

გატრაკების კვირეული


მამა, რად გინდა ნაჯახი?

ახლა გადავხედე კალენდარს და აღმოვაჩინე, რომ პირველი ნოემბრის მერე სრული რადიოდუმილის რეჟიმში ვარ გადასული. შემდეგ სარკეში ჩავიხედე და აღმოვაჩინე, რომ წვერიც ძალიან დიდი ხანია არ გამიპარსავს. კამერა რომ დავინახე გამახსენდა, რომ გადაღებებიც კვირაზე მეტია არ გვქონია.

ჩნდება კითხვა – რაშია საქმე?

საქმე არის ცხადია სიზარმაცეში, ეს არის პირველივე პასუხი, რომელიც თავში მოდის. სიზარმაცეც არის და სიზარმაცეც, თუმცა ამას დაემატა კომპიუტერის ავადმყოფობა, რომლის განკურნებამაც ერთი კვირა დრო და ერთი თვის სამყოფი ნერვები წაიღო. პლიუს ამას ჯელინკის უკვე გატრაკებამდე მისული გამორთვები. არადა გასაკეთებელი მართლაც ბევრი მაქვს, მცირედი ლისტი არ მაწყენდა (როკოს რომ კითხო, ეს არის ბლოგის ”to do” ლისტებით დასპამვა):

  • ნი2.გე-ს გაშვება (დიზაინის დამთავრება, დანასტროიკება და ლოგო)
  • ღორობის გაგრძელება
  • უამრავი ვიდეოს გადაღება, რომელთა შესაბამისი უამრავი სცენარი გვაქვს
  • ცოლის მოყვანა (ესეც იყოს, არ მიშლის)
  • ხის დარგვა
  • სახლის აშენება
  • კარგი სამუშაოს შოვნა

მგონი არ არის ცოტა. განსაკუთრებით ბოლო პუნქტია ჩემთვის ძალიან მტკივნეული. ხანგრძლივი დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ მე სამსახური ან კარგი უნდა მქონდეს, ან საერთოდ არ უნდა მქონდეს, რადგან ცუდანაზღაურებიანი და ზოგადად ცუდი სამსახური მიქმნის ყალბი მოდუნების გრძნობას, რომ უმუშევარი არ ვარ და შესაბამისად ახალს აღარც ვეძებ. Тфу…

პ.ს. ზამთარი ახლოვდება, ზამთარი… (და აქ ზამთრის რამე გულისამაჩუყებელი სურათი)

.Ge და სხვანი


არის, აღსრულდა ოცნება
არის, აღსრულდა მიზანი (კომპარტიის არქივებიდან)

არ ვიცი, შეიძლება უკვე შეამჩნიეთ, მაგრამ ოფიციალურ ნათქვამს მაინც სხვა სიტკბო აქვს – ბლოგი როგორც იქნა გადავიყვანე .Ge – ზე. ანუ ახლა ჩემთან შემოსვლა შეიძლება როგორც ძველი, ვორდპრესული მისამართით, ასევე მარტივად და ლამაზად BigCrow.ge -ს აკრეფით. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ეს სასიხარულოა. ვისაც არ დაგეზარებათ, შეგიძლიათ ჩაისწოროთ მისამართები, თუ არ ჩაისწორებთ, მამენტ არც მაგით დაშავდება არაფერი.

ახლა შემოქმედებითი ნაწილი – ასევე როგორც იქნა ვიყიდეთ დომეინი და ჰოსტინგი ni2.ge – სათვის, თუმცა ჯერ ნუ შეხვალთ, არაფერი დაგხვდებათ მანდ. იდეაში მანდ იქნება ჩვენი დიადი კრეატივ-სტუდიის ყველაფერი, მათ შორისაა ნი2 ნიუსი, ნი2 არტსი, ნი2 ვიჟენი და კიდევ რამდენიმე განყოფილება. იმედებს, რაღა თქმა უნდა დიდს ვამყარებთ, ვნახოთ რა გამოვა.

დღეს კი ჩვენს ახალ იმპროვოზირებულ სტუდიაში მივდივართ, რომ გადასაღები რაღაცეები ავაწყოთ, მათ შორის ”ბლუ სკრინის” კედელი. ასე რომ ელოდეთ სიახლეებს მალე. ახლა კი განვესხი, მროველას კამერა უნდა ვეთხოვო, თორემ ყველაფერი დაგვრჩება ჰაერში.

Tattoo


როგორც იქნა! გვეშველა! (ნუ თქვენ რა, მე მეშველა) მოვაბი როგორც იქნა თავი და ფეხზე დაწყებული ტატუ დავიმთავრე, ცხადია ჩემი ტატუს აპარატით. დატკბით:

Tatto-leg

Panoramio.com


ძალიან მიყვარს სასარგებლო საიტები, როგორებიცაა იუტუბი, ვიმეო, ფლიკერი და სხვა ისეთი საიტები, სადაც იცი, რომ შეხვალ და ბევრ და ძალიან სასარგებლო რამეს ნახავ, ხალხის მიერ ატვირთულს, იქნება ეს ფოტოები, ვიდეოები, პროგრამები თუ მუსიკა.

მინდა წარმოგიდგინოთ ერთი მსგავსი საიტი, რომელმაც ჩემი აღფრთოვანება დაიმსახურა და დორბლად დამღვარა. ეს არის პანორამიო (panoramio.com) – საიტი, სადაც განთავსებულია მსოფლიოს ყველა კუთხე-კუნჭულის ფოტო და სადაც ნებისმიერს შეუძლია თავისი კუთხე-კუნჭულის ფოტოს დამატება.

ყველას, ვისაც ერთხელ მაინც გისარგებლიათ  გუგლის რუკით ან გუგლის Earth-ით, შემჩნეული გექნებათ ლურჯი წერტილები, რომლებიც მიახლოებისას იქცევიან იმ ადგილის ფოტოებად, სადაც ეს წერტილებია დასმული. ეს სურათები აღებულია ამ ზემოთხსენებული საიტიდან – პანორამიო და დამეთანხმებით ალბათ, რომ ძალიან სასარგებლო და საინტერესო ფუნქციაა (გასართობიც).

თავად საიტიც მოხერხებულადაა გაკეთებული, თავისი გუგლის რუკით, ტოპ სურათების განყოფილებით და სხვა პატარ-პატარა კანფეტობებით. ის ძალიან გავს უპოპულარულეს ფოტოსაიტს Flickr.com, რომელიც ასევე ძალიან ბევრი ფოტოგრაფისთვის (მათ შორის ქართველი) არის მშობლიური საიტი, თუმცა პანორამიოს აქვს ის, რაც ხდის მას ასე განსაკუთრებულს – სურათების ძებნა შესაძლებელია რუკის მიხედვით. მაგალითად გვინდა ვნახოთ სურათები, სადაც იქნება აისბერგები, პინგვინები და მსგავსი რამეები, მივდივართ ანტარქტიდაზე და ვნახულობთ იქაურ სურათებს, ყოველგვარი ტვინის ჭყლეტვის, საძებნი სიტყვების შერჩევის (”აბა ამას ჩავწერ, იქნებ იპოვოს”) და წვალების გარეშე.

და კიდევ, გაოცებული დავრჩი ქართველი ფოტოგრაფების და შესაბამისად საქართველოში გადაღებული სურათების სიმრავლით, სასიამოვნოდ გაოცებული. ასე რომ მოდით თქვენც და ქაჩეთ თქვენი მოგზაურობების და არამარტო მაგ დროს გადაღებული სურათები, პანორამები და პეიზაჟები. თითოუელი სურათისთვის მოგიწევთ მისი რუკაზე განთავსება და ეგაა. ხოლო დაახლოებით კვირაში ერთხელ ხდება ახალ ატვირთული სურათების გადახედვა და მათ Google earth-ზე განთავსება.

ახალი სეზონი


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის ყველაფერი, რაც ამ პოსტში მინდოდა დამეწერა, ძალიან ბევრია და შესაბამისად ძალიანაც მეზარება, ამიტომაც ისევ ტრადიციულ გზას მივადექი და ვიდეოპოსტი ჩავწერე. ეს, მგონი ორმაგად კარგია, მეც მეზარება წერა და თქვენც გეზარებათ კითხვა. ასე რომ დატკბით მულტიმედიური ფორმებით:

ხეპინესი


დღეს სამუშაოზე ოფიციალურად გამაფორმეს, ასე რომ ჩემი დროებითი უმუშევრობა დამთავრდა, რომელსაც აქა-იქ ავსებდა დამამშვიდებელი ტიპის სამუშაოები. და მე ბედნიერი ვარ, ან უნდა ვიყო. მაგრამ ჩავუღრმავდი ჩემს თავს (მოგიტყან სიღრმეები) და აღმოვაჩინე, რომ მძლავრად დიაგონალზე მკიდია ეს ყველაფერი. მაშ რაშია საქმე? ნუთუ დამერხა და აღარ შემიძლია ვიყო რამით კმაყოფილი და ამ კმაყოფილებამ ბედნიერებამდე მიმიყვანოს? არ ვიცი, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ერთი ვიცი – ერთი კარგი ფსიქოლოგი ალალია ჩემზე.

ეფექტის გასაძლიერებლად უყურეთ ვიდეოსაც. რა არის ბედნიერება, რა სარგებლობა მოაქვს მას და როგორ მივაღწიოთ საერთოდ იმას, რომ ვიყოთ ბედნიერები? მცირედი ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიური წიაღსვლები კამერის წინ. გთხოვთ ჩართოთ ფირი:

Link: http://vimeo.com/3947471

ულაში რა უყავი, ულაში?


უძილობა ცუდია, უძილობა საშინელებაა, უფრო საშინელებაა სანახევრო უძილობა, როცა გეძინება, მაგრამ საწოლში ჩაწოლის გეშინია – არ გამოვფხიზლდეო. ზუსტად ეგ მჭირს ახლა მე, ნუ რაღა ახლა, დიდი ხანია. დალევ ძილის წამალს და გაითიშები, მაგრამ რა ხეირი, მეორე ღამეს იგივეა ზუსტად, წამლებმა კი შეჯდომა იცის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე რჩება ერთადერთი გამოსავალი – დაიჭირო კამერა და გადაიღო რამე, თუნდაც ვიდეო პოსტი. შედეგი იხილეთ ქვემოთ, ვიდეოში ან ზემოთ, პოსტის ორობით მისამართში.

link: http://vimeo.com/3931735

Recording Day


ამ ორიოდე დღის წინ სანდრო იყო ჩემთან ამოსული, აგონიას სანდრო და რაღაც ახალ ვეშზე ვმუშაობდით. თავად ვეში არაფრის დროშის ქვეშ არ არის გაერთიანებული, დამოუკიდებელი ნაწარმოებია, მაგრამ რაღაცნაირია, სიმფონია და ძუძუთ წელვა. ვინაიდან და რადგან მე ამ დროს მროველას კამერაც მეგდო სახლში, გავლესეთ მაშინვე და გამოვიდა ვლოგის მაგვარი რაღაც – Recording Day. რა ხდება მანამ, სანამ საბოლოო პროდუქტი გვექნება ხელთ და სანამ ის თქვენი პლეერებიდან ამღერდება. იხილეთ ვიდეო და… არც არაფერი, უბრალოდ ნახეთ ვიდეო:

link: http://vimeo.com/3557782

როჟა პროსიტ კირპიჩა


ზუსტად ამ ახალ დიზაინზეა ნათქვამი ეს გამოთქმა. ისეთი ლამაზი და ათასგვარი ფინტიკლუშკებით გამოტენილი ადმინკა აქვს ვორდპრესს, რაც 2.7 დააყენეს, რომ ხელები მექავება აგერ უკვე მეორე თუ მესამე დღეა, რაღაცის დაწერა მინდა, მაგრამ არ ვიცი რა დავწერო. მართლაც, რა უნდა დავწერო ბლოგზე, არა მარტო ახლა, არამედ ზოგადად? რამე ახალი პროექტის პრეზენტაცია მოვახდინო? არა, ყველა პროექტს თავისი ბლოგი აქვს… რამე პიზდეცინტელექტუალური პოსტი გამოვაცხო ზოგადსაკაცობრიო თემებზე? ფიქრი მეზარება საამისოდ და ისედაც პიზდეცინტელექტუალიზმი, დიდი ხნის დაკვირვებებიდან გამომდინარე, ნაკლებად იკითხება/კომენტდება.

აბა რა ვქნა? არადა რომ არ დავწერო, ეგეც არ გამოდის, ხელების ფხანა მომკლავს, ბოლო-ბოლო დიზაინის ცოდვა მომკლავს. რამე მიმდინარე თემას რომ შევეხო? მაგალითად იმას, რომ გარეთ ნისლია და მთელი ფორუმი წინასააპოკალიფსო განწყობაშია – ”ვაიმე ნისლი, ჩვენ ყველანი დავიღუპებით, ჩვენ ყველას შეგვჭამენ”. ეგ ხომ ისედაც ცხადია, მამენტ, რომ ყველანი დავიღუპებით, აგერ დღეს თუ არა, ხვალ მაინც დაიწყება ბირთვული ომი და ჩვენ ყველანი მოვხვდებით სად? მართალია, ბირთვულ ზამთარში. დედამიწა დაიფარება ათასობით ბირთვული აფეთქების შედეგად გაჩენილი რადიოაქტიური ღრუბლებით, ნახევარი მოსახლეობა რადიაციით დაიხოცება და მეორე ნახევარი სიცივით და შიმშილით – ვინაიდან და რადგან ეს ღრუბლები გამოიწვევს დიდ გამყინვარებას. ასე რომ ამაზე დაწერასაც არ აქვს აზრი. იქნებ რამე პირადი პოსტი დავწერო, თუნდაც იმაზე, როგორი იყო დღეს, როგორი იყო გუშინ ან როგორი იქნება ხვალ? ეგეც არ გამოდის. ვის რაში აინტერესებს თუნდაც ის, რომ დღეს 35 კანიბალის გაძლება მომიწია სამუშაოზე, ან ხვალ მომიწევს იმდენივეს თავიდან გაძლება? მამენტ ესეც დადის იქამდე, რომ არ არსებობს კარგი სამუშაო, ყველა სამუშაო საკზ და, რაღათქმაუნდა, არსად არ იხდიან იმდენს, რამდენსაც ვმუშაობთ. ეგ ყოველთვის და ყველგან ეგრეა.

ასე რომ, გადავხედე რა ყველა ამ თემას, რომელზე დაწერაც შეიძლებოდა და ვერაფერი ამოვარჩიე, ამიტომ არაფერსაც არ დავწერ. ხოლო ხელების ფხანა რომ დავიოკო, უბრალოდ ავიღებ და დავაჭერ ღილაკს ”Publish“.

სილიკონის ველი


კაცობრიობა ხშირად იგონებს ისეთ რამეებს, რომელთა გამოყენების არეალზე ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს და შემდეგ, დროთა განმავლობაში აღმოაჩენს მის ახალ-ახალ თვისებებს. აი მაგალითად, უნიტაზი არის ერთ-ერთი უდიდესი გამოგონება, თუმცა არც ისე დიდი ხანია რაც დაადგინეს, რომ მასში თურმე რწყევაც შეიძლება. თუნდაც ერთ-ერთი ძირითადი გამოგონება, ბორბალი რომ ავიღოთ, 90-იანების დასაწყისამდე ვინ წარმოიდგენდა, რომ მასზე სადილის მოხარშვაც შეიძლება. კიდევ უამრავი რაღაცის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებშიც ჯერ კიდევ არაა ბოლომდე აღმოჩენილი ფარული პროპერტები.

მაგრამ არის ერთი ისეთი საშინელება, რომელიც რაც არ უნდა წლები და საუკუნეები გავიდეს, არასოდეს გახდება კარგი გამოგონება და კაცობრიობის მეგობარი. ჯერ ნორმალურ ადამიანს თავში რატომ უნდა მოგივიდეს აზრად, რომ კარდონის ნაჭერს თაბაშირი წაუსვა გარედან და კედელზე ააკრა, მერე წახვიდე და ეს შენი სისულელე დააპატენტო და ამის გაყიდვაში ფული აიღო. მე თქვენ გეუბნებით, გირჩევთ, გთხოვთ, რა ვიცი კიდევ რას გიშვებით, როდესაც რემონტის გაკეთებას დააპირებთ, ან თუნდაც სახლის აშენებას (ჩავთვალოთ, რომ შვილის გაჩენის და ხის დარგვის მხრივ ყველაფერი უკვე კარგადაა და სახლის აშენებაღა დარჩა), ან უბრალოდ კედლის გალესვა დაგეზარებათ და ადვილად გამოძრომის მიზნით თავში გაგიელვებთ ”გიფსოკარდონი ხომ არ ამეკრაო”, იმწამსვე უარყავით ეს ცოდვილი აზრი, ცხვარი დაკალით და აღსარება ჩააბარეთ.

ეს არის მასალა, რომელსაც ვერაფერში გამოიყენებ, ვერაფერს დაკიდებ ზედ, ვერაფერს ჩაარჭობ და აბსოლუტურად არანაირი დანიშნულება არ აქვს მისგან დამზადებულ სახლს. დაახლოებით ორი კვირაა, რაც ვცდილობ გავიგო ამ საოცრების რაობა და ჯერ ვერ მოვახერხე, საბოლოოდ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გიფსოკარდონის პატენტი მარსიანელებმა ჩამოგვიგდეს, რაღაცაზე რომ გავაბრაზეთ. ორი კვირის განმავლობაში ვუტრიალებ ამ საოცრებისგან აწყობილ კედლებს გარშემო და ვფიქრობ როგორ მოვახერზო ზედ ოთხი სურათის, განათების, დინამიკების, კომპიუტერის თაროს და ოციოდე მეტრის სიგრძის მავთულების ჩამოკიდება ისე, რომ ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდეს. მეტი არაა ჩემი მტერი. მიჭედებული ლურსმნების ნახევარი მიჭედებისთანავე ჩამომიცვივდა და თან გულისმომკვლელი დიდი ამოკბეჩილები დატოვა კედლებში, მეორე ნახევრის ჩამოცვენას კი დღე-დღეზე ველით. საბოლოოდ ისევ და ისევ კაცობრიობის მიერ შექმნილი სასწაულების სიაში ჩავიხედე და კიდევ ერთი კარგი რაღაც ვიპოვე – სილიკონიანი ტუბიკი.

ეს არის მასალა რომელიც, გარდა იმისა რომ ძუძუებს ზრდის და თვალს გვიხარებს (არამარტო), თურმე ამავე დროს აწეპებს ყველაფერს ყველაფერზე. ყოველ შემთხვევაში ნათურები კი მიაწეპა ჭერზე, მავთულებიც, სურათების და კომპიუტერის მიწეპება არ მიცდია, მაგრამ ალბათ მაგათაც მიაწეპებდა. ისე შემიყვარდა ეს ტუბიკი, რომ საბოლოოდ დიადი მროველასგან ”მესილიკონეს” იარლიყიც ავირტყი. პოხუი, ლიჟბი ყველაფერი მიწეპდეს და… საბოლოოდ მგონი ყველაფერი კარგადაა და ორ დღეში ვიხსნებით კიდეც. რა ვიხსნებით? რა და ეს: http://solidcentre.org

ყვერთა ვარამი


ღმერთო ჩემო, ეს რა ხდება, ეს რა დღეში ვარ… საერთოდ არ მიყვარს მოთქმა-გოდება, მაგრამ დღეს აივსო ჩემი არსიყვარულის ფიალა და თავში აგურთ რტყმას მივყავი ხელი.

აგერ უკვე რამდენი ხანია, რაც ყვერთა ფხანის აქტიურ სტადიაში ვარ გადასული და სამუშაოს ვეძებ (პასიური ისაა, რომ არ ეძებ), მაგრამ ფხანა რჩება ფხანად და მე კვლავ სახლში ვზივარ და თავს ვიტყუებ, რომ უსაქმური არ ვარ. არადა სამუშაოს ვარიანტები ბევრი მქონდა და მეც, როგორც ეს კლასიკურ უმუშევარ ყვერიფხანიას შეეფერება, ყველა ამ ვარიანტს გახარებული მისვდევდი, ყველა წინადადებაზე ვთანხმდებოდი და სახლშიც დაიმედებული ვბრუნდებოდი. ჩემი ყლე, როგორც იტყოდა ცხონებული ბაბუაჩემი, ვარიანტები დარჩა ვარიანტებად და მე კვლავაც სახლში ვზივარ და ველოდები ზარს იმ ოციოდე სხვადასხვა ადგილიდან, სადაც დამპირდნენ რომ ”ცვეტში დაგირეკავთ და მზად იყავი”-ო. პიონერული მუდამ მზადყოფნა კი უკვე ამომივიდა ყელში და ვგრძნობ, როგორ გადავდივარ თანდათან დაკიდებული ფხანის რეჟიმში, იქნება რამე და იქნება, არ იქნება და იმის დედაც იქ ვღერძე, სადაც არ იქნება.

ამ ყველაფერს კიდევ ერთი მომენტი ემატება. მთელი ცხოვრების განმავლობაში არასოდეს მიყიდია საჩუქარი დაბადების დღისთვის, თანაც რამე სფეშალ საჩუქარი და საგონებელში ვარ ჩავარდნილი. გეხვეწებით, ვინმემ რამე მითხარით, რა შეიძლება იყოს საჩუქარი, საერთოდ წარმოდგენაც კი არ მაქვს. გამიგია ლეგენდა, რაც შენ გაგეხარდება საჩუქრად, დაახლოებით ეგეთი რამის ყიდვა არის გამოსავალი სიტუაციიდანო, ასევე ისიც, რომ საჩუქარი უნდა იყოს რაიმე უსარგებლო ნივთი, რომ ვერაფერში გამოიყენო და შესაბამისად სამახსოვროდ დაგრჩეს. მაგრამ ისიც არ ვიცი მე რა უსარგებლო ნივთი  გამეხარდებოდა საჩუქრად, ან თუნდაც სასარგებლო. საერთოდ, რამე გამეხარდება?